ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2015 10:53
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015
ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 21 აგვისტოს წერილით №შ-6/6182-15 მიმართა შპს „თრიალეთი-ნეტმა" (ს/კ 417882802), ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის (პ/ნ 43001002804) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას (პ/ნ 61001019250) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას (პ/ნ 29001009854) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის (პ/ნ 4900102246) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთი-ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ 2015 წლის 21 №შ-6/6182-15 წერილით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
|
- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - ინფორმაცია შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ; - ინფორმაცია შპს „თრიალეთი-ნეტის“ 100% წილის შეძენის მსურველის ნინო თოთაძის (პ/ნ 4900102246) აფილირებულობის შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან; - შპს „თრიალეთი-ნეტის“ პარტნიორების თანხმობა წილების დათმობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტის“ დამფუძნებელი ფიზიკური პირები: ჯონდო ნანეტაშვილი (პ/ნ 43001002804) წილის 50%-ის მფლობელი, ავთანდილ გვასალია (პ/ნ 61001019250) წილის 25%-ის მფლობელი და გიორგი გაგუა (პ/ნ 29001009854) წილის 25%-ის მფლობელი, თავის კუთვნილ წილებს სრულად ასხვისებენ ფიზიკურ პირ - ნინო თოთაძეზე (პ/ნ 4900102246). კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 10.09.2015წ. №შ-10/6616-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტის“ დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელია ჯონდო ნანეტაშვილი, შპს „თრიალეთი-ნეტის“ დირექტორი და წილის 25%-ისმფლობელია ავთანდილ გვასალია, შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის მფლობელია გიორგი გაგუა. შპს „თრიალეთი-ნეტის“ დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელი ჯონდო ნანეტაშვილი აგრეთვე არის შპს „ტელ-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელი. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ტელ-რადიო კომპანია თრიალეთის“ აფილირება, ხოლო ფიზიკური პირების: ავთანდილ გვასალიას, გიორგი გაგუას და ნინო თოთაძეს აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელ-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.T.1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევევ შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი B.T.1. მაუწყებლობის ტრანზიტი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს 2ტელ-რადიო კომპანია თრიალეთი“ (ს/კ 240885654), როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B56 და №B57 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: 1) მაუწყებლობის №B56 ლიცენზია ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. 2) მაუწყებლობის №B56 ლიცენზია ა)ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; ბ)ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 08.09.2015წ. №შ-10/6536-15 და 10.09.2015წ. №შ-10/6619-15 სამსახურებრივი ბარათებისს თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა სულ 95 035 ლარი. მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტში - 83 294 ლარი; ქარელის მუნიციპალიტეტში - 11 741 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სულ შეადგინა 476 აბონენტი. მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტში - 383 აბონენტი; ქარელის მუნიციპალიტეტში - 93 აბონენტი. შესაბამისად, 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში, ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს „თრიალეთი-ნეტის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 3,53%, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში შეადგინა 4,84%. 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ინტერნეტ მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში შპს „თრიალეთი-ნეტის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 2,54%, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში შეადგინა 4,44%. შპს „ტელ-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა სულ 470 586 ლარი, რაც მთლიან შემოსავლებში 0,31% შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის (პ/ნ 43001002804) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას (პ/ნ 61001019250) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას (პ/ნ 29001009854) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის (პ/ნ 4900102246) მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის (პ/ნ 43001002804) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას (პ/ნ 61001019250) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას (პ/ნ 29001009854) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის (პ/ნ 4900102246) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს „თრიალეთი-ნეტს“, ფიზიკურ პირ ჯონდო ნანეტაშვილის (პ/ნ 43001002804) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 50%-ის, ფიზიკურ პირ ავთანდილ გვასალიას (პ/ნ 61001019250) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი გაგუას (პ/ნ 29001009854) კუთვნილი შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნინო თოთაძის (პ/ნ 4900102246) მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან; 4.დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილებისშპს „თრიალეთი-ნეტსათვის“ გაგზავნა; 5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). |
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახა ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
