”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2015 16:11
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2015
”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის VI და IX თავების შესაბამისად, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 6 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ, 05.07.2006 N 90, მუხლი 121) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში დამატებების შეტანის მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება და გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღეში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებს ერთობლივად დეპარტამენტს (ს. შავგულიძე; თ. ტყეშელაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
