წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2015 წლის 16 ივნისის №351/19 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 556 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 12:00

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2015

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2015 წლის 16  ივნისის 351/19 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ  კომისიამ 2015 წლის 16 ივნისს მიიღო  №351/19 გადაწყვეტილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბერი.

კომისიას აღნიშნავს, რომ 1 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და ზეპირი მოსმენა გაგრძელდა 2015 წლის 15 სექტემბერს. აღნიშნულ სხომაზე წარმოდგენილი იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (დ.გოგიჩაიშვილი) ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ სს „სილქნეტის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომისიის 2015 წლის 24 ივნისის  N 8/1112-15  წერილით მოთხოვნილი საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების ტექნიკური მონაცემების შესახებ  ინფორმაცია გეოსაინფორმაციო სისტემის (GIS) ფორმატში; სხვა ავტორიზებული პირების მიერ კომისიის 2015 წლის 24 ივნისის  N 8/1112-15  წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილი იქნა.  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია სს „სილქნეტის“ 2015 წლის 14 სექტემბრის N 3910/05-8 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას საკანალიზაციო არხებისა და მასში გატარებული კაბელების აღრიცხვიანობა და მონაცემთა დამუშავება კომისიის მიერ მოთხოვნილ ფორმატში  არ უწარმოებია და აღნიშნულ ფორმატში ინფორმაციის დამუშავება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან,  ამიტომ  სს „სილქნეტი“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის  კომისიაში წარმოადგენას  შეძლებს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.  

კომისია აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით მომსახურების მიმღებ ავტორიზებულ პირებს საშუალება უნდა ჰქონდეთ აღნიშნული მომსახურება მიიღონ კონკურენტული პირობებით იმ გეოგრაფიულ საზღვრებშიც, სადაც ბაზარზე წარმოდგენილი არ არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები, შესაბამისად საჭიროა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენისას მოხდეს გეოგრაფიულ საზღვრების დაზუსტება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ გეოგრაფიულ საზღვრების დაზუსტებისათვის აუცილებელია სს „სილქნეტის“ მიერ კველევისათვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა  და წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტეში დარწმუნება. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2015 წლის 16 ივნისის N 351/19 გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გათვალისწინებული იყო 3 თვიანი ვადა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  კომისიის 2015 წლის 16 ივნისის  №351/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად  დაწყებული  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და ამავე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მას შემდეგ რაც სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ინფორმაცია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის 2015 წლის 16 ივნისის  №351/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად  კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაწყებული  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;

2. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების მიღებიდან  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე 

მოვალეობის შემსრულებელი                                         მ. ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                  ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                  გ. ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები