საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 14:16
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2015
საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.09.2015 №07/941) მიმართა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა” საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) – 116006 (ძალადობის მსხვეპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” ეს ნომერი ესაჭიროება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურებისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) გაიცემა კომისიის მიერ, მინიჭების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) -116006 ციფრების კომბინაციით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების მიზნით დაინტერესებულმა პირმა კომისიას უნდა მიმართოს განცხადებით, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდების ასლი და იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიმართულების აღწერა (მისია);
გ) საზოგადოებრივი მომსახურების იმ სფეროში საქმიანობის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელ სფეროშიც ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭებას ითხოვს;
დ) დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ, საქმიანობის ძირითადი მიმართულება (მისია), ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, მათ შორის ფონდის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები, ინფორმაცია დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. განცხადებას ასევე თანდართული აქვს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N146 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დებულება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 9 ივლისის N01/50716 წერილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) - 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 და მე-12 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების თაობაზე, კომისიის გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
- ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალური ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
