წვდომის მენიუ

ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 523 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2015 17:11

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2015

ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

2015 წლის 10 აგვისტოს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5722-15; 10.08.2015), საიდანაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (კომისიის წერილი №05/1503-15), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, 2015 წლის 14 აგვისტოს №10/5544-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 14 აგვისტოს  №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია 2014 წლის მარტის შემდეგ და გაანგარიშების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5722-15  მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 21 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№03/1784-15; 21.08.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ააიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ ჩაბარდა 2015 წლის 24 აგვისტოს(გზავნილის კოდი: 040026753661).

კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გ.ფხაკაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ  ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა სასწავლო სტუდიის მოწყობის მიზნით, კერძოდ, სასწავლო პროექტის ,,სტუდენტური ინტერნეტ ტელევიზიის“ განხორციელების მიზნით, რაც ფინანსური სახსრების დეფიციტის გამო ვერ მოხერხდა. მან განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №367 დადგენილებით ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. დამატებით აღნიშნა, რომ სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ კომისიას მიმართა ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №367 დადგენილება ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851028) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“;
  2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 15 იანვრის №04/13-121 წერილი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“;
  3. სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“  2015 წლის 6 აგვისტოს №618/01-17 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი:; №შ-7/5621-15; 6.08.15.) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;
  4. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“  შესახებ მონაცემები;
  5. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათები (№შ-10/5722-15, 10.08.2015; №შ-10/5892-15, 17.08.2015);
  6. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1503-15 წერილი და ამ წერილის  სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026750336; ჩაბარების თარიღი: 24.07.2015);

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ 2012 წლის 22 ნოემბერს გაიარა ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: სტუდენტური ინტერნეტ ტელევიზია). შესაბამისად, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2. ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1503-15 წერილით ეცნობა, რომ კომისიის 2011 წლის 25 №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს და ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ გადაწყვეტილების დანართ №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პერიოდულობით. ამავე წერილით ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ამასთან, განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო მაუწყებლის მიერ არასწორი და არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მას ასევე განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თაობაზე, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს. ამავე წერილით ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ ასევე ეცნობა ინფორმაციის დაზუსტებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით კომისიაში საკონტაქტო პირის შესახებ. აღნიშნული წერილი ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ ჩაბარდა 2015 წლის 24 ივლისს;
  3. ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია: 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე (ააიპ-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნამდე)  ფორმა 1.1;  2014 წლის 1 იანვრიდან  2014 წლის 1 აპრილამდე (ააიპ-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნამდე)  ფორმა 1.2; 1.3; 1.5 და 1.6, ხოლო რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში წარმოდგენილი აქვს  2014 წლის 1 აპრილამდე;
  4. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №367 დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028) გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ამავე დადგენილებით: სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ჩაითვალა ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028)  სამართალმემკვიდრედ; სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლად განისაზღვრა სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ ეთხოვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება 2014 წლის 1 აპრილიდან;
  5. სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“  წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსიც არ შეიძლება იყოს ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში;
  6. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 15 იანვარს წერილობითი (№04/13-121; 15.01.2015) მიმართვის საფუძველზე, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ მიერ გაუქმდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“  რეგისტრაცია;
  7. სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ კომისიას მიმართა (№618/01-17; 6.08.15) ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. ამასთან ის განმარტავს, რომ სტუდენტური ინტერნეტ ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური სახსრების დეფიციტის გამო პროექტი ,,სტუდენტური ინტერნეტ ტელევიზია ვერ განხორციელდა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების  მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი  არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო;
  2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ,  ადმინისტრაციული ორგანო არის  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
  3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე (ააიპ-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნამდე)   ფორმა 1.1-ის  და 2014 წლის 1 იანვრიდან  2014 წლის 1 აპრილამდე (ააიპ-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნამდე)  ფორმა 1.2-ის, 1.3-ის, 1.5-ის და 1.6-ის შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობით ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“  მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება. ვინაიდან ა(აიპ) ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 2014 წლის 1 აპრილიდან გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება იყოს მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ არ ახორციელებს მაუწყებლობას და კომისიას მიმართა ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე, კომისია მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“, როგორც ააიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამართალმემკვიდრეს, უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ, 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე (ააიპ-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნამდე)   ფორმა 1.1-ის  და 2014 წლის 1 იანვრიდან  2014 წლის 1 აპრილამდე (ააიპ-ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნამდე)  ფორმა 1.2-ის, 1.3-ის, 1.5-ის და 1.6-ის შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ კომისიას მიმართა (№618/01-17; 6.08.15) ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, კომისია საფუძველს მოკლებულია თავისი ინიციატივით დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ავტორიზაციის გაუქმებების  მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ა(ა)იპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ 10 სამუშაო დღის ვადაში 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  შევსება და კომისიაში წარმოდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის დაევალოს სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                             მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები