წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 452 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:14

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 06 აგვისტოს №57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის 06 აგვისტოს №57 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნას  ერთი საკითხი: შპს „საქართველოს მედია ქსელის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. კომისიის 2015 წლის 06 აგვისტოს №57 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                   ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                              კ.ბექაური

კომისიის წევრი                              გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                             მ.ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                   2015  წლის 06 აგვისტო, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  2. სს ”სილქნეტისთვის ”არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”მტკვარი ენერგეტიკისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. ინდ. მეწარმე ”თინათინ მოდებაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „იუ თი ეს“-ისთვის ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  7. შპს “დელტა კომმის“ 20%  წილის კომანდიტური საზოგადოება “SEAF Caucasus Growth Fund L.P.“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. სს „სილქნეტისთვის“ შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და მეორე მხრივ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივს“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  11. შპს „საქართველოს მედია ქსელის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი -ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები