შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2015 11:31
მიღების თარიღი ივლისი 23, 2015
შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (29.05.2015 Nშ-6/3472-15) მიმართა შპს „პალიტრა TV“-იმ შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებაზე უარის თქმის გამო შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
შპს „პალიტრა TV“-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 19 მაისს N75 განცხადებით შპს „პალიტრა TV“- იმ მიმართა შპს „მაგთიკომს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის (04.03.2015; N3/672-14) გადაწყვეტილების მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე; როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „მაგთიკომმა“ 2015 წლის 25 მაისის N15/092 წერილით უარი განაცხადა შპს „პალიტრა TV“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
დაევალოს შპს „მაგთიკომს“ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელება და უზრუნველყოს შპს „მაგთკომმა“ შპს „პალიტრა TV“-ის სატელევიზიო სიგნალის „მაგთისატის“ მომხმარებელთათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 9 ივნისის სხდომაზე. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ იურისტები - დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე, შპს „პალიტრა TV“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები ირაკლი ალხაზაშვილი და ანა სამსონია. კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N323/23 „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ რომლის შესაბამისადაც, საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 23 ივნისს, 16:00 სთ-ზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 23 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები დავით ძიძიგური, ირაკლი შარაბიძე და შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი კოკა გაბუნია, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „პალიტრა TV“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 23.06.2015; N6/4229-15) ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე და თხოვნით მიმართა კომისიის წევრებს გადაედოთ საკითხის განხილვა სხვა დღისთვის, ვინაიდან მისთვის დავასთან დაკავშირებული მთელი რიგი გარემოებები უცნობი იყო, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა სრულფასოვნად შპს „პალიტრა TV“-ის ინტერესების დაცვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „პალიტრა TV“-ის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 9 ივნისის N323/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად უნდა განისაზღვროს 2015 წლის 9 ივლისი 16:00 საათი, ნაცვლად 23 ივნისის 16:00 საათისა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 9 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ იურისტები - დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე, შპს „პალიტრა TV“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები ირაკლი ალხაზაშვილი და ანა სამსონია.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ იურისტმა დავით ძიძიგურმა აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლში, 2015 წლის 17 ივნისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მისი, როგორც ავტორიზებული პირის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს არადისკრიმინაციულად განათავსოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მაუწყებლის სამაუწყებლო პროგრამები მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა სამომხმარებლო პაკეტში, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული მაუწყებელი, მათ შორის შპს „პალიტრა TV“-ი, ავტორიზებულია თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს; ამ შემთხვევაში შპს „პალიტრა TV“-იმ (თუ ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას) შპს „მაგთიკომს“ უნდა წარუდგინოს თანამგზავრის პარამეტრები და შესაბამისი აპარატურა. დავით ძიძიგურის განმარტებით, დავის საგანი აღარ იარსებებდა, თუ შპს „პალიტრა TV“-ი შპს „მაგთიკომს“ საჭირო ინფრომაციას (წერილობითი ფორმით) და შესაბამის აპარატურას წარუდგენდა.
შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელმა ირაკლი ალხაზაშვილმა ზეპირ მოსმენაზე აღნიშნა, რომ შპს „პალიტრა TV“-ი დაახლოებით 2-3 თვეა რაც ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას „აზერსატის“ (იგულისმება AzerSpace 460) მეშვეობით, ხოლო კომპანიის იურისტმა ანა სამსონიამ დააზუსტა, რომ შპს „პალიტრა TV“-ი „აზერსატზე“ (AzerSpace 460) განთავსებულია სატესტო რეჟიმში, კომპანიებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა საჭიროებს კორექტირებას; სწორედ ამის გამო, შპს „პალიტრა TV“-ის დღემდე არ წარმოუდგენია კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა, ანა სამსონიას აზრით, შესაძლებელი იქნება ხანმოკლე პერიოდში.
2015 წლის 9 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენლებმა (ი. ალხაზაშვილი, ა. სამსონია) მიმართეს კომისიის წევრებს თხოვნით ზეპირი მოსმენის 10 დღით გადადგების თაობაზე, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის („აზერსატსა“ (AzerSpace) და შპს „პალიტრა TV“-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულება) მიზნით.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა შპს „პალიტრა TV“-ის შუამდგომლობა, მიეცა კომპანიისათვის დრო, კომისიაში „AzerSpace”-თან გაფორმებული ხელშეკრულების (ღია თანამგზავრული მაუწყებლობის განხორციელების თაობაზე) წარმოსადგენად და მიიღო გადაწყვეტილება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაზე შესვენების გამოცხადების და ზეპირი მოსმენის 2015 წლის 23 ივლისის, 16:00 საათისათვის გაგრძელების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 ივლისს განახლდა საკითხის ზეპირი მოსმენა; სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე, ხოლო შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ შპს „პალიტრა TV“-ის შუამდგომლიბის საფუძველზე იქნა გამოცხადებული შესვებანა 9 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე და შპს „პალიტრა TV“-ის იურისტები (ი. ალხაზაშვილი, ა. სამსონია) გაფრთხილდნენ დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ 2015 წლის 9 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ 9 ივლისის ზეპირ მოსმენაზე შესვენება გამოცხადებულ იქნა შპს „პალიტრა TV“-ის შუამდგომლობის საფუძველზე. კომპანიამ ითხოვა 10 სამუშაო დღე ხელშეკრულების წარმოსადგენად, რათა დაედასტურებინა რომ შპს „პალიტრა TV“-ი ნამდვილად ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას. კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა ორი კვირა დამატებით მტიკცებულების წარმოსადგენად. ვინაიდან, 23 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება და არც შუამდგომლობა არ არის შემოსული სხდომის გადადების თაობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება ზეპირი მოსმენის გამართვისათვის.
2015 წლის 23 ივლისის ზეპირ მოსმენის სხდომაზე, შპს „მაგთკომის“ წარმომადგენელმა ირაკლი შარაბიძემ აღნიშნა, რომ თუ შპს „პალიტრა TV“-ი ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას, შესაბამისი აპარატურის მიწოდების შემთხვევაში შპს „მაგთიკომი“ მზად არის განათავსოს შპს „პალიტრა TV“-ი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ სამომომხმარებო პაკეტში, თუმცა დღეის მდგომარეობით, მაშინ როცა ვერ დასტურდება შპს „პალიტრა TV“-ის ღია სიგნალით თანამგზავრული მაუწყებლობა და კომისიაში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, შპს „მაგთიკომის“ აზრით შპს „პალიტრა TV“-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღბის თარიღად გამოცხადდა 2015 წლის 23 ივლისი.
2015 წლის 9 და 23 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომებზე დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოადგენილი ახსნა-განმარტებების მოსმენის, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 45–ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამავე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოეშობა, თუ მაუწყებელი ასევე ავტორიზებულია თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებ გვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.
6. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს N8 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები“, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლის სიგნალის გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები კერძოდ:
|
|
|
№ |
ტექნიკური საშუალების დასახელება |
ტექნიკური საშუალების შესასვლელი |
ტექნიკური საშუალების გამოსასვლელი |
შენიშვნა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
1 |
მიმღები ანტენა (ოფსეტური ან პარაბოლური) თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში |
|
სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ) შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში |
ანტენის ფოკუსში მოთავსებული მაძლიერებელ- -გარდამსახთან (LNB) შეთანხმებული, კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე |
|
2 |
თანამგზავრული მიმღები: არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების, ტექნიკური საშუალებების კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის) საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, თანამგზავრიდან ან მიწისზედა სადგურიდან სატელევიზიო პროგრამის მიღებისათვის სანტიმეტრულ (SHF) დიაპაზონში |
სატელევიზო სიგნალის დონე (-60დბმვ ÷ -30დბმვ) შუალედური სიხშირის (950მჰც÷2150მჰც) დიაპაზონში |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი |
|
|
3 |
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიღებული სატელევიზიო სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების მიმღებ-გარდამსახი |
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მიწოდებული ნაკადი |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი |
გამოყოფილი ხაზის უზრუნველყოფა (PP) |
|
4 |
მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის ანალოგური სიგნალის საარხო მიმღები |
45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული მაუწყებლობის სიგნალი დონით არა უმცირეს 57დბმკვ VHF დიაპაზონში 65დბმკვ UHF დიაპაზონში |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი |
|
|
5 |
კოაქსიალური კაბელით მეტრულ ან დეციმეტრულ დიპაზონში ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების მიმღებ-გარდამსახი |
45მჰც ÷ 862მჰც სიხშირულ დიაპაზონში კოაქსიალური კაბელით (75ომი) მიწოდებული მაუწყებლობის სიგნალი |
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი |
|
|
6 |
ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის საარხო მოდულიატორი კონკრეტული მოდელის (დამამზადებელი ფირმის) საექსპლუატაციო პარამეტრების შესაბამისი, მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონებში ფუნქციონირებისთვის |
ა) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური ვიდეო(V) სიგნალის დონე V-(0,8ვ÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი ბ) გაძლიერების ავტომატური რეგულირების (AGC) შესაძლებლობის მქონე შესასვლელზე ანალოგური ბგერითი(A) სიგნალის დონე A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი |
45მჰც÷862მჰც სიხშირულ დიაპაზონში ანალოგური ფორმატის სამაუწყებლო სიგნალი, მაქსიმალური დონით 120დბმკვ დატვირთვაზე 75ომი |
|
|
7 |
MPEG კოდირების მოწყობილობა |
ანალოგური ან ციფრული (A/V, CVBS, SDI) სატელევიზიო სიგნალი |
MPEG2 ან/და MPEG4 ფორმატის სიგნალი |
|
|
8 |
ენკოდერი |
ანალოგური ან ციფრული (A/V, CVBS, SDI, H264) სატელევიზიო სიგნალი |
ციფრული სატრანსპორტო ნაკადი (TS) |
ციფრული/ანალოგური ფორმატის ცვლილებისათვის |
|
9 |
მულტიპლექსორი |
ციფრული სატრანსპორტო ნაკადები (TS) |
გაერთიანებული ციფრული სატრანსპორტო ნაკადი |
|
|
10 |
ეთერიდან მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) დიაპაზონში სატელევიზიო მაუწყებლობის პროგრამის მიმღები ანტენა (საარხო ან ფართე ზოლოვანი) |
|
სამაუწყებლო სიგნალის დონე საარხო სიხშირეზე 57დბმკვ (VHF) დიაპაზონში 65დბმკვ (UHF) დიაპაზონში |
ანტენასთან შეთანხმებული კონსტრუქციული სიგრძის კოაქსიალური კაბელის (75ომი) გამოსასვლელზე |
|
11 |
რადიოსარელეო ხაზის მიმღები მოწყობილობა საანტენო სისტემით |
|
ვიდეო(V) და ბგერითი(A) სიგნალები დონით: V-(0,8÷1,3ვ) დატვირთვაზე 75ომი A-(-8დბმვ ÷ +7დბმვ) დატვირთვაზე 0,6/12კომი ან/და MPEG2 ფორმატის, გახსნილი (დეკოდირებული), DVB-ASI სიგნალი სიგნალი |
|
7. შპს „პალიტრა TV“ არის ავტორიზებული მაუწყებელი (ასევე, ყოფილი NB136 ლიცენზიის მფლობელი), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტელემაუწყებლობაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის, ინტერნეტის, მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების (საკაბელო ქსელის) და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;
8. შპს „პალიტრა TV”-ის მიერ მაუწყებლობა ხორციელდება მხოლოდ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის (მულტიფლექს E), ინტერნეტის და საკაბელო ქსელის (სს „სილქნეტი“, შპს „კავკასუს ონლაინი“ და სხვა) მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობას, შპს „პალიტრა TV“ არ ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას;
9. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს როგორც ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე, ასევე თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე.
10. შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს მხოლოდთანამგზავრულიტრანზიტულიმაუწყებლობისმომსახურებას, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (იხ. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 პარილის Nშ-10/2276-15 სამსახურებრივი ბარათი) და თავად შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 9 მაისს შპს „პალიტრა TV“-იმ განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე. შპს „მაგთიკომმა“ ზეპირი მოსმენის სხდომაზე განმარტა, რომ შპს „მაგთიკომი“ მზად არის განახორციელოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და განათავსოს შპს „პალიტრა TV“-ის სამაუწყებლო არხი „მაგთისატის“ ქსელში, თუ შპს „პალიტრა TV“-ი, თავის მხრივ, დააკმაყოფილებს კანონისმიერ მოთხოვნებს, კერძოდ, ავტორიზებული იქნება თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას განახორციელებს, ამასთანავე, თუ შპს „პალიტრა TV“-ის მიერ შესრულებული იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა შესაბამისი აპარატურის მიწოდებასთან დაკავშირებით.
კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი (ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი) სავალდებულო ტრანზიტისთვის (must carry) განსაზღვრავს როგორც მაუწყებლების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებების შინაარსსა და ფარგლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტების წრეს, ვისაც წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსების (სავალდებულო ტრანზიტის) მოთხოვნის უფლება. კერძოდ, აღნიშნული უფლება წარმოეშობათ: საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის.
კომისია განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობა ცალკე აღებული არ წარმოშობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის უპირობო ვალდებულებას, განათავსოს მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში; აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლივე განსაზღვრავს; კერძოდ, 11 პუნქტის შესაბამისად, თანამგზავრულ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს 401 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოეშობა, თუ მაუწყებელი ასევე ავტორიზებულია თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს უნდა წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით, ხოლო მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, მას, როგორც ავტორიზებულ პირს, ე.წ. „must carry“-ის (გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით) ვალდებულება წარმოეშვება, იმ შემთხვევაში, თუ შპს „პალიტრა TV“-ი ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს. კომისიის სხდომაზე, შპს „პალიტრა TV“-ის უფლებამოსილმა წამომადგენლებმა (ი. ალხაზაშვილი; ა. სიმონია) განაცხადეს, რომ კომპანია უკვე რამოდენიმე თვეა ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ტესტურ რეჟიმში და გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, თუმცა თავად ხელშეკრულების წარმოდგენა ვერ შეძლეს
კომისია აღნიშნავს, რომ „AzerSpace”-ზე ქართული სამაუწყებლო არხების სიგნალის ატანას ორი კომპანია ახორციელებს: შპს „ივერია სატი“ და შპს „სკაი კავკასუსი“; კომისიის მიერ აღნიშნული კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „პალიტრა TV“-ის სიგნალის „AzerSpace“-ზე ატანა არ ხორციელდება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „პალიტრა TV“-ი არ ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას.
კომისიას დამატებით აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ შპს „მაგთიკომს“ აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგური, რომლის საშუალებითაც შესაბამისი ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მაგთიკომი“ უზრუნველყოფს მსურველი მაუწყებლების სამაუწყებლო სიგნალის ატვირთვას ორბიტალურ სადგურამდე, არ ავალდებულებს შპს „მაგთიკომს“ უფასოდ გაწიოს აღნიშნული სახის მომსახურება ე.წ. „must carry”-ს ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს სავალდებულო ტრანზიტის („must carry”-ს) აუცილებელ კომპონენტს და არსობრივად დაკავშირებულია მაუწყებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს სიგნალის მიტანა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ქსელის შესაბამის ელემენტთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იკვეთება შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული, სავალდებულო ტრანზიტის შეუსრულებლობის ფაქტი (სახეზე არაა შპს „პალიტრა TV“-ის მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის 11 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულება), რაც თავის მხრივ გამორიცხავს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს „პალიტრა TV“-ის შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 401 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვას შპს „პალიტრა TV“-ის შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო;
2. განემარტოს შპს „მაგთიკომს“ რომ იგი, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამგზავრული მაუწყებლის სამაუწყებლო სიგნალის, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება უსასყიდლოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მაუწყებელს ავტორიზაცია გავლილი აქვს თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ახორციელებენ ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას და თუ მაუწყებელი უზრუნველყოფენ სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის (ატანის) აუცილებელ ტექნიკურ ხარჯებს.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
