საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N417/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და მის მოქმედ ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 11:04
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაშიცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N417/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და მის მოქმედ ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N417/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ), გ) და დ) ქვეპუნქტები;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N417/19 გადაწყვეტილების „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) საშტატო ერთეულების რაოდენობა – 125;
ვ) ხელფასის განაკვეთის საერთო ჯამი - 26.725.00 ლარი;
ზ) ხელფასის საერთო ჯამი - 53,725.00 ლარი.
3. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);
4. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2015 წლის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
