წვდომის მენიუ

შპს „მობიტელისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 476 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2015 11:09

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

შპს „მობიტელისთვის“   დამხმარე  ტექნოლოგიური  არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ   შპს „მობიტელმა“ კომისიას მიმართა განცხადებით № 520/15,27.05.15 (რეგისტრირებული №7/3425-15,28.05.2015) 4G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით,  არსებული რადიოსარელეო ქსელის ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, დამატებითი რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     შპს „მობიტელის“ მიერ განცხადებაში განსაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები და შეთანხმებისთვის მიმდინარე წლის 23 ივნისს შპს „მობიტელს“  ეცნობა წერილით № 06/1102-15. აღნიშნულ წერილში განსაზღვრული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა შპს „მობიტელმა“ კომისიას აცნობა მიმდინარე წლის 3 ივლისს  წერილით № 606/15 (რეგისტრირებული №შ-6/4516-15,03.07.15).

      კომისია   ასევე   აღნიშნავს,  რომ    შპს  „მობიტელი “   წარმოადგენს   ავტორიზებულ   პირს, ფლობს  სხვადასხავა  სიხშირულ   დიაპაზონებში   რადიოსიხშირული    სპექტრით   სარგებლობის  F30, F39, F40, F59 და F97 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.      

    კომისია  აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

   აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მობიტელს“ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების  მოსაპოვებლად  აუქციონის  საწყისი   საფასურის ოდენობა,   რომელიც შეადგენს  66618.72 (სამოცდაექვსი  ათას ექვსასთვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარს.

      კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული რადიოსარელეო ხაზების სადგურეების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის,   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „მობიტელს“ რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში  განლაგებული  რადიოსარელეო  ხაზების   სადგურების   ფუნქციონირებისთვის,

 არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2025  წლის  13 აგვისტომდე,  აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს „მობიტელს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 66618.72 (სამოცდაექვსი  ათას ექვსასთვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი)  ლარით;

3.   უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 66618.72 (სამოცდაექვსი  ათას ექვსასთვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი)  ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა - 200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს   შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება შპს „მობიტელს“ მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე; 

5. შპს „მობიტელის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის  66618.72 (სამოცდაექვსი  ათას ექვსასთვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) 

ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

6.   აღირიცხოს შპს „მობიტელისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს „მობიტელის“ მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მობიტელისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,  №6)   1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

  კომისიის    წევრი                  კ.ბექაური                                                     

  კომისიის    წევრი                  გ.ფრუიძე                                                        

  კომისიის    წევრი                  მ.ქათამაძე                                                            

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები