წვდომის მენიუ

შპს „Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 594 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2015 10:56

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2015

შპს „Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს საჯარო სხდომაზე, შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საკითხის განხილვისას (სხდომის ოქმი N59), კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შპს „Technomax LLP”-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ამ უკანასკნელის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ბოლო მომხმარებლების, აბონენეტებისთვის მიწოდების გამო. 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის (ი.ბაღაშვილი) მიერ ქ.თბილისში, მისამართზე იუნკერთა ქ. კორპ N1 შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი  №000236, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში დასამქებული უფლებამოსილი პირების მიერ, 2015 წლის 9 ივლისს ჩატარებული შემოწმების შედეგად და შპს „ახალი ქსელების“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლიანა ამაშუკელის მიერ კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „Technomax LLP” (OC397545) ახორციელებს აბონენტ უ.პეტრიაშვილისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებას 2015 წლის 9 ივლისიდან. კომისიის უწყებრვი რეესტრში არსებული მონაცემების შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შპს „Technomax LLP”-მ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ავტორიზაცია გაიარა კომისიაში 2015 წლის 17 ივლისს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების ჩატარების პერიოდში (2015 წლის 9 ივლისი) შპს „Technomax LLP” ავტორიზებად საქმიანობას ახორციელებდა ავტორიზაციის გარეშე. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი იოსებ ბაღაშვილი და მოწმეები დავით ცხოვრებაშვილი და ბიძინა ტაგანაშვილი. ოქმში აღნიშნულია, რომ შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელმა დ.ხაბაზიშვილმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში არ იქნებოდა 2015 წლის სექტემბრამდე და შესაბამისად უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2015 წლის 19 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა 2015 წლის 20 აგვისტოს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბერი 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2015 წლის 26 აგვისტოს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს „Technomax LLP”-ს (26.08.2015 N03/1825-15). შპს „Technomax LLP”-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „Technomax LLP”-ის წერილობითი შუამდგომლობა საკითხში გარკვევასა და პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით საკითხის განხილვის 2 კვირით გადადების თაობაზე. კომისიამ განიხილა შპს „Technomax LLP”-ს შუამდგომლობა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 17 სექტემბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით (07.09.2015 N03/1897-15) ეცნობა შპს „Technomax LLP”-ს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „Technomax LLP”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო სოსელია, რომელმაც აღნიშნა, რომ სამაუწყებლო არხების ტრანზიტს მოქალაქე უსუპ პეტრიაშვილთან ნამდვილად ახორციელებდა შპს „Technomax LLP”, ოღონდ ე.წ. „სატესტო რეჟიმში“, ვინაიდან კომპანია ამოწმებდა ტექნიკურად რაიმე სახის პრობლემა ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მომსახურების მიწოდების შემთხვევაში. როგორც შპს „ტექნომაქსის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, აღნიშნული ტესტირება ხორციელდებოდა შპს „ახტელის“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, შპს „Technomax LLP”-სა და შპს „ახტელს“ შორის გაფორმებული ხელშეკულების შესაბამისად,  შპს „Technomax LLP”-ს ტექნიკური პერსონალის მიერ, როგორც შპს „Technomax LLP” წარმომადგენელმა აღნიშნა, აღნიშნული თავის მხრივ არ გულისხმობდა უსუპ პექტრიაშვილისთვის ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებას, ვინაიდან კომპანია არ ახდევინებდა პოტენციურ აბონენტს მომსახურების საფასურის, შესაბამისად, სატესტო რეჟიმში განხორციელებული მომსახურება, რომელიც არ გულისხმობს ანაზღაურების საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, არ საჭიროებდა ავტორიზაციას გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ღ) პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების დეფინიციიდან, სადაც აღნიშნულია, რომ  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს. შესაბამისად, შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ არ არსებობოს შპს „Technomax LLP”  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირელი ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

შპს „Technomax LLP” წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია დღეის მდგომარეობით ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას და ჰყავს აბონენტები ქ.გორში. ამავე დროს, კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიას არ აქვს მუდმივი წარმომადენლობა საქართველოში და შესაბამისად ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“, რომლის შესაბამისადაც შპს „ახალი ქსელებს“ და შპს „ახტელს“ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შპს „Technomax LLP”-ს სახელით და მის მიერ დადგენილი ფორმითა და პირობებით გააფორმონ IPTV მომსახურების ხელშეკრულება აბონენტებთან. შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელმა კომისიის წევრების შეკითხვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ესაჭიროება დამატებითი დრო, მარწმუნებელთან საკითხის შესათანხმებლად ასევე შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად. შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე კომისიის წევრების მიერ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შპს „Technomax LLP”-სგან მოთხოვნილ იქნა რიგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ, ურთიერთშედარების აქტები შპს „Technomax LLP”-სა და შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის, ასევე შპს „Technomax LLP” და აბონენტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების თაობაზე, მათ შორის აბონენტების მისამართების და საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით, ამავე დროს ინფორმაცია თუ ვის ბალანსზეა ის მოწყობილობა, კერძოდ IPTV მოდემი, რომლის მეშვეობითაც უსუპ პეტრიაშვილს მიეწოდებოდა კონკრეტული სამაუწყებლო არხები. შპს „Technomax LLP”-სა და აბონენტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენაზე მზადყოფნა გამოთქვა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ დირექტორმა ქალბატონმა ნანა შარაშენიძემ, რომელიც ესწრებოდა კომისიის სხდომას, ხოლო შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას ესაჭიროებოდა გარკვეული დრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 1 ოქტომბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში:

ა) 2015 წლის 24 სექტემბერს შპს „ახალი ქსელების“ მიერ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7197-15) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „Technomax LLP” ხელშეკრულებები აბონენტებთან, საბილინგო ინფორმაცია შპს „Technomax LLP” აბონენტების მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ (მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს თვე), შპს „Technomax LLP”-სა და შპს „ახალი ქსელების“ მ/წლის ივლისი და აგვისტოს შედარების ოქმი; შპს „Technomax LLP”-სა და შპს „ახტელის“ მ/წლის ივლისის და აგვისტოს შედარების ოქმი;

ბ) 2015 წლის 28 სექტემბერს შპს „Technomax LLP”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის სოფიო როინიშვილის მიერ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7230-15) კომისიაში წარმოდენილ იქნა 2014 წლის 31 დეკემბრის დავალების ხელშეკრულება შპს „ახტელსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის, 2014 წლის 31 დეკემბერის დავალების ხელშეკრულება შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის, 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს ურთიერთშეთანხმების აქტები შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „Technomax LLP” შორის, 2015 წლის ივლისის და აგვისტოს ურთიერთშეთანხმების აქტები შპს „ახტელსა“ და შპს „Technomax LLP” შორის;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელი ნინო სოსელია, სხდომას ასევე ესწრებოდა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი, შპს „Technomax LLP”-სა და აბონენტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „Technomax LLP” კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე შესაბამისი ავტორიზაციის გავლამდე (2015 წლის 17 ივლისი) გაფორმებული ჰქონდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების გაწევის ხელშეკრულებები აბონენტებთან, ბოლო მომხმარებლებთან ქ.გორში, აღნიშნულს ადასტურებს კომისიაში შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი რიგი ხელშეკრულებები შპს „Technomax LLP”-სა და აბონენტებს შორის, კერძოდ მაგალითისთვის:

ა) ხელშეკრულება N466580 გაფორმებული 2015 წლის 9 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ნათია მაისურაძეს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით) პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ბ) ხელშეკრულება N466710 გაფორმებული 2015 წლის 13 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ესტატე კიკნაძეს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

გ) ხელშეკრულება N100 გაფორმებული 2015 წლის 13 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ემზარ ჩხიკვაძეს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

დ) ხელშეკრულება N3160351 გაფორმებული 2015 წლის 14 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ნინო გელაშვილს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ე) ხელშეკრულება N3160419 გაფორმებული 2015 წლის 14 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ბადრი მჭედლიშვილს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით) პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ვ) ხელშეკრულება N466773 გაფორმებული 2015 წლის 15 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ხვიჩა მაზმიშვილს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ) ხელშეკრულება N3161350 გაფორმებული 2015 წლის 16 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ზურაბ ბერაიას შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით) პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

კომისიის 2015 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე შპს „Technomax LLP” წარმომადგენელმა კვლავ აღნიშნა, რომ კომპანია კომისიაში ავტორიზაციის გავლამდე (2015 წლის 17 ივლისი) არ ახორციელებდა ანაზღაურებად საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს), სამაუწყებლო არხების მიწოდება ბოლო მომხმარებლისთვის ხორციელდებოდა მხოლოდ ე.წ. „სატესტო რეჟიმში“, იმისთვის რომ კომპანიას შეემოწმებინა როგორც ქსელის გამართულობა, ასევე სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების ხარისხი,  აღნიშნული „სატესტო რეჟიმი“ ვერ განხორციელდებოდა მხოლოდ ერთ პოტენციურ აბონენტთან კერძოდ, მაგალითისთვის უსუპ პეტრიაშვილთან და სწორედ ამის გამო ქ.გორშიც ხორციელდებოდა მომსახურების მიწოდება ე.წ. „სატესტო რეჟიმში“, სწორედ ამის გამო იქნა გაფორმებული ხელშეკრულებები მომხმარებლებთან, თუმცა მომსახურების მიწოდება არ ხორციელდებოდა ანაზღაურებად საფუძველზე და მიუხედავად იმისა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობს „სატესტო რეჟიმის“ ცნებას, კანონის მე-2 მუხლის ღ) პუნქტი ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების დეფინიციას, სადაც აღნიშნულია, რომ  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს; შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ ახდევინებდა მომხმარებლებს საფასურს მომსახურებაში და შესაბამისად არ ახორციელებდა ანაზღაურებად საქმიანობას, შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ არ არსებობოს შპს „Technomax LLP”-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირელი ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. 

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000236 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების  შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიაში 2015 წლის 13 აგვისტოს საჯარო სხდომაზე, შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საკითხის განხილვისას[1] შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა ლიანა ამაშუკელმა აღნიშნა, რომ აბონენტი უსუპ პეტრიაშვილი წარმოადგენს შპს „ახტელის“ აბონენტს, რომელსაც N466146 ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება ინტერნეტ მომსახურება, რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, აღნიშნული სახის მომსახურებას უ.პეტრიაშვილს არც შპს „ახალი ქსელები“ და არც შპს „ახტელი“ არ უწევს, მან ასევე აღნიშნა, რომ  შპს „Technomax LLP”-ს შპს „ახტელი“ უწევს მათ ქსელთან დაშვების მომსახურებას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ბოლო მომხმარებლების, აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდება ხორციელდება არა შპს „ახტელის“ არამედ შპს „Technomax LLP”-ს მიერ და შესაბამისად, 2015 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ აბონენტ უ.პეტრიაშვილთან შემოწმების ჩატარებისას, მას მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას უწევდა სწორედ შპს „Technomax LLP”-ს.

2. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, შპს „Technomax LLP”-ს ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე გავლილი აქვს 2015 წლის 17 ივლისს, შესაბამისად კომისიაში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 9 ივლისს აბონენტ უ.პეტრიაშვილთან ჩატარებული შემოწმების დროისთვის შპს „Technomax LLP”-ი არ წარმოადგენდა ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და შესაბამისად, იგი მაუწყებლობის ტრანზიტის ბოლო მომხმარებლისთვის, აბონენტისთვის მიწოდებას ახორციელდებდა შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე;

3. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგნილ იქნა:

ა) დავალების ხელშეკრულებები (31.12.2014) შპს „ახტელსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის და შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის რომლის შესაბამისადაც, მარწმუნებელი (შპს „მალტისოფტი“) ავალებს „რწმუნებულს“ (შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“), რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს IPTV STB MAG 250 მოდემები IPTV აბონენტებს დროებით სარგებლობაში, რისთვისაც რწმუნებული იღებს ვალდებულებას მარწმუნებლის სახელით და მისი ხარჯით:

ა.ა) უსასყიდლოდ გადასცეს დროებით სარგებლობაში და დაუმონტაჟოს მარწმუნებლის კუთვნილი IPTV STB MAG 250 მოდემები IPTV აბონენტებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ა.ბ) IPTV აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ დადგენილ ფასად მიჰყიდოს აბონენტს მოდემი და მიღებული თანხა გადასცეს მარწმუნებელს სრულად;

ა.გ) გაუწიოს IPTV აბონენტს შემდგომი ტექნიკური და ფინანსური მომსახურება ამ ხელშეკრულებაზე, „მარწმუნებლის“ მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია;

შპს „Technomax LLP”-ს, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლების განმარტებით IPTV მოდემების ინსტრალაციას აბონენტებთან, თუ პოტენციურ აბონენტებთან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს სწორედ შპს „მალტისოფტი“.

ბ) მომსახურების ხელშეკრულება (01.04.2015) შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „Technomax LLP”-ს შორის და შპს „ახტელსა“ და შპს „Technomax LLP”-ს შორის რომლის შესაბამისადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომ კომპანიის (შპს „Technomax LLP”-ს) სახელითა და მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პირობებით შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“ გააფორმონ ხელშეკრულება აბონენტებთან.

გ) 2015 წლის ივლისის და აგვისტოს ურთიერთშედარების აქტები შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „Technomax LLP”-ს, ასევე შპს „ახტელსა“ და შპს „Technomax LLP”-ს შორის, რომელთა შესაბამისადაც, ივლისის თვეში, შპს „ახალი ქსელების“ შემთხვევაში მოქმედი აბონენტების რაოდენობას შეადგენს 115 აბონენტი, გააქტიურებული პაკეტების რაოდენობა 168, დარიცხული თანხა 1720, შპს „ახალი ქსელების“ წილი დარიცხული თანხიდან 45% - 774.08, სალდირებული ნაშთი შპს „Technomax LLP”-ს სასარგებლოდ 946.10, შპს „ახტელის“ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მონაცემები შეადგენს  - 0; აგვისტოს თვეში, შპს „ახალი ქსელების“ შემთხვევაში, მოქმედი აბონენტების რაოდენობას შეადგენს 123 აბონენტი, გააქტიურებული პაკეტების რაოდენობა 163, დარიცხული თანხა 2280.98, შპს „ახალი ქსელების“ წილი დარიცხული თანხიდან 45% - 1026.44, სალდირებული ნაშთიშპს „Technomax LLP”-ს სასარგებლოდ 1254.54, შპს „ახტელის“ შემთხვევაში, აგვისტოს თვეში მოქმედი აბონენტების რაოდენობას შეადგენს 76 აბონენტი, გააქტიურებული პაკეტების რაოდენობა 88, დარიცხული თანხა 638.98, შპს „ახტელის“ წილი დარიცხული თანხიდან 45% - 287.48, სალდირებული ნაშთი შპს „Technomax LLP”-ს სასარგებლოდ 351.36;

დ) საბილინგო ინფორმაცია შპს „Technomax LLP”-ს აბონენტების მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ (მიმდინარე წლის ივლისი და აგვისტოს თვე) რომელშიც ასახული ინფორმაცია შპს „ტექნომაქსის“ აბონენტებისთვის დარიცხული და მათ მიერ გადახდილი თანხების თაობაზე, კერძოდ, მაგალითისთვის: 

დ.ა) აბონენტ ნათია მაისურაძეს დარიცხული აქვს 7.1 ლარი და გადახდილი UCC-ს მეშვეობით 23.00 ლარი (გადახდის თარიღი 09.07.2015 12:13:41 PM);

დ.ბ) აბონენტ ემზად ჩხიკვაძეს დარიცხული აქვს 5.81 ლარი და გადახდილი TBC PAY-ს მეშვეობით 30.5 ლარი (გადახდის თარიღი 13.07.2015 10:10:12 PM);

დ.გ) აბონენტ ნინო გელაშვილს დარიცხული აქვს 62.90 ლარი და გადახდილი NOVA-ს მეშვეობით 66 ლარი (გადახდის თარიღი 15.07.2015 11:59:25 PM);

დ.დ) აბონენტ ბადრი მჭედლიშვილს დარიცხული აქვს 55.16 ლარი და გადახდილი  BOG-ის მეშვეობით 161 ლარი (გადახდის თარიღი 15.07.2015 12:01:01 PM);

დ.ე) აბონენტ ხვიჩა მაზმიშვილს დარიხული აქვს 55.16 ლარი და გადახდილი NOVA-ს მეშვეობით 164 ლარი (გადახდის თარიღი 15.07.2015 12:37:01 PM);

ე) შპს „ტექნომაქსსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს შედარების აქტები;

ვ) შპს „ახტელსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის 2015 წლის ივლისის და აგვისტოს ურთიერთშეთანხმების აქტი;

ზ) შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „Technomax LLP”-ს  და აბონენტებს შორის IPTV ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები (189 ეგზ.), მათ შორის აბონენტებთან გაფორმებული რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც დათარიღებულია 2015 წლის 17 ივლისამდე პერიოდით, კერძოდ:

ზ.ა) ხელშეკრულება N466580 გაფორმებული 2015 წლის 9 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ნათია მაისურაძეს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ.ბ) ხელშეკრულება N466710 გაფორმებული 2015 წლის 13 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ესტატე კიკნაძეს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ.გ) ხელშეკრულება N100 გაფორმებული 2015 წლის 13 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ემზარ ჩხიკაძეს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ.დ) ხელშეკრულება N3160351 გაფორმებული 2015 წლის 14 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ნინო გელაშვილს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ.ე) ხელშეკრულება N3160419 გაფორმებული 2015 წლის 14 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ბადრი მჭედლიშვილს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ.ვ) ხელშეკრულება N466773 გაფორმებული 2015 წლის 15 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ხვიჩა მაზმიშვილს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ.ზ) ხელშეკრულება N3161350 გაფორმებული 2015 წლის 16 ივლისს შპს „ტექნომაქსსა“ და მომხმარებელ ზურაბ ბერაიას შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

 თ) საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცეში გამოკვლეული ფაქტობრივი გარმოებების შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობა ხორციელდება  ამ საქმიანობის ავტორიზაციის   საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არის კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიწოდების  განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით, ამავე მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი  სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი);

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ანახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაცი ო მომსახურების მიწოდებას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ო) პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის, ხოლო ა) პუნქტის შესაბამისად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე  მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Technomax LLP”-ს 2015 წლის 9 ივლისს, ახორციელდებდა ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას აღნიშნულ მომსახურებაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე (შპს „Technomax LLP”-ს მიერ კომისიაში ავტორიზაცია გავლილ იქნა მხოლოდ 2015 წლის 17 ივლისს), როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, კომპანია ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას, კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას 2015 წლის 17 ივლისამდე პერიოდში აწვდიდა არა მხოლოდ აბონენტ უსუპ პეტრიაშვილს ქ.თბილისში, არამედ ქ.გორშიც, არაერთ აბონენტს, აღნიშნული ასევე დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი „Technomax LLP”-სა და ბოლო მომხმარებლებს, აბონენტებს შორის გაფორმებული რიგი ხელშეკრულებებით, კერძოდ:

ა) ხელშეკრულება N466580 გაფორმებული 2015 წლის 9 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ნათია მაისურაძეს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ბ) ხელშეკრულება N466710 გაფორმებული 2015 წლის 13 ივლისს შპს „Technomax LLP”-ს და მომხმარებელ ესტატე კიკნაძეს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

გ) ხელშეკრულება N100 გაფორმებული 2015 წლის 13 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ემზარ ჩხიკაძეს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

დ) ხელშეკრულება N3160351 გაფორმებული 2015 წლის 14 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ნინო გელაშვილს შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ე) ხელშეკრულება N3160419 გაფორმებული 2015 წლის 14 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ბადრი მჭედლიშვილს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ვ) ხელშეკრულება N466773 გაფორმებული 2015 წლის 15 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ხვიჩა მაზმიშვილს შორის;ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

ზ) ხელშეკრულება N3161350 გაფორმებული 2015 წლის 16 ივლისს შპს „Technomax LLP”-სა და მომხმარებელ ზურაბ ბერაიას შორის; ხელშეკრულების დანართი N1 IPTV-ს პაკეტები და ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით პაკეტი „ძირითადი“ ინსტალაციის ღირებულება 50 (ორმოცდაათი ლარი) სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი; პაკეტი „სრული“ - ინსტალაციის ღირებულება 0 (ნული) ლარი, სააბონენტო გადასახადი 50 (ორმოცდაათი) ლარი; თემატური პაკეტი „კონო მუსიკა“-ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „შემეცნებითი-გასართობი-საბავშვო“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თხუთმეტი) ლარი; თემატური პაკეტი „საინფორმაციო-სპორტი-სხვადასხვა“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 15 (თქუთმეტი) ლარი; ტემატური პაკეტი „18+“ - ჩართვა უფასო, სააბონენტო გადასახადი 10 (ათი) ლარი;

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ კომპანია ე.წ „სატესტო რეჟიმში“ ახორციელდებდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტს და შესაბამისად, სატესტო რეჟიმში განხორციელებული მომსახურება, რომელიც არ გულისხმობს ანაზღაურების საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, არ საჭიროებდა ავტორიზაციას გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ღ) პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების დეფინიციიდან, სადაც აღნიშნულია, რომ  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის არ იცნობს ე.წ. „სატესტო რეჟიმში“ მომსახურების მიწოდების ცნებას (აღნიშნული ასევე დაადასტურა კომისიის სხდომაზე შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენელმა ნინო სოსელიამ), ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია ხორციელდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონულისაკომუნიკაციო  მომსახურებისმიწოდებაზე, კანონი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს განმატავს როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებულ ავტორიზებულ პირს, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც პირს განზრახული აქვს განახორციელოს საქმიანობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (შპს „Technomax LLP”-ს შემთხვევაში მაუწყებლობის ტრანზიტი) იგი ვალდებულია აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ კომისიაში შესაბამის საქმიანობაზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, რაც შპს „Technomax LLP”-ს არ განუხორციელებია, კერძოდ 2015 წლის 9 ივლისიდან 2015 წლის 17 ივლისამდე პერიოდში კომპანი ახორციელებდა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

კომისია ასევე ვერ გაიზიარებს შპს „Technomax LLP”-ს წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომპანია აბონენტებს არ ახდევინებდა მომსახურების საფასურის, გამომიდინარე იქიდან, რომ კომისიაში შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი საბილინგო ინფორმაციით დასტურდება, რომ შპს „Technomax LLP”-ს აბონენტებს 2015 წლის 17 ივლისამდე პერიოდში ერიცხებოდათ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების საფასური და ახორციელდებდნენ გადახდებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე, კერძოდ, მაგალითისთვის:

ა) აბონენტ ნათია მაისურაძეს, რომელთანაც შპს „Technomax LLP”-ს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება 2015 წლის 9 ივლისს,  დარიცხული აქვს 7.1 ლარი და გადახდილი UCC-ს მეშვეობით 23.00 ლარი (გადახდის თარიღი 09.07.2015 12:13:41 PM);

ბ) აბონენტ ემზად ჩხიკვაძეს რომელთანაც შპს „Technomax LLP”-ს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება 2015 წლის 13 ივლისს,  დარიცხული აქვს 5.81 ლარი და გადახდილი TBC PAY-ს მეშვეობით 30.5 ლარი (გადახდის თარიღი 13.07.2015 10:10:12 PM);

გ) აბონენტ ნინო გელაშვილს, რომელთანაც შპს „Technomax LLP”-ს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება 2015 წლის 14 ივლისს,   დარიცხული აქვს 62.90 ლარი და გადახდილი NOVA-ს მეშვეობით 66 ლარი (გადახდის თარიღი 15.07.2015 11:59:25 PM);

დ) აბონენტ ბადრი მჭედლიშვილს, რომელთანაც შპს „Technomax LLP”-ს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება 2015 წლის 14 ივლისს,  დარიცხული აქვს 55.16 ლარი და გადახდილი  BOG-ის მეშვეობით 161 ლარი (გადახდის თარიღი 15.07.2015 12:01:01 PM);

ე) აბონენტ ხვიჩა მაზმიშვილს, რომელთანაც შპს „Technomax LLP”-ს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება 2015 წლის 15 ივლისს,   დარიცხული აქვს 55.16 ლარი და გადახდილი NOVA-ს მეშვეობით 164 ლარი (გადახდის თარიღი 15.07.2015 12:37:01 PM);

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Technomax LLP”-ს მის მიერ ჩადენილი ქმედება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 5000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „Technomax LLP”-ს უნდა დაეკისროთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ შპს „Technomax LLP”-ს, როგორც 2015 წლის 17 ივლისიდან მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ, 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ არის წარმოდგენილი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „Technomax LLP” ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაევალოს, 5 დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში ბოლო მომხმარებლებისთვის, აბონენტებისთვის მიწოდებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაეკისროთ ჯარიმა შპს „Technomax LLP”-ს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის;

2. უზრუნველყოს შპს „Technomax LLP”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „Technomax LLP”-მ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. უზრუნველყოს შპს „Technomax LLP”-მ 5 დღის ვადაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში ბოლო მომხმარებლებისთვის, აბონენტებისთვის მიწოდებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Technomax LLP”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „Technomax LLP”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7.  გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალასი შესვლიდან 1 თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                კახი ბექაური    

კომისიის წევრი                                გიორგი ფრუიძე

                                                                                               

 



[1] 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ დაიწყო შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საკითხის განხილვა ამ უკანასკნელის მიერ  რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა კომისიაში დასამქებული უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 9 ივლისს შპს „ახალი ქსელების“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N9 თანდართული მასალებით. შემოწმება ჩატარებულ იქნა 2015 წლის 9 ივლისს, 18:00 საათზე ქ. თბილისში, მისამართზე: გუმათჰესის ქუჩა N20, ბინა N23, აბონენტთან უსუფ პეტრიაშვილთან;

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები