წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 502 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2015 17:31

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  კომისიას მიმართა განცხადებით (№1011-შს, 19.08.2015), სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი თანმხლებ პირებთან ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალური მდივნის პირადი დაცვის თანამშრომლებს შორის რადიოკავშირის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს რადიოსიხშირეების მინიჭებას.

       კომისია   აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  არაავტორიზებად პირებს კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის; ვინაიდან, ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის  ვიზიტთან დაკავშირებით, გენერალური მდივნის პირადი დაცვის თანამშრომლებს შორის რადიოკავშირის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებელს მოთხოვნილი სიხშირე მიენიჭოს შეთანხმებული და ამ გადაწყეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული  ნაკლები  ვადით.

      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებას    მიკუთვნებულ  ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი    წესების  29-ე   მუხლის შესაბამისად,   კომისიამ, კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად           

გადაწყვიტა: 

1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიხშირე დანართში №1 (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ამავე დანართში განსაზღვრული ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  სახელმწიფო საიდუმლოდ (გრიფი: „შეზღუდული სარგებლობისთვის“) იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1;

3. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)   1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის  თავმჯდომარე        ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                         გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                      მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები