საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2015 10:58
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა, კომისიის 2015 წლის 03 სექტემბრის №64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-14 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2015 წლის 03 სექტემბრის №64 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1(ერთი) საკითხი: შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის კომპანია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- კომისიის 2015 წლის 03 სექტემბრის №64 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №64 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 03 სექტემბერი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „პრეზიდენტ პლაზა ინკისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ”მედგრუპ ჯორჯიას“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ”გოლეთასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს „არკადია ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ”09.TECH”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს “Batumi car tour”-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- ინდ. მეწარმე ”თეა გაბუევისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ აკაკი დევდარიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. რ.ქურდაძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- 13. შპს ”რადიო არტის” კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის კომპანია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
- ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. კ.ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
