წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის კუთვნილი შპს „გლობალკომის“ წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ მალხაზ ედიშერაშვილის კუთვნილი შპს „გლობალკომის“ წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 513 / 11

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2015 18:44

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2015

ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის კუთვნილი შპს  „გლობალკომი წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ  მალხაზ ედიშერაშვილის კუთვნილი შპს  „გლობალკომის“ წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 3 აგვისტოს წერილით =3-1/32-2015 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5476-15 03.08.2015) მიმართა შპს "გლობალკომმა" (ს/კ 218081126), ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის (პ/ნ 59001008939) კუთვნილი შპს "გლობალკომის“ წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ მალხაზ ედიშერაშვილის (პ/ნ 59001015023) კუთვნილი შპს "გლობალკომის“ წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის (პ/ნ 01013016581) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გლობალკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

A.F.1.2 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.1.5 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

A.F.3.2 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ინტერნეტ მომსახურება

B.F.2.3 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.2.6 WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გლობალკომის“ მიერ 2015 წლის 3 აგვისტოს  =3-01/32-2015 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5476-15 03.08.2015) და =03-02/32-2015 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5477-15 03.08.2015) წერილებით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

 

 

 

 

 

 

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია შპს "გლობალკომის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს "გლობალკომის“  65% წილის შეძენის მსურველის ბესარიონ ომაძის (პ/ნ 01013016581) აფილირებულობის შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან;

- შპს "გლობალკომის“ პარტნიორების თანხმობა წილების დათმობის შესახებ.

 წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “გლობალკომის“ დამფუძნებელი ფიზიკური პირები: ზურაბ მიქაძე (პ/ნ 59001008939) წილის 35%-ის  მფლობელი და მალხაზ ედიშერაშვილი (პ/ნ 59001015023) წილის 30%-ის მფლობელი, თავის კუთვნილ წილებს სრულად ასხვისებენ ფიზიკურ პირ - ბესარიონ ომაძეზე (პ/ნ 01013016581).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 7 აგვისტოს №შ-10/5648-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “გლობალკომის“, შპს “გლობალკომის“ დირექტორის დავით შატაკიშვილის და წილის 65% შეძენის მსურველის ბესარიონ ომაძეს აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5900-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს "გლობალკომი" ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, შპს "გლობალკომის" მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგინა  სულ 628 957 ლარი. მათ შორის:

გორის მუნიციპალიტეტში  - 573 713 ლარი;

კასპის მუნიციპალიტეტში - 55 142 ლარი;

ქარელის მუნიციპალიტეტში -  102 ლარი.  

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სულ შეადგინა 2338 აბონენტი. მათ შორის:

გორის მუნიციპალიტეტში  - 2 102 აბონენტი;

კასპის მუნიციპალიტეტში - 235 აბონენტი;

ქარელის მუნიციპალიტეტში -  1 აბონენტი. 

 შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს "გლობალკომის" შემოსავლების ხვედრითმა წილმა გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 13,52%,  კასპის  მუნიციპალიტეტში შეადგინა 6,05%, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,01%.

2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ინტერნეტ მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში შპს "გლობალკომის" აბონენტთა ხვედრითმა წილმა გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 14,55%,  კასპის  მუნიციპალიტეტში შეადგინა 7,36%, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,05%

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის (პ/ნ 59001008939) კუთვნილი შპს "გლობალკომის“ წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ მალხაზ ედიშერაშვილის (პ/ნ 59001015023) კუთვნილი შპს "გლობალკომის“ წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის (პ/ნ 01013016581) მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის (პ/ნ 59001008939) კუთვნილი შპს  "გლობალკომის“ წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ  მალხაზ ედიშერაშვილის (პ/ნ 59001015023) კუთვნილი შპს "გლობალკომის“ წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის (პ/ნ 01013016581) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს "გლობალკომს", ფიზიკურ პირ ზურაბ მიქაძის (პ/ნ 59001008939) კუთვნილი შპს  "გლობალკომის“  წილის 35%-ის და ფიზიკურ პირ  მალხაზ ედიშერაშვილის (პ/ნ 59001015023) კუთვნილი შპს  "გლობალკომის“   წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ბესარიონ ომაძის (პ/ნ 01013016581) მიერ შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

4.დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შპს "გლობალკომისათვის" გაგზავნა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

     კომისიის თავმჯდომარე                    ვახტანგ აბაშიძე  

     კომისიის წევრი                                    გიორგი ფრუიძე 

     კომისიის წევრი                                    მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები