წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 516 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2015 11:15

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2015

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 24 ივლისის N10/5179-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ კომისიაში 2014 წლის სექტემბრიდან არაა  წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების განრიგი (სამაუწყებლო ბადე), რისი ვალდებულებაც მას გააჩნია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქრთველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 24 ივლისის №10/5179-15 სამსახურებრივი ბარათის და კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N428/22 გადაწყვეტილების („შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“) საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 10 აგვისტოს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 20 აგვისტოს, რის შესახებ  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ 2015 წლის 10 აგვისტოს გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება (გზავნილის კოდი:040026754849)  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 19 აგვისტოს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: 19.08.2015; N6/6009-15) რომლის შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო ბადის კომისიაში წარმოდგენა მათი ვალდებულებაა, შესაბამისად, კომპანია ყოველკვირეულად აგზავნიდა პროგრამულ ბადეს კომისიასთან შეთანხმებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (tvschedule@gncc.ge), ხოლო მას შემდეგ, რაც მათვის ცნობილი გახდა სხდომაზე დაყენებული საკითხის თაობაზე, კერძოდ იმის შესახებ, რომ მათ მიერ გადმოგზავნილი სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ იძებნებოდა, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ შეცვალა ელექტრონული ფოსტის მისამართი და ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადის გადმოგზავნა დაიწყო შემდეგ მისამართზე: post@gncc.ge.

 კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა, ასევე იგი კომისიისადმი მოწერილ წერილში არ დაეთანხმა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღწერილ გარემოებას და აღნიშნა, რომ ყოველკვირეულად აგზავნიდა სამაუწყებლო ბადეს, კომისიამ საკითხის განხილვა დამატებითი შესწავლის მიზნით გადადო 2015 წლის 27 აგვისტოს, 16:00 საათისათვის. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ეცნობათ კომისიის სხდომაზე,  კანონით დადგენილი წესით.

2015 წლის 25 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების 2015 წლის 25 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი N10/6242-15, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების მიერ გადამოწმებულ იქნა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2015 წლის 19 აგვისტოს განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის: 19.08.2015; N6/6009-15) აღნიშნული საკითხი სამაუწყებლო ბადის კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: tvschedule@gncc.ge გადმოგზავნასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ არ ყოფილა გამოგზავნილი მომდევნო კვირის  სამაუწყებლო პროგრამების განრიგი არც ერთხელ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც კვლავ არ ესწრებოდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით.  კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე-რადიო თრიალეთის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015  წლის 24 ივლისის  №10/51799 -15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N428/22 გადაწყვეტილება „შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“;
  3.  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ 2015 წლის 10  აგვისტოს გაგზავნილი შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026754849);
  4. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ მონაცემები;
  5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი N10/6242-15.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“  წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს, რომელიც 2015 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს საერთო ტელემაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; 

2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“  2014 წლის სექტრემბრის თვის შემდგომ კომისიაში არ წარმოუდგენია სამაუწყებლო ბადე, პროგრამების დასახელების და მოკლე ანოტაციის მითითებით, რისი ყოველკვირეულად კომისიაში წარმოდგენაც, მას, როგორც ავტორიზებულ მაუწყებელს ევლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მულხის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად;

3.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო   დ) ქვეპუნატის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
  3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობით, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451მუხლის მე-10 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი ფორმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ)  ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და დ) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მიეცეს გაფრთხილება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ავტორიზებული პირისათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

            კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები