წვდომის მენიუ

შპს ”სკაი სერვისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 484 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:27

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

 შპს ”სკაი სერვისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”სკაი სერვისმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3537-15, 01.06.2015) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შპს ”სკაი სერვისი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს 2010 წლის 28 იანვრიდან, ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

   

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

 
   

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს რეგულირების საფასური. კომპანიის მიერ 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით წარმოდგენილია ცალკეული თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო 2013, 2014 და 2015 წლების გაანგარიშებები საერთოდ არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა შპს ”სკაი სერვისს” რეგულირების საფასურის დავალიანება.

ამავე დროს, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. შპს ”სკაი სერვისს” კომისიაში არ წარმოუდგენია 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის მაისის ჩათვლით და 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით ზემოაღნიშნული სტატისტიკური ფორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/1216-15, 01.07.2015წ., რომელიც შპს ”სკაი სერვისს” ჩაბარდა 2015 წლის 9 ივლისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს შპს ”სკაი სერვისის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3537-15, 01.06.2015)  ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) შპს ”სკაი სერვისისთვის” შეტყობინების გაგზავნა სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; 

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                              მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები