წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 485 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2015 15:23

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

შპს “მაგთიკომის კუთვნილი  საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  ერთობლივი განცხადებით (№4235/05-08 05.11.2014; №14/204-7 05.11.2014) მიმართეს შპს “მაგთიკომმა“ და სს “სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6601-14 10.11.2014), სს “სილქნეტის“ მიერ შპს  “მაგთიკომის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. საოპერაციო აქტივს წარმოადგენს ფიქსირებული (სადენიანი) საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რომლითაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება 244XXXX სააბონენტო ნომრებით (სულ 10000 სააბონენტო ნომერი).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

CDMA.

LTE

A.S.1

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

CDMA.

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

 

მულტიმედიური მომსახურება;

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

 

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

 

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

 

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.2

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

 

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand).

     

კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს, რომლებიც გაცემულია შემდეგი ლიცენზიების საფუძველზე:

№N2 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N20 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N37 (გაცემის თარიღი 09.11.2011), №N51 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N89 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N90 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N92 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N93(გაცემის თარიღი 12.03.2010), №N94 (გაცემის თარიღი 23.02.2007), №N105(გაცემის თარიღი 12.03.2010), № N122 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N136 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N139 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N140 (გაცემის თარიღი 12.03.2010), №N166 (გაცემის თარიღი 21.01.2011).

ამასთან, სს “სილქნეტი“ ფლობს კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებებით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსს: №436/19 22.06.2012; №664/15 25.11.2011; №665/15 25.11.2011; №275/15 06.04.2012.

კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს: №N14 (გაცემის თარიღი 27.04.2012), №N17 (გაცემის თარიღი 11.05.2012), №N22 (გაცემის თარიღი 25.05.2012), №N23 (გაცემის თარიღი 25.05.2012), №N28 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N29 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N36 (გაცემის თარიღი 06.07.2012), №N50 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N52 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N53 (გაცემის თარიღი 03.08.2012), №N71 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N72 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N84 (გაცემის თარიღი 12.10.2012), №N85 (გაცემის თარიღი 12.10.2012), №N86 (გაცემის თარიღი 16.11.2012), №N91 (გაცემის თარიღი 22.11.2012), №N106 (გაცემის თარიღი 08.02.2013), № N121 (გაცემის თარიღი 22.03.2013), №N122 (გაცემის თარიღი 22.03.2013), №N127 (გაცემის თარიღი 12.04.2013), №N133 (გაცემის თარიღი 14.06.2013), №N137 (გაცემის თარიღი 28.06.2013), №N145 (გაცემის თარიღი 23.09.2013), №N165 (გაცემის თარიღი 04.10.2013), №N166 (გაცემის თარიღი 04.10.2013), №N173 (გაცემის თარიღი 29.11.2013), №N183 (გაცემის თარიღი 27.02.2014), №N188 (გაცემის თარიღი 11.04.2014), №N197 (გაცემის თარიღი 31.07.2014), №N203 (გაცემის თარიღი 16.10.2014), №N205 (გაცემის თარიღი 13.11.2014), №N211 (გაცემის თარიღი 16.12.2014), №N215 (გაცემის თარიღი 22.01.2015); №N219; №N220; №N227; №N232; №N234.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს: №F28 (გაცემის თარიღი: 12.03.2010); №F11 (გაცემის თარიღი 23.07.2013), №F64 (გაცემის თარიღი: 13.06.2008);  №F66 (გაცემის თარიღი: 13.06.2008); №F68 (გაცემის თარიღი: 13.06.2008).

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6.

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1.

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

GSM;

 

WCDMA;

 

CDMA.

A.S.1.

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1.

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

WiMax;

 

WiFi;

 

CDMA;

 

3G.

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.M.1.

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2.

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

 

მულტიმედიური მომსახურება;

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

 

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

 

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

 

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1

მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.S.2

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

B.S.4

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

B.S.5

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

 

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს, რომლებიც გაცემულია შემდეგი ლიცენზიების საფუძველზე: №N14 (გაცემის თარიღი 10.11.2006), №N15 (გაცემის თარიღი 10.11.2006), №N53(გაცემის თარიღი 31.03.2009), №N59 (გაცემის თარიღი 07.07.2006), №N60(გაცემის თარიღი 12.05.2009), № N71 (გაცემის თარიღი 11.08.2006), №N72 (გაცემის თარიღი 11.08.2006), №N171 (გაცემის თარიღი 09.12.2011).

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს: №N9 (გაცემის თარიღი 06.04.2012), №N10 (გაცემის თარიღი 06.04.2012), №N11 (გაცემის თარიღი 06.04.2012), №N34 (გაცემის თარიღი 29.06.2012), №N35 (გაცემის თარიღი 06.07.2012), №N73 (გაცემის თარიღი 14.09.2012), №N75 (გაცემის თარიღი 28.09.2012), №N76 (გაცემის თარიღი 28.09.2012), №N77 (გაცემის თარიღი 28.09.2012), №N78 (გაცემის თარიღი 28.09.2012), №N99 (გაცემის თარიღი 28.12.2012), №N101 (გაცემის თარიღი 11.01.2013), №N103 (გაცემის თარიღი 18.01.2013), №N104 (გაცემის თარიღი 18.01.2013), №N96 (გაცემის თარიღი 25.01.2013), №N123 (გაცემის თარიღი 29.03.2013), №N128 (გაცემის თარიღი 12.04.2013), № N172 (გაცემის თარიღი 15.11.2013), №N176 (გაცემის თარიღი 06.12.2013), №N177 (გაცემის თარიღი 27.12.2013), №N182 (გაცემის თარიღი 20.02.2013), №N184 (გაცემის თარიღი 06.03.2014), №N187 (გაცემის თარიღი 11.04.2014), №N199 (გაცემის თარიღი 27.08.2014), №N201 (გაცემის თარიღი 09.10.2014); №N216; №N222; №N226; №N230; №N235; №N236; №N237.

შპს “მაგთიკომი“ ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს: №F15 (გაცემის თარიღი 01.02.2015), №F16 (გაცემის თარიღი 01.02.2015), №F12 (გაცემის თარიღი 01.02.2015), №F10 (გაცემის თარიღი 05.05.2006), №F2 (გაცემის თარიღი 09.09.2005), №F35 (გაცემის თარიღი 18.12.2006), №F41 (გაცემის თარიღი 12.01.2007).

შპს “მაგთიკომს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  გავლილი აქვს ავტორიზაცია მაუწყებლობაზე:

ა) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “მაგთიკომისა“ და  სს “სილქნეტის“ ერთობლივი წერილით (№4235/05-08 05.11.2014; №14/204-7 05.11.2014), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:

-          შპს “მაგთიკომის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

-          სს “სილქნეტის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

-          შესაძენი შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი;

-          შპს “მაგთიკომის“ მიერ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;

-          სს “სილქნეტის“ მიერ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;

-          შპს “მაგთიკომის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;

-          სს “სილქნეტის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომის“ მიერ №14/239 24.12.2014 წერილით წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმი (საოპერაციო აქტივის გასხვისებასთან დაკავშირებით), ასევე №15/019-5 04.02.2015 წერილით წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (244XXXX ნუმერაციის რესურსთან დაკავშირებული საოპერაციო აქტივის გაყიდვასთან დაკავშირებით შპს “მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრია ზოდელავასათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “მაგთიკომის“ პარტნიორები არიან: “ტელსელ უაიერლეს კომპანი“ (წილის 49%-ის მფლობელი) და “ინტერნეისენელ ტელსელ სელულარ“ (წილის 51%-ის მფლობელი).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის №10/5114-15 22.07.2015 სამსახურებრივი ბარათის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, სს “სილქნეტის“ აქციონერი და აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “Rhinestream Holdings Limited“-ი. სს “სილქნეტის“  მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 61,9%-ის მფლობელი); ალექსი თოფურია (წილის 28,58% მფლობელი) და დავიდ ბორგერი (წილის 9,52%-ის მფლობელი). სს “სილქნეტის“ დირექტორია ლევან ბუჩუკური. სს “სილქნეტი“ ფლობს წილის 100%-ს კომპანიებში: შპს “სილქ ლტი“ (ყოფილი შპს “ვაიმაქს ჯორჯია“) და შპს “ნოვუსი“, ხოლო წილის 85%-ს კომპანიაში შპს “საქართველოს მედია ქსელი“. შესაბამისად, დგინდება აფილირება სს “სილქნეტს“, შპს “სილქ ლტის“-ს, შპს “ნოვუსს“ და შპს “საქართველოს მედია ქსელს“  შორის. ამასთან ერთად, ფიზიკური პირების: გიორგი რამიშვილის, ალექსი თოფურიას და დავიდ ბორგერის, ასევე სს “სილქნეტის“ დირექტორის ლევან ბუჩუკურის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

შპს “სილქ ლტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.M.1

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

LTE

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiMax

შპს “სილქ ლტი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს №N137 ლიცენზიით გაცემულ ნუმერაციის რესურსს: 1-0-7-5 (ერთი-ნული-შვიდი-ხუთი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად.

შპს “ნოვუსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

შპს “საქართველოს მედია ქსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ფლობს ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას შვიდ სპეციალიზებულ არხზე: BR-1127; BR-1128; BR-1129; BR-1130; BR-1131; BR-1132; BR-1133.

შპს “მაგთიკომისა“ და სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “მაგთიკომის“ საქმიანობის ძირითადი სახეებია:

-          მობილური სატელეფონო ქსელით მომსახურება;

-          ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო მომსახურება;

-          ფიქსირებული უსადენო სატელეფონო მომსახურება;

-          ფიქსირებული და მობილური ინტერნეტ მომსახურება;

-          მაუწყებლობის ტრანზიტი.

 

სს “სილქნეტის“ საქმიანობის ძირითადი სახეებია:

-          ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო მომსახურება;

-          ფიქსირებული უსადენო სატელეფონო მომსახურება;

-          მობილური სატელეფონო ქსელით მომსახურება;

-          VOIP მომსახურება;

-          ფიქსირებული სადენიანი ინტერნეტ მომსახურება;

-          ფიქსირებული და მობილური უსადენო ინტერნეტ მომსახურება;

-          მაუწყებლობის ტრანზიტი.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის №10/5133-15 23.07.2015 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “მაგთიკომის“ შემოსავლებმა საქართველოში გაწეული მომსახურებიდან 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 259,564,863 ლარი;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  16,957,260 ლარი;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 7,789,796 ლარი;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 12,732,126 ლარი.

შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში, შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “მაგთიკომის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 42,08%;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  17,78%;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 3,21%;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 17,56%.

შპს “მაგთიკომის“ აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1ივნისის მდგომარეობით მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 1,834,601 აბონენტი;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  265,759 აბონენტი;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 32,875 აბონენტი;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 109,883 აბონენტი.

შესაბამისად, შესაბამისი მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში შპს “მაგთიკომის“ აბონენტების ხვედრითმა წილმა მომსახურების სახეების მიხედვით 2015 წლის 1ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 37,58%;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  30,34%;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 5,52%;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 25,20%.

ასევე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის №10/5133-15 23.07.2015 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს “სილქნეტის“ შემოსავლებმა საქართველოში გაწეული მომსახურებიდან 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 2,801,137 ლარი;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  56,108,928 ლარი;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 91,310,670 ლარი;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 26,991,781 ლარი.

შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში, შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში სს “სილქნეტის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 0,45%;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  58,83%;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 37,65%;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 37,23%.

სს “სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მომსახურების სახეების მიხედვით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 26,920 აბონენტი;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  401,632 აბონენტი;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 230,604 აბონენტი;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 97,680 აბონენტი.

შესაბამისად, შესაბამისი მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში სს “სილქნეტის“ აბონენტების ხვედრითმა წილმა მომსახურების სახეების მიხედვით 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება - 0,55%;

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება -  45,86%;

საცალო ინტერნეტ მომსახურება - 38,73%;

მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - 22,40%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “სილქნეტის“ მიერ შპს  “მაგთიკომის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის (ფიქსირებული (სადენიანი) საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რომლითაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება 244XXXX სააბონენტო ნომრებით) შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს  “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

ამასთან, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს შპს “მაგთიკომს“ და სს “სილქნეტს“, რომ სს “სილქნეტის“ მიერ შპს  “მაგთიკომის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის (ფიქსირებული (სადენიანი) საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რომლითაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება 244XXXX სააბონენტო ნომრებით) შეძენის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი და სს “სილქნეტისათვის“ გადაცემული 244XXXX სააბონენტო ნომრებით მოსარგებლე აბონენტების  კანონიერი ინტერესები და უზრუნველყოფილ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

                :

1. მიეცეს თანხმობა შპს “მაგთიკომს“, შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ფიქსირებული (სადენიანი) საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რომლითაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება 244XXXX სააბონენტო ნომრებით) სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე;

2. დაევალოს შპს “მაგთიკომს“, შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში უზრუნველყოს შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი 244XXXX სააბონენტო ნომრებით მოსარგებლე აბონენტების ინფორმირება მომსახურე კომპანიის სს “სილქნეტით“ შეცვლის თაობაზე;

3. სს “სილქნეტის“ მიერ შპს  “მაგთიკომის“ სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში:

 ა) შპს “მაგთიკომმა“ და სს “სილქნეტმა“  უზრუნველყონ  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ნუმერაციის რესურსის (244XXXX) სარგებლობის უფლების მოპოვება;

ბ) შპს “მაგთიკომმა“ და სს “სილქნეტმა“  უზრუნველყონ  “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

          კომისიის თავმჯდომარე                  ვახტანგ აბაშიძე

 

         კომისიის წევრი                                 კახი ბექაური       

         კომისიის წევრი                                 გიორგი ფრუიძე

          კომისიის წევრი                                  მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები