წვდომის მენიუ

ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის“ ( ს/კ 01008002855) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს2ზარის“ (ს/კ 204860631) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 497 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 21, 2015 18:47

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

/ 2ზურაბ მამუკელაშვილის“ ( / 01008002855) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს2ზარის“ (ს/კ 204860631) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  წერილით მიმართა ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/5409-15  30.07.2015), ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის (შემჭიდროვების აპარატურა, ანტენები, კაბელები, რესივერები, დისეკი, გამაძლიერებელი, უკაბელო მოდემი, კონექტორი, მოდულიატორი, მიკროსქემა, თავაყი (მიმღები), აკუმულატორი)  შპს 2ზარის" (ს/კ 204860631) მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

                კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

A.F.1.3 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.1.6 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ  2ზურაბ მამუკელაშვილის" მიერ  წერილებით (კომისიაში წერილების რეგისტრაციის №შ-6/5431-15 31.07.2015, №შ-6/5569-15 05.08.2015, №შ-6/5765-15 11.08.2015 და №შ-6/5947-15 18.08.2015) კომისიაში  წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

                - ინფორმაცია ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;  

                - ინფორმაცია ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

                - ინფორმაცია ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის"  აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

                - ინფორმაცია ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის"  კუთვნილი საოპერაციო აქტივების შემძენი კომპანიის - შპს "ზარის" დამფუძნებლის შესახებ;

                - ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" აბონენტების თანხმობა (არასრული სია), მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის ცვლილებასთან დაკავშირებით;

                - ინფორმაცია ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის შესახებ.

                კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 5 აგვისტოს №შ-10/5567-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზურაბ მამუკელაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს "ზარს" (ს/კ 204860631) კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდება.

                კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 აგვისტოს №შ-10/5637-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილი" მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს ქ.თბილისში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგინა 8916 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 209 აბონენტი.

                შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, ქ. თბილისში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის"  შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,02%. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" აბონენტების ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,08%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ზარის“ მიერ ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, ი/მ "ზურაბ მამუკელაშვილის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს "ზარის" მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

                კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ზარის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილს", ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს “ზარის“ მიერ შეძენაზე;

2. დაევალოს ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილს", ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს "ზარი"-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, უზრუნველყოს ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილის" აბონენტების ინფორმირება მომსახურების მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული წესით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

5. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების ასლის  ი/მ 2ზურაბ მამუკელაშვილისათვის"  გაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

     კომისიის თავმჯდომარე                                                  ვახტანგ აბაშიძე  

     კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე 

     კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები