წვდომის მენიუ

შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია“INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 498 / 11

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2015 10:42

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია“INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 17 თებერვლის №2/2/124 წერილით მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/263-15. 18.02.2015), კომპანია “ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის კუთვნილი შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული მარტივი ადმინსტრაციული წარმოების შეწყვეტისა და მისთვის ქმედებათა განხორციელების დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის №91/22 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ახალ ქსელებს“ დაევალა  შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორის, „ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის აქციების მფლობელის „CASCADO AG“-ის აქციონერთა და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე პირების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.

შპს „ახალი ქსელების“ №2/2/124 17.02.2015; №2/2/239 20.04.2015; №2/2/286 11.05.2015 წერილებით კომისიას ეცნობა, რომ კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის №91/22 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შპს „ახალმა ქსელებმა“ დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები, კერძოდ  „CASCADO AG“-ის კუთვნილი კომპანიის „ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის მიერ წილის გადაცემის პროცედურები  “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ზე.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 7 ივლისის №10/4570 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, თუ კომისიისათვის შპს „ახალი ქსელების“ მიერ სრულყოფილად იქნა მიწოდებული ინფორმაცია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის შესახებ, მათ შორის ბოლო ბენეფიციარ/მესაკუთრეთა შესახებ, ამით კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის №91/22 გადაწყვეტილების მიზანი (შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნას სრულყოფილი ინფორმაცია მესაკუთრეთა შესახებ) იქნება მიღწეული და შესაბამისად, კომისიას მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობა მიეცემა.

შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილ იქნა სრულყოფილი ინფორმაცია  “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის შესახებ, ასევე  წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია  “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის აქციათა მფლობელის, ფიზიკურ პირ ფრიდონ ინჯიას შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.M.1

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

CDMA

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

 

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

A.F.8.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

 

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

 

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

შპს “ახალი ქსელები“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F25 ლიცენზიას,  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1680.0-1683.5  მგჰც და 1685.0-1688.5 მგჰც სიხშირული დიაპაზონი (გატარების ზოლი 3.5 მგჰც) ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირებისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2016 წლის 24 ივნისამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს, რომლებიც გაცემულია შემდეგი ლიცენზიების საფუძველზე:

№N34 (გაცემის თარიღი 21.08.1996), №N65 (გაცემის თარიღი 07.07.2006), №N66 (გაცემის თარიღი 07.07.2006), №N67 (გაცემის თარიღი 07.07.2006), №N68 (გაცემის თარიღი 07.07.2006), №N88 (გაცემის თარიღი 13.02.2007), №N142 (გაცემის თარიღი 13.02.2009), №N144(გაცემის თარიღი 06.03.2009), №N145 (გაცემის თარიღი 26.02.2010), №N146(გაცემის თარიღი 20.03.2009), № N156 (გაცემის თარიღი 23.10.2009), №N163 (გაცემის თარიღი 24.12.2010), №N167 (გაცემის თარიღი 13.10.2011), №N172 (გაცემის თარიღი 16.12.2011), №N129 (გაცემის თარიღი 06.11.2009).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს: №N2 (გაცემის თარიღი 16.03.2012), №N3 (გაცემის თარიღი 16.03.2012), №N90 (გაცემის თარიღი 10.11.2012), №N213 (გაცემის თარიღი 08.01.2015), №N224 (გაცემის თარიღი 02.04.2015).

 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ახალი ქსელების“ მიერ 2015 წლის 11 მაისის №2/2/284 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2842-15. 14.05.2015) კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- ინფორმაცია შპს “ახალი ქსელების“ საქმიანობის სახეებისა და სარეგისტრაციო მონაცემების  შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ახალი ქსელების“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს“ახალი ქსელების“ აბონენტების რაოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია წილის შემძენი პირის (ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების) აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორები არიან: ავთანდილ იაშვილი (წილის 33,177%-ის მფლობელი); ვახტანგი ამაშუკელი (წილის 0,64%-ის მფლობელი); ნაირა კვესელავა (წილის 1,6%-ის მფლობელი); ლილი სუხიტაშვილი (წილის 4,16%-ის მფლობელი); თეიმურაზ ღოღობერიძე (წილის 0,25%-ის მფლობელი); მარინა იაშვილი (წილის 0,25%-ის მფლობელი); შპს „სისტემ ნეტ“ (წილის 10%-ის მფლობელი); შპს „მეკავშირე-97“ (წილის 3,685 %-ის მფლობელი); „ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“ (წილის 46,238%-ის მფლობელი).

შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორის, „ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის კუთვნილი წილის (შპს „ახალი ქსელების“ წილის 46,238%) სრულად შეძენის მსურველია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“. “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის აქციების (1 აშშ დოლარის ღირებულების ერთი (1) რეგისტრირებული აქცია) მფლობელია ფრიდონ ინჯია (პასპორტის № 11AA00496 გაცემული 31.12.2012).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 5 ივნისის №10/3676-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს შპს „ახტელის“ 100%-იანი წილის მფლობელს. ფიზიკური პირი ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპს „ბოლნისის ახალი ქსელების“ 30%-იანი წილის მფლობელს; შპს „ივერია ქსელის“ 38,3%-იანი წილის მფლობელს, შპს „სისტემ ნეტის“ 15,32%-იანი წილის მფლობელს და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ 25,3%-იანი წილის მფლობელს. შპს „ახალი ქსელების“ დირექტორია ნანა შარაშენიძე, რომელიც ასევე არის შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი.

შპს „ახალი ქსელების“ №2/2/224 11.05.2015 წერილის თანახმად, ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრები ავტორიზებულ პირებში ფლობენ შემდეგ წილებს:

ილია ინჯია - ფლობს შპს „სისტემნეტში“ წილის 21,565%-ს; შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია „GTC“-ში წილის 25%-ს, შპს „ტელერადიოკომპანია ევრიკაში“ წილის 100%-ს;

ხათუნა ინჯია - ფლობს შპს „სისტემნეტში“ წილის 5,714%-ს;

ლალი რუხაია - ფლობს შპს „სისტემნეტში“ წილის 4,149%-ს.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 20 ივლისის №10/4937-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ახალი ქსელების“ შემოსავლებმა ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებიდან 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგინა:

თბილისი - 6,557,696 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 126,018 ლარი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 31,807 ლარი;

ქალაქი ქუთაისი - 4,817,223 ლარი;

ქალაქი ფოთი -  1,300,618 ლარი;

 

შესაბამისად, კომპანიების მიერ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “ახალი ქსელების“  შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა:

თბილისი - 12,1%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 16,9%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 41,36;

ქალაქი ქუთაისი - 75%;

ქალაქი ფოთი -  5,33%;

 

შპს „ახალი ქსელების“ საცალო ფიქსირებული სატელეფონო აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

თბილისი - 60,091 აბონენტი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 1,530 აბონენტი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 445 აბონენტი;

ქალაქი ქუთაისი - 36,022 აბონენტი;

ქალაქი ფოთი -  743 აბონენტი;

 

შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ საცალო ფიქსირებული სატელეფონო აბონენტების ხვედრითმა წილმა 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

თბილისი - 16,24%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 21,19%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 50,68%;

ქალაქი ქუთაისი - 70,37%;

ქალაქი ფოთი -  7,92%;

 

შპს „ახალი ქსელების“ შემოსავლებმა საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა:

თბილისი - 4,131,695 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 330,366 ლარი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 102,339 ლარი;

ქალაქი ქუთაისი - 5,438,355 ლარი;

ქალაქი ფოთი -  426,336 ლარი;

გორის მუნიციპალიტეტი - 789 545 ლარი;

მცხეთის მუნიციპალიტეტი - 22,312 ლარი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 3,975 ლარი;

კასპის მუნიციპალიტეტი - 32 773 ლარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 390,311 ლარი;

 

შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა:

თბილისი - 2,6%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 20,7%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 18,6;

ქალაქი ქუთაისი - 57,5%;

ქალაქი ფოთი - 16,2% ;

გორის მუნიციპალიტეტი - 19,9%;

მცხეთის მუნიციპალიტეტი - 1,6%;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 0,3%;

კასპის მუნიციპალიტეტი - 3,8%;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 10%;

 

შპს „ახალი ქსელების“ საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

თბილისი - 13,559 აბონენტი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 1,298 აბონენტი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 422 აბონენტი;

ქალაქი ქუთაისი - 20,778 აბონენტი;

ქალაქი ფოთი -  1,820 აბონენტი;

გორის მუნიციპალიტეტი - 4,053 აბონენტი;

მცხეთის მუნიციპალიტეტი - 97 აბონენტი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 3,975 ლარი;

კასპის მუნიციპალიტეტი - 92 აბონენტი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 880 აბონენტი;

შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ საცალო ინტერნეტ აბონენტების ხვედრითმა წილმა 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

თბილისი - 4,4%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 23,3%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 46,8%;;

ქალაქი ქუთაისი - 63,6%;

ქალაქი ფოთი - 20,4%;

გორის მუნიციპალიტეტი - 28,3%;

მცხეთის მუნიციპალიტეტი - 2,2%;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 0,3%;

კასპის მუნიციპალიტეტი - 2,9%;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 7,4%;

შპს „ახალი ქსელების“ შემოსავლებმა მაუწყებლობის ტრანზიტიდან 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა:

თბილისი - 17,610 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 7,935 ლარი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 1,078 ლარი;

ქალაქი ქუთაისი - 9,954 ლარი;

ქალაქი ფოთი -  6,270 ლარი;

შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ მიერ  მაუწყებლობის ტრანზიტიდან  მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა:

თბილისი - 0,04%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 1,49%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 1%;

ქალაქი ქუთაისი - 0,28%;

ქალაქი ფოთი -  1,16%;

შპს „ახალი ქსელების“ მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

თბილისი - 140 აბონენტი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 51 აბონენტი;

ქალაქი ქუთაისი - 19 აბონენტი;

ქალაქი ფოთი -  56 აბონენტი;

შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების ხვედრითმა წილმა 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა:

თბილისი - 0,05%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 1,25%;

ქალაქი ქუთაისი - 0,14%;

ქალაქი ფოთი -  1,24%;

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია “ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის კუთვნილი შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, კომპანია “ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის კუთვნილი შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ  შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე  შესვლისას.  

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს კომპანია “ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის კუთვნილი შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს “ახალ ქსელებს“, კომპანია “ALFASYSTEM TRANSIT CORPORATION“-ის კუთვნილი შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის კომპანია “INFOSYSTEM IMPEX CORPORATION“-ის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ახალი ქსელებისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

           კომისიის თავმჯდომარე                       ვახტანგ აბაშიძე

 

         კომისიის წევრი                                        გიორგი ფრუიძე

          კომისიის წევრი                                          მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები