წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 475 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:24

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს №59 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს №59 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „გამომცემლობა ეტალონის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს №59 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

59 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                     2015  წლის 13 აგვისტო, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. შპს „მობიტელისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. სს ”თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”მომსახურების სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს “ELIT-TAXI”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ”ტაველა 777”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. შპს ”სკაი სერვისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „მაიფონისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  14. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  15. შპს „ახალნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. სს „სილქნეტისთვის“ შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  17. შპს „გამომცემლობა ეტალონის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები