წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 58 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2015 17:43

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 05 თებერვლის №07 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2015 წლის  05 თებერვლის №07 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№07 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2015  წლის 05 თებერვალი, 16:00 საათი

                      :

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს ”ქართული სალოკომოტივო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს ”რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს ”დაცვის სამსახურ მგლებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ ((მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს ”ჯი ეს მაგდუსისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს ”ტაქსიკომისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ ((მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს”ელესჯისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „გლობალ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხსირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“-განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. შპს „საქაერონავიგაციის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. „SITA AIRKOM”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13.     შპს „გლობალ სელისთვის” ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14.     შპს „ჯიმობაილისთვის” მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  15. შპს „რადიო იმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  16. შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  17. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  18. შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები