წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 518 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2015 17:39

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015წლის

 №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 01 სექტემბრის №63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 01 სექტემბრის №63 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №63 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                       2015  წლის 01 სექტემბერი, 16:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი –  ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „სუფსა ტექნოკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს „CTV ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს „მედია-კონტენტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. ა(ა)იპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეტრისა და კონოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „ინფოტელკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს „TECHNOMAX LLP“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  10. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები