საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 11:10
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №67 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №67 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „ბი ემ ფის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
2. კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №67 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №67 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 10 სექტემბერი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს “ELIZ Company”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ტაიმისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის კომპანია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
- შპს „GS GROUP“–ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- ა(ა)იპ ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- მომხმარებელ ხ.სვანიძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ბი ემ ფის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ი.დეკანოსიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
