წვდომის მენიუ

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მომსახურების შესყიდვის თაობაზე

ნომერი: 515 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 18:08

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2015

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მომსახურების შესყიდვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (ვებგვერდი, 15/06/2015 სარეგისტრაციო კოდი N045014000.05.001.017777), რომლის შესაბამისადაც, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას, ხოლო სამაუწყებლო სფეროში კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის რეჟიმი შენარჩუნებულ იქნა რადიომაუწყებლობისთვის. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ კომისია ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის საფუძველზეც მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა.

კომისია აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწვეტილებით კომისიის მიერ დამტკიცებულ იქნა ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები, რომლებიც, ამავე გადაწყვეტილების მე–9 პუნქტის შესაბამისად ძალაშია 2015 წლის 05 ნოემბრამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით და მე-4 მუხლით გათვალისწინებული კომისიის ფუნქციებისა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიაში არსებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიის წევრებისა და აპარატის  თანამონაწილეობით მომზადდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შეძენის თაობაზე სატენდერო წინადადების პროექტი და შესათანხმებლად წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს. სატენდერო წინადადების შესწავლისა და ანალიზის შედეგად, კვლევით ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციებისა და აღნიშნული ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების  შესყიდვის საწყისს ფასად უნდა განისაზღვროს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი. ვინაიდან შესასყიდი მომსახურების ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, მაუწყებლობის სფეროში  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავებისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის მიზნით კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან ერთად, განხორციელდეს სოციოლოგიური კვლევა და შესწავლილ იქნას ტელესამაუწყებლო ბაზარიც, კერძოდ კვლევის შედეგებით გამოიკვეთოს თუ რომელი პლატფორმებითა და რა ტექნიკური საშუალებებით უყურებს ქვეყნის მოსახელობა ტელევიზიას.

საზოგადოებრივ აზრის კვლევაში ასახული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

1)            რა თემატიკის გადაცემებს ენიჭება უპირატესობა რადიოს მოსმენის დროს;

2)            რა თემატიკის გადაცემების დეფიციტს განიცდის ქართული რადიოსადგურები;

3)            რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიო სივრცეში: სათემო, სპეციალიზებული თუ საერთო რადიომაუწყებლობის. სპეციალუზებულის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკონკრეტება თუ რა თემატიკის სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის დამატების საჭიროება არსებობს.

სოციოლოგიურ კვლევაში ასახული უნდა იყოს:

1)            რომელი პლატფრომებით და რა ტექნიკური საშუალებებით უყურებს ქვეყნის მოსახლეობა ტელევიზიას (საეთერო, კაბელი, თანამგზავრი, ინტერნეტი. ტელევიზიის კაბელით ყურების შემთხვევაში დასაზუსტებელია, თუ რომელი ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მეშვეობით უყურებს მომხმარებელი ტელევიზიას და თანამგზავრით ყურების შემთხვევაში დასაზუსტებელია თანამგზავრის დასახელება).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

:

1. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით და ამ მიზნით დამტკიცდეს სატენდერო წინადადება (დანართი N1);

2. დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიას:

ა) მომსახურების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდეს 2015 წლის 07 სექტემბერს, კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ბ) აღნიშნული ტენდერის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

3. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების  შესყიდვის საწყისს ფასად  განისაზღვროს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს (გ. ფრუიძეს).

კომისიის თავმჯდომარე                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                 მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები