წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 536 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2015 16:50

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 08 სექტემბრის №65 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

 1. კომისიის 2015 წლის 08 სექტემბრის №65 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №65 სხდომის დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი                                             2015  წლის 08 სექტემბერი, 16:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვლადიმერ ქუმსიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. ინდ.მეწარმე რობერტ მანველიანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N417/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები