შპს ”რადიო არტის” კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 11:50
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2015
შპს ”რადიო არტის” კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5991-15) მიმართა შპს ”რადიო არტმა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203845054) და შპს ”არტ რადიომ” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404492205) შპს ”რადიო არტის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომპანიების მიერ კომისიაში წაროდგენილია ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შევსებული შესაბამისობის დეკლარაციები და შპს ”რადიო არტის” წესდების ასლი. ასევე შპს ”რადიო არტის” დამფუძნებელთა თანხმობა კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო არტი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2012 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ა.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ა.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ა.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა.ე.ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ა.ე.ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;
ა.ე.გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;
ა.ე.დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;
ა.ე.ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;
ა.ე.ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;
ა.ე.ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ლაგოდეხი;
ა.ე.თ) რადიო მაუწყებლობა 104,2 მგჰც სიხშირეზე 0.3 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ახალციხე;
ბ) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
ბ.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ბ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 97,5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”არტ რადიოს” დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ირაკლი შატბერაშვილი (პ/ნ 01017014207), ხოლო პარტნიორები საქართველოს მოქალაქე მამუკა ხაზარაძე (პ/ნ 01030001235) – 50% და ბობ მეიერი (პ/ნ 01008013371, ნიდერლანდები) – 50%. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ირაკლი შატბერაშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”არტ რადიო” მაუწყებლობის სფეროში არ ფლობს არანაირ ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”რადიო არტის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№შ-10/6306-15, 26.08.15წ.), შპს ”არტ რადიო” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”არტ რადიოს” პარტნიორები მამუკა ხაზარაძე და ბობ მეიერი ასევე წარმოადგენენ შპს ”რადიო არტის პარტნიორებს. შპს ”არტ რადიოს” და ფიზიკური პირების მამუკა ხაზარაძის, ბობ მეიერის და ირაკლი შატბერაშვილის აფილირება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა კომპანიებთან არ დგინდება. შესაბამისად, შპს ”რადიო არტის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა მამუკა ხაზარაძის და ბობ მეიერის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირის ბობ მეიერის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება, ხოლო ფიზიკური პირის მამუკა ხაზარაძის მიერ ბოლოს შევსებულია 2003 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე მამუკა ხაზარაძის და ბობ მეიერის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო არტის” დირექტორი ქეთევან ძებისაშვილი და შპს ”არტ რადიოს” იურისტი შოთა ჩავლეიშვილი. კომისიის სხდომაზე შპს ”არტ რადიოს” უფლებამოსილ წარმომადგენელს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. შპს ”არტ რადიოს” წარმომადგენელმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”არტ რადიო” და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ შპს ”არტ რადიოს” და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
შპს ”რადიო არტის” კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნა 2015 წლის 17 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩანიშნულ კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”რადიო არტის” დირექტორი ქეთევან ძებისაშვილი, შპს ”არტ რადიოს” დირექტორი ირაკლი შატბერაშვილი და იურისტი შოთა ჩავლეიშვილი. კომისიის სხდომაზე შპს ”არტ რადიოს” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შოთა ჩავლეიშვილმა დაადასტურა, რომ ყველა ფინანსურ ვალდებულებას, რაც გააჩნია შპს ”რადიო არტს” დაფარავს შპს ”არტ რადიო”.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო არტის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”რადიო არტის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”რადიო არტს” მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს ”რადიო არტს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”არტ რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს ”არტ რადიოს”, რომ შპს ”რადიო არტის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის შპს ”არტ რადიოსთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”არტ რადიოს” მიერ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო არტისთვის” და შპს ”არტ რადიოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
