წვდომის მენიუ

სს ”სილქნეტისთვის ” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 453 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2015 11:10

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2015

სს ”სილქნეტისთვის ” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტმა”   კომისიას    მიმართა    განცხადებებით   (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3826-15,11.06.15 და № შ-6/4452-15, 01.08.15)), ამავე განცხადებების დანართებში გასაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

         მოთხოვნილ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირეები და  სს ”სილქნეტს”,  შეთანხმების მიზნით  2015 წლის  16 ივლისს გაეგზავნა  წერილი №06/1424-15;  თანხმობა სს ”სილქნეტმა” კომისიას აცნობა წერილით №3091/05-08, 20.07.15 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4926-12, 20.07.15).

         კომისია აღნიშნავს, რომ სს”სილქნეტი” რეგისტრირებულია ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978),  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010).

      ”ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ”  საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომლსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი   ან   რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება  რადიოსიხშირული   სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით. 

      აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”სილქნეტს”  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს 18648  (თვრამეტი ათას ექვსასორმოცდარვა  ლარი) ლარს.

        კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სს ”სილქნეტს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის   მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2025  წლის 06    აგვისტომდე,  აუქციონის გარეშე;

2.  განესაზღვროს     სს ”სილქნეტს”   სიხშირული რესურსით სარგებლობის  უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა  18648  (თვრამეტი ათას ექვსასორმოცდარვა  ლარი)  ლარის ოდენობით.         

3.  უზრუნველყოს სს ”სილქნეტმა”   ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 18648  (თვრამეტი ათას ექვსასორმოცდარვა  ლარი)  ლარის   გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში 2015 წლის   16 აგვისტომდე;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

       ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს   სს ”სილქნეტისთვის” ჩაბარებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება სს ”სილქნეტს”  მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე; 

5. სს ”სილქნეტის”, მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 18648  (თვრამეტი ათას ექვსასორმოცდარვა  ლარი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ)ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

6. აღირიცხოს სს ”სილქნეტისთვის”, მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში სს ”სილქნეტისთვის”, რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

   კომისიის    თავმჯდომარე               .აბაშიძე 

   კომისიის    წევრი                            გ.ფრუიძე                                                                      

   კომისიის წევრი                               მ.ქათამაძე                                                                          

 

          

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები