საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2015 13:01
მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №362/2, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-2 გვერდზე, მე-3 პუნქტში მითითებული ცხრილის მე-8 სტრიქონში, ასევე გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხრილის 36-ე სტრიქონში მითითებული ციფრების ”522”-ის ნაცვლად უნდა იყოს ”474” .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-2 გვერდზე, მე-3 პუნქტში მითითებული ცხრილის მე-8 სტრიქონში, ასევე გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხრილის 36-ე სტრიქონში მითითებული ციფრების ”522”-ის ნაცვლად ჩაიწეროს ციფრები ”474” .
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
