საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2015 11:03
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2015
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის
№ 3/6432-15, 02.09.15), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდისთვის (“ARGO”) რადიოსადგურის ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს საზღვაო ხომალდს: “ARGO” ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1 |
ARGO |
პაველ ვოლოდინ |
4LPL2 |
213 258 000 |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6 ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
