შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2015 18:08
მიღების თარიღი იანვარი 29, 2015 18:08
შპს „მობიტელისათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №730/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N663/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მობიტელი“.
ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, შპს „მობიტელს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 50, 782 605 (ორმოცდაათი მილიონ შვიდასოთხმოცდაორი ათას ექვსასხუთი) ლარის 30%-ის - 15,234,781.50 (თხუთმეტი მილიონ ორასოცდათოთხმეტი ათას შვიდასოთხმოცდაერთი და 50) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 4,836,438,60 (ოთხი მილიონ რვაასოცდათექვსმეტი ათას ოთხასოცდათვრამეტი და 60) ლარი ანუ - 10,398,342.90 (ათი მილიონ სამასოთხმოცდათვრამეტი ათას სამასორმოცდაორი და 90) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ 2015 წლის 28 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 10,398,342.90 (ათი მილიონ სამასოთხმოცდათვრამეტი ათას სამასორმოცდაორი და 90) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - №6/ 440-15).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 472 მუხლის მე-2 პუნქტის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა“ და კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №730/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს შპს „მობიტელს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №97 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 806 -816 მჰც და 847 -857 მჰც (სულ 20 (2x 10) მჰც);
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 1 თებერვლიდან - 2030 წლის 1 თებერვლამდე;
დ) ტექნიკური პირობები:
დ.ა) ტექნიკური პირობები FDD საბაზო სადგურებისათვის:
დ.ა.ა) ბლოკის შიგნით EIRP-ს (ექვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის - 64 დბმ/5 მჰც.
დ.ა.ბ) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
FDD აფლინკისათვის განკუთვნილი სიხშირეები (832 მჰც-დან 862 მჰც-მდე) |
-49.5 დბმ |
5 მჰც |
დ.ა.გ) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი სიხშირეებისათვის (791 მჰც-დან 821 მჰც-მდე)
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე ბლოკის ქვედა საზღვრიდან |
18 დბმ |
5 მჰც |
|
-5 მჰც-დან 0 მჰც-მდე ბლოკის ქვედა საზღვრიდან |
22 დბმ |
5 მჰც |
|
0 მჰც-დან +5 მჰც-მდე ბლოკის ზედა საზღვრიდან |
22 დბმ |
5 მჰც |
|
+5 მჰც-დან +10 მჰც-მდე ბლოკის ზედა საზღვრიდან |
18 დბმ |
5 მჰც |
|
FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი დანარჩენი სიხშირეებისათვის |
11 დბმ |
1 მჰც |
დ.ა.დ) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე), რომლებიც გამოყენებულია, როგორც დამცავი ზოლი (guard band)
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
790 მჰც-დან 791 მჰც-მდე |
17.4 დბმ |
1 მჰც |
|
821 მჰც-დან 832 მჰც-მდე |
15 დბმ |
1 მჰც |
დ.ა.ე) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები 790 მჰც-ს ქვემოთ მდებარე სიხშირეებისათვის
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
პირობა EIRP-ზე საბაზო სადგურის ბლოკის შიგნით, P დბმ/10მჰც |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
470 მჰც-დან 790 მჰც-მდე |
P≥59 |
0 დბმ |
8 მჰც |
|
36≤P |
(P-59) დბმ |
8 მჰც |
|
|
P |
-23 დბმ |
8 მჰც |
დ.ბ) ტექნიკური პირობები FDD ტერმინალური სადგურებისათვის: ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 23 დბმ.
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობებისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, შემდეგი პირობებით:
|
უზრუნველყოს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა დასახლებული პუნქტების რაოდენობის მინიმუმ: |
||
|
1. |
30%-ში |
2016 წლის 1თებერვლამდე |
|
2. |
50%-ში |
2017 წლის 1თებერვლამდე |
|
3. |
70% -ში |
2018 წლის 1თებერვლამდე |
|
4. |
90%-ში |
2020 წლის 1თებერვლამდე |
შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის;
ე.გ) უზრუნველყოს სტაბილურად ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება, კერძოდ, არა პიკის საათებში (როცა ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვა 60%–ზე ნაკლებია), წყვეტის გარეშე, ფიჭის საზღვარზე (Cell edge) მინიმუმ 2 მბტ/წმ „დაუნლინკ“ მომსახურების მიწოდების სიჩქარე, გაზომვების 95%-ის შემთხვევაში;
ე.დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაციისათვის განსაზღვრული პირობებისა და კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება;
ე.ე) კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია საბაზო სადგურების განთავსების ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატები), ანტენის დაკიდების სიმაღლის, ანტენის ტიპის, დახრის კუთხისა და მიმართულების (აზიმუტი), ასევე თითოეული გადამცემი სადგურის ფარგლებში გამოყენებული სიხშირული ზოლის შესახებ;
ე.ვ) ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომიჯნავე რადიოსიხშირული ბლოკით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელთან ერთად რადიოსიხშირული რესურსის კოორდინირებულად გამოყენება;
ე.ზ) 827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა;
2. შპს „მობიტელმა“ უზრუნველყოს №F97 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 35,547,823.50 (ოცდათხუთმეტი მილიონ ხუთასორმოცდაშვიდი ათას რვაასოცდასამი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402
|
გადახდის თარიღი |
ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა |
|
|
1 |
1/03/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
2 |
1/04/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
3 |
1/05/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
4 |
1/06/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
5 |
1/07/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
6 |
1/08/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
7 |
1/09/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
8 |
1/10/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
9 |
1/11/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
10 |
1/12/2015-მდე |
2,962,318.63 |
|
11 |
1/01/2016-მდე |
2,962,318.63 |
|
12 |
1/02/2016-მდე |
2,962,318.57 |
|
სულ |
35,547,823.50 |
3. შპს „მობიტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისათვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ.ნინუა).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდის 2015 წლის 1 თებერვლიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის (ს.შავგულიძე), საფინანსო (ი.აბულაძე) და ადმინისტრაციულ (ი. ხარებავა) დეპარტამენტებს;
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
