შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 15:50
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2015
შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2015 წლის 29 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის Nშ-10/5350-15 სამსახურბრივი ბარათი და ამავე დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 9 ივლისს შპს „ახალი ქსელების“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N9 თანდართული მასალებით (1 CD, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, შპს „ახალი ქსელების“ აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ასლი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, შპს „ახალი ქსელები“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: 1.„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი HD“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 3. „იმედი“, 4. „რუსთავი 2“, 5. „მაესტრო“, 6. „აჭარა“, 7. „ერთსულოვნება“, 8. „მარაო“, 9. „GDS“, 10. „TV 11“, 11. „აფხაზეთის ხმა HD“, 12. „ობიექტივი“, 13. „TV3“, 14. „TV 8 HD“, 15. „ტელეარხი 25“, 16. „ქვემო ქართლი“, 17. „თრიალეთი“, 18. „VIP TV“, 19. „დრო HD“, 20. „Saperavi tv“, 21. „Silk სპორტი 1“, 22. „Silk სპორტი 2“, 23. „Silk სპორტი 3“, 24. „ Silk სპორტი 4“, 25. „Silk -კონიჰოლივუდი“, 26. „Silk -კინოკლასიკა“, 27. „ Silk კინოკოლექცია“, 28. „RBK TV“, 29. „Russia today“, 30. „Россия 24“, 31. „МИР 24“, 32. „ВРЕМЯ“, 33. „МОСКВА 24“, 34. „BBC“, 35. „Euronews“, 36. „Al jazzira“, 37. „Bloomberg“, 38. „DW“, 39. „CCTV news“, 40. „CCTV 4“, 41. „1 МЕТЕО“, 42. „НТВ Киноплюс“, 43. „НТВ Киноклуб“, 44. „НТВ Премьера“, 45. „НТВ кинохит“, 46. „Наше Кино“, 47. „Наше Новое Кино“, 48. „НТВ НD Кино“, 49. „НТВ НD Кино2“, 50. „НТВ кинoсоюз“, 51. „НТВ +3D“, 52. „Fox“, 53. „Эгоист“, 54. „MGM“, 55. „TV 1000“, 56. „TV 1000 action“, 57. „TV 1000 ру.кино“, 58. „TV 1000 комеди HD“, 59. „TV 1000 мегахитHD“, 60. „TV 1000 премиум“, 61. „კომედი არხი“, 62. „ACM“, 63. „Амедия 1“, 64. „Амедия 2“, 65. „Амедия премиум HD“, 66. „Иллюзион+“, 67. „Русский иллюзион“, 68. „Еврокино“, 69. „XXI“, 70. „Fox Life“, 71. „Много ТВ“, 72. „Дом Кино“, 73. „Индия“, 74. „CBS Драма“, 75. „Discovery“, 76. „ Discovery HD“, 77. „ Discovery science“, 78. „Discovery World“, 79. „ID“, 80. „Nat GEO Wild“, 81 „Nat GEO Wild HD“, 82. „National geographic“, 83. „History“, 84. „Explorer“, 85. „Viasat Nature“, 86. „Viasat history HD“, 87. „Life HD“, 88. „24 Техно“, 89. „Моя Планета“, 90. „Da vinchi learning HD“, 91. „CBS Reality“, 92. „Outdoor“, 93. „Fine Living“, 94. „История“, 95. „Travel Cannel“, 96. „Телекафе“, 97. „Наука 2.0“, 98. „Россия К“, 99. „Звезда“, 100. „Союз“, 101. „Кухня ТВ“, 102. „Animal planet“, 103. „Animal planet HD“, 104. „Домашное животное“, 105. „Охота и Рыбалка“, 106. „Авто 24“, 107. „24 Док“, 108. „RTД“, 109. „Домашний“, 110. „Интересное ТВ“, 111. „Ocean tv“, 112. „НТВ наш футбол“, 113. „футбол 1“, 114. „футбол 2“, 115. „футбол 3“, 116. „НТВ спорт“, 117. „HTB Спорт Плюс“, 118. „HTB Баскетбол“, 119. „HTB Теннис“, 120. „KXL“, 121. „Eurosport“, 122. „Eurosport 2“, 123. „Eurosport HD“, 124. „Спорт“, 125. „Спорт 1“, 126. „Спорт 1 HD“, 127. „HD Спорт“, 128. „Viasat sport HD“, 129. „Rai sport 1“, 130. „Rai sport 2“, 131. „Exstreme sports“, 132. „Боец ТВ“, 133. „Бойцовский клуб“, 134. „Русский Экстрим“, 135. „Disney“, 136. „Cartoon network“, 137. „Nickelodeon“, 138. „Tiji“, 139. „Gulli“, 140. „jim jam“, 141. „Карусель“, 142. „Nick jr.“, 143. „MTV“, 144. „MTV hits“, 145. „MTV dance“, 146. „MTV rocks“, 147. „Europa plus TV“, 148. „VH 1“, 149. „classic 1“, 150. „MCM Top“, 151. „Music Box Ru“, 152. „ МУЗ ТВ“, 153. „RU TV“, 154. „Музыка“, 155. „Шансон ТВ“, 156. „Mezzo Live HD“, 157. „ТНТ comedy“, 158. „Комедия“, 159. „Paramount comedy“, 160. „Перец“, 161. „TLC“, 162. „CTC“, 163. „CTC International“, 164. „CTC Love“, 165. „S TV“, 166. „TV RUS“, 167. „Fashion tv“, 168. „World fashion“, 169. „Fashion television“, 170. „ORT“, 171. „Россия 1“, 172. „Россия 2“, 173. „РТР планета“, 174. „РЕН ТВ“, 175. „TV 3“(რუსული), 176. „HTB“, 177. „ТНТ“, 178. „ТНТ 2“, 179. „МИР ТВ“, 180. „5 канал“, 181. „TV 5 Monde“, 182. „CBC“, 183. „Кубань 24 орбита“, 184. „CNL“, 185. „24 TV“, 186. „телеканал СПАС“, 187. „8 канал“, 188. „Пятница“, 189. „NHK world“, 190. „France 24“, 191. „Inter Az“, 192. „Az tv“, 193. „7 Kazakhstan“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ახალ ქსელებს“ 2015 წლის 29 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია არც ერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (29.07.2015 N10/5350-15) საფუძველზე, კომისიაში, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 7 აგვისტოს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 13 აგვისტოს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ახალ ქსელებს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 031637-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენილი ლიანა ამაშუკელი, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ქ. თბილიში, გუმათჰესის ქ. N20. ბ 23 მცხოვრები უსუფ პეტრიაშვილი არ წარმოადგენს შპს „ახალი ქსელების“ აბონენტს. უსუფ პეტრიაშვილი, N466146 ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენს შპს „ახტელის“ ინტერნეტ აბონენტს, ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, აღნიშნული სახის მომსახურებას უ. პეტრიაშვილს არც შპს „ახალი ქსელები“ და არც შპს „ახტელი“ არ უწევს, უფრო მეტიც, შპს „ახალი ქსელებს“ ამ ადგილას ქსელი საერთოდ არ გააჩნია.
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიას გაფორმებული აქვს „მომსახურების მიწოდების“ თაობაზე ხელშეკრულება ავტორიზებულ პირ შპს „TECHNOMAX LLP”-თან, რომლის თანახმადაც, შპს „ახალი ქსელები“ უზრუნველყოფს შპს „TECHNOMAX LLP”-ს დაშვებას საკუთარ ოპტიკურ-ბოჩკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესუსრებთან და სიმძლავრეებთან, აგრეთვე, აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციების) დარიცხვას და ამოღებას. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ აბონენტებისათვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდება ხორციელდება არა შპს „ახალი ქსელების“ ან შპს „ახტელის“, არამედ შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ, თუმცა კომპანიას ჰყავს საკუთარი IPTV აბონენტებიც, რომლებსაც აწვდის 37 სამაუწყებლო არხს. შესაბამისად, 2015 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ აბონენტ უ. პეტრიაშვილთან შემოწმების ჩატარებისას, მას მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას უწევდა სწორედ შპს „TECHNOMAX LLP”. ლიანა ამაშუკელმა დამატებით აღნიშნა, რომ აბონენტ უსუფ პეტრიაშვილზე, შპს „ახალი ქსელების“ ბილინგში გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, თანხის დარიცხვა არ ხორციელდება, რადგან შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ მომსახურების მიწოდება ხორციელდება სატესტო რეჟიმში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გადამოწმებულ იქნა ინფრომაცია შპს „TECHNOMAX LLP”-თან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც კომპანიას ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე გავლილი აქვს 2015 წლის 17 ივლისს, შესაბამისად კომისიაში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 9 ივლისს აბონენტ უ. პეტრიაშვილთან ჩატარებული შემოწმების დროისათვის შპს „TECHNOMAX LLP”-ი არ წარმოადგენდა ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შპს „TECHNOMAX LLP”-თვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევი ოქმის შედგენა, ხოლო საკითხის განხილვა დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს, 16:00 საათზე ჩანიშნულ კომისიის სხდომაზე.
2015 წლის 25 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ N2/2/476 განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის: 25.08.2015; N6/6262-15), რომლის შესაბამისად, შპს „ახალმა ქსელებმა“ მოითხოვა 2015 წლის 27 აგვისტოს კომისიის სხდომის გადადება. აღნიშნული შუამდგომლობა კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და კომისიის გადაწყვეტილებით 2015 წლის 27 აგვისტოს სხდომა გადატანილ იქნა 2015 წლის 1 სექტემბერს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობა შეტყობინებით (N03/1840-15; 31.08.2015);
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ნანა შარაშენიძე და კომპანიის იურისტი ლიანა ამაშუკელი.
კომისიამ, 2015 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე, შპს „ახალ ქსელებს“ მოსთხოვა მასსა და შპს „TECHNOMAX LLP”-ს შორის „მომსახურების მიწოდების თაობაზე“ გაფორმებული ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა, ხოლო საკითხის განხილვა კომისიის გადაწყვეტილებით გადატანილ იქნა 2015 წლის 17 სექტემბერს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით.
2015 წლის 11 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ N1/7/502 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 11.09.2015; N6/6646-15). აღნიშნული განცახების შესაბამისად, კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 1 სექტემბერს კომისიის სხდომაზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ შპს „ახალ ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ შპს „TECHNOMAX LLP”-თან გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც კომპანიის (შპს„TECHNOMAX LLP”-ის) სახელითა და მისივე დადგენილი პირობებით შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები აბონენტებთან. განცახებას თან ერთვის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გაფორმებული შპს „ტელეიმედთან“, შპს „საქართველოს მედია ქსელთან“, შპს „ნიუ კონტენტთან“ და შპს „სი ენ ეი ჯორჯიასთან“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ნანა შარაშიძე და კომპანიის იურისტი ლიანა ამაშუკელი; სხდომას ასევე ესწრებოდა შპს „TECHNOMAX LLP”-ს წარმომადგენელი ნინო სოსელია. შპს „ახალი ქსელების“ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სამაუწყებლო არხის ტრანზიტს მოქალაქე უსუპ პეტრიაშვილთან ახორციელებდა შპს „TECHNOMAX LLP” და არა შპს „ახალი ქსელები“ ე.წ „სატესტო რეჟიმში“, რათა კომპანიას შეემოწმებინა ტექნიკურად რაიმე სახის პრობლემა ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მომსახურების მიწოდების პროცესში. აღნიშნული ტესტირება ხორციელდებოდა შპს „ახტელის“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. ამავე დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შპს „TECHNOMAX LLP”-ს არ აქვს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“, რომლის შესაბამისადაც შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შპს „TECHNOMAX LLP”-ს სახელით, მის მიერ დადგენილნი ფორმითა და პირობებით გააფორმონ IPTV მომსახურების ხელშეკრულება აბონენტებთან. ყოველივე ზემოხსენებულს დაეთანხმა შპს „TECHNOMAX LLP”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო სოსელიაც.
2015 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე კომისიის წევრების მიერ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შპს „TECHNOMAX LLP”-გან და შპს „ახალი ქსელებისგან“ მოთხოვნილ იქნა რიგი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კომპანიებს შორის, ანგარიშწორებისათვის შედგენილი ურთიერთშედარების აქტები, შპს „TECHNOMAX LLP”-ს და აბონენტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების თაობაზე, ასევე ინფორმაცია თუ ვის ბალანსზეა IPTV მოდემი, რომლის მეშვეობითაც უსუპ პეტრიაშვილს მიეწოდებოდა კონკრეტული სამაუწყებლო არხები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2015 წლის 1 ოქტომბერს 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ახალი ქსელების“ უფლებამოსილი წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2015 წლის 24 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/7197-15) წარმოდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: შპს „TECHNOMAX LLP”-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები აბონენტებთან, საბილინგო ინფორმაცია შპს „TECHNOMAX LLP”-ის აბონენტების მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ (მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს თვეები), შპს „TECHNOMAX LLP”-სა და შპს „ახალი ქსელების“ 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეების ურთიერთშედარების ოქმები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „TECHNOMAX LLP”-ს, კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე შესაბამისი ავტორიზაციის გავლამდე (2015 წლის 17 ივლისი), გაფორმებული ჰქონდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ხელშეკრულებები აბონენტებთან, ბოლო მომხმარებლებთან ქ. გორში.
2015 წლის 28 სექტემბერს, შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა (კომისიაში რეგისტრაციის: 28.09.2015; N6/7230) 2014 წლის 31 დეკემბრის შპს „ახტელსა“ და შპს „მალტისოფტს“ ასევე, 2014 წლის 31 დეკემბრის შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისადაც, მარწმუნებელი (შპს „მალტისოფტი“) ავალებს „რწმუნებულს“ (შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“), რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს IPTV STB MAG 250 მოდემები IPTV აბონენტებს დროებით სარგებლობაში, რისთვისაც რწმუნებული იღებს ვალდებულებას მარწმუნებლის სახელით და მისი ხარჯით:
ა.ა) უსასყიდლოდ გადასცეს დროებით სარგებლობაში და დაუმონტაჟოს მარწმუნებლის კუთვნილი IPTV STB MAG 250 მოდემები IPTV აბონენტებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ა.ბ) IPTV აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ დადგენილ ფასად მიჰყიდოს აბონენტს მოდემი და მიღებული თანხა გადასცეს მარწმუნებელს სრულად;
ა.გ) გაუწიოს IPTV აბონენტს შემდგომი ტექნიკური და ფინანსური მომსახურება „მარწმუნებლის“ მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ნანა შარაშიძე, კომპანიის იურისტი ლიანა ამაშუკელი და შპს „TECHNOMAX LLP”-ის წარმომადგენელი ნინო სოსელია, რომელთა განმარტებით IPTV მოდემების ინსტალაციას აბონენტებთან 2014 წლის 31 დეკემბრის დავალების ხელშეკრულების თანახმად, ახორციელებს შპს „მალტისოფტი“. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე დამატებით აღნიშნეს, რომ შპს „ახალი ქსელები“ ავტორიზაციის შესაბამსიად, ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებასაც სხვა საკომუნიკაციო მომსახურებასთან ერთად, რომლის შესაბამისადაც კომპანიას ჰყავს ასი აბონენტი ქ. თბილისში და თავიან აბონენტებს შპს „ახალი ქსელები“ აწვდის მხოლოდ კანონიერ საფუძველზე მოპოვებულ 37 სამაუწყებლო არხს, ხოლო რაც შეეხება უსუპ პეტრიაშვილს, ლიანა ამაშუკელის განმარტებითა, იგი წარმოადგენს შპს „ახტელის“ ინტერნეტ აბონენტს, რომელსაც N466146 ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება ინტერნეტ მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდება უსუპ პეტრიაშვილისთვის ხორციელდებოდა არა შპს „ახტელის“ ან შპს „ახალი ქსელების“ მიერ, არამედ შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ, შესაბამისად, 2015 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ჩატარებისას, აღნიშნულ აბონენტს ტრანზიტის მომსახურებას უწევდა სწორედ შპს „TECHNOMAX LLP”.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის N10/5350-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 ივლისის შემოწმების აქტი N9; შემოწმების აქტის დანართები (შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, შპს „ახალ ქსელებს“ და მის აბონენტს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ასლი);
- შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- შპს „ახალი ქსელების“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „ახალი ქსელების“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- შპს „ახტელსა“ და მოქალაქე უსუპ პეტრიაშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება N466146;
- შპს „ახტელის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „TECHNOMAX LLP”-ის ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „ახალი ქსელების“ 2015 წლის 25 აგვისტოს განცხადება N2/2/476 (კომისიაში რეგისტრაციის: 25.08.2015; N6/6262-15), თანდართული მასალით;
- შპს „ახალი ქსელების“ 2015 წლის 11 სექტემბრის N1/7/502/ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 11.09.2015; N6/6646-15) თანდართული მასალით;
- შპს „ახალი ქსელების“ 2015 წლის 24 სექტემბერს განცახდება თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის: 24.09.2015; N6/7197);
- 2015 წლის 28 სექტემბერს შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის 31 დეკემბრის დავალების ხელშეკრულებები, გაფორმებული შპს „ახტელსა“ და შპს „მალტისოფტს“, ასევე შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის (კომისიაში რეგისტრაციის: 28.09.2015; N6/7230-15);
- შპს „ახალი ქსელების“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს, 1 და 17 სექტემბრის, ასევე 1 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- შპს „TECHNOMAX LLP”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 1 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ,,ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 28.02.2006), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს სხვადასხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებზე, რომელიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს კანონიერსაფუძველზემიღებულიტელე-ანრადიოარხისუცვლელისახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემას;
- შპს „ახალ ქსელებს“ უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
- 2015 წლის 9 ივლისს, 18:00 საათზე განხორციელდა შპს „ახალი ქსელების“ შემოწმება ქ. თბილისში, მისამართზე: გუმათჰესის ქუჩა N20, ბინა N23, აბონენტ უსუფ პეტრიაშვილთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირკველია, ი.ბაღაშვილი); აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N9. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - უსუფ პეტრიაშვილი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ უსუპ პეტრიაშვილი საკაბელო ქსელით იღებდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: 1.„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი HD“, 2. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 3. „იმედი“, 4. „რუსთავი 2“, 5. „მაესტრო“, 6. „აჭარა“, 7. „ერთსულოვნება“, 8. „მარაო“, 9. „GDS“, 10. „TV 11“, 11. „აფხაზეთის ხმა HD“, 12. „ობიექტივი“, 13. „TV3“, 14. „TV 8 HD“, 15. „ტელეარხი 25“, 16. „ქვემო ქართლი“, 17. „თრიალეთი“, 18. „VIP TV“, 19. „დრო HD“, 20. „Saperavi tv“, 21. „Silk სპორტი 1“, 22. „Silk სპორტი 2“, 23. „Silk სპორტი 3“, 24. „ Silk სპორტი 4“, 25. „Silk -კონიჰოლივუდი“, 26. „Silk -კინოკლასიკა“, 27. „ Silk კინოკოლექცია“, 28. „RBK TV“, 29. „Russia today“, 30. „Россия 24“, 31. „МИР 24“, 32. „ВРЕМЯ“, 33. „МОСКВА 24“, 34. „BBC“, 35. „Euronews“, 36. „Al jazzira“, 37. „Bloomberg“, 38. „DW“, 39. „CCTV news“, 40. „CCTV 4“, 41. „1 МЕТЕО“, 42. „НТВ Киноплюс“, 43. „НТВ Киноклуб“, 44. „НТВ Премьера“, 45. „НТВ кинохит“, 46. „Наше Кино“, 47. „Наше Новое Кино“, 48. „НТВ НD Кино“, 49. „НТВ НD Кино2“, 50. „НТВ кинoсоюз“, 51. „НТВ +3D“, 52. „Fox“, 53. „Эгоист“, 54. „MGM“, 55. „TV 1000“, 56. „TV 1000 action“, 57. „TV 1000 ру.кино“, 58. „TV 1000 комеди HD“, 59. „TV 1000 мегахитHD“, 60. „TV 1000 премиум“, 61. „კომედი არხი“, 62. „ACM“, 63. „Амедия 1“, 64. „Амедия 2“, 65. „Амедия премиум HD“, 66. „Иллюзион+“, 67. „Русский иллюзион“, 68. „Еврокино“, 69. „XXI“, 70. „Fox Life“, 71. „Много ТВ“, 72. „Дом Кино“, 73. „Индия“, 74. „CBS Драма“, 75. „Discovery“, 76. „ Discovery HD“, 77. „ Discovery science“, 78. „Discovery World“, 79. „ID“, 80. „Nat GEO Wild“, 81 „Nat GEO Wild HD“, 82. „National geographic“, 83. „History“, 84. „Explorer“, 85. „Viasat Nature“, 86. „Viasat history HD“, 87. „Life HD“, 88. „24 Техно“, 89. „Моя Планета“, 90. „Da vinchi learning HD“, 91. „CBS Reality“, 92. „Outdoor“, 93. „Fine Living“, 94. „История“, 95. „Travel Cannel“, 96. „Телекафе“, 97. „Наука 2.0“, 98. „Россия К“, 99. „Звезда“, 100. „Союз“, 101. „Кухня ТВ“, 102. „Animal planet“, 103. „Animal planet HD“, 104. „Домашное животное“, 105. „Охота и Рыбалка“, 106. „Авто 24“, 107. „24 Док“, 108. „RTД“, 109. „Домашний“, 110. „Интересное ТВ“, 111. „Ocean tv“, 112. „НТВ наш футбол“, 113. „футбол 1“, 114. „футбол 2“, 115. „футбол 3“, 116. „НТВ спорт“, 117. „HTB Спорт Плюс“, 118. „HTB Баскетбол“, 119. „HTB Теннис“, 120. „KXL“, 121. „Eurosport“, 122. „Eurosport 2“, 123. „Eurosport HD“, 124. „Спорт“, 125. „Спорт 1“, 126. „Спорт 1 HD“, 127. „HD Спорт“, 128. „Viasat sport HD“, 129. „Rai sport 1“, 130. „Rai sport 2“, 131. „Exstreme sports“, 132. „Боец ТВ“, 133. „Бойцовский клуб“, 134. „Русский Экстрим“, 135. „Disney“, 136. „Cartoon network“, 137. „Nickelodeon“, 138. „Tiji“, 139. „Gulli“, 140. „jim jam“, 141. „Карусель“, 142. „Nick jr.“, 143. „MTV“, 144. „MTV hits“, 145. „MTV dance“, 146. „MTV rocks“, 147. „Europa plus TV“, 148. „VH 1“, 149. „classic 1“, 150. „MCM Top“, 151. „Music Box Ru“, 152. „ МУЗ ТВ“, 153. „RU TV“, 154. „Музыка“, 155. „Шансон ТВ“, 156. „Mezzo Live HD“, 157. „ТНТ comedy“, 158. „Комедия“, 159. „Paramount comedy“, 160. „Перец“, 161. „TLC“, 162. „CTC“, 163. „CTC International“, 164. „CTC Love“, 165. „S TV“, 166. „TV RUS“, 167. „Fashion tv“, 168. „World fashion“, 169. „Fashion television“, 170. „ORT“, 171. „Россия 1“, 172. „Россия 2“, 173. „РТР планета“, 174. „РЕН ТВ“, 175. „TV 3“(რუსული), 176. „HTB“, 177. „ТНТ“, 178. „ТНТ 2“, 179. „МИР ТВ“, 180. „5 канал“, 181. „TV 5 Monde“, 182. „CBC“, 183. „Кубань 24 орбита“, 184. „CNL“, 185. „24 TV“, 186. „телеканал СПАС“, 187. „8 канал“, 188. „Пятница“, 189. „NHK world“, 190. „France 24“, 191. „Inter Az“, 192. „Az tv“, 193. „7 Kazakhstan“;
- შემოწმების ჩატარების სისწორე დადასტურდა 2015 წლის 9 ივლისის N9 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
- 2015 წლის 13 აგვისტოს საჯარო სხდომაზე, შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საკითხის განხილვისას შპს „ახალი ქსელების“ იურისტმა ლიანა ამაშუკელმა განმარტა, რომ აბონენტი უსუპ პეტრიაშვილი წარმოადგენს შპს „ახტელის“ ინტერნეტ აბონენტს, რომელსაც N466146 ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება ინტერნეტ მომსახურება, ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტს, აღნიშნული სახის მომსახურების მიწოდება უსუპ პეტრიაშვილისთვის ხორციელდებოდა არა შპს „ახტელის“ ან შპს „ახალი ქსელების“ მიერ, არამედ შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ, შესაბამისად, 2015 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ჩატარებისას, აღნიშნულ აბონენტს ტრანზიტის მომსახურებას უწევდა სწორედ შპს „TECHNOMAX LLP”, რაც შპს „TECHNOMAX LLP”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ნინო სოსელიას განმარტებითაც დასტურდება;
- 2015 წლის 11 სექტემბერს, შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის:11.09.2015; N6/6646-15) შპს „ახალ ქსელებსა“, შპს „ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ იღებენ ვალდებულებას შპს „TECHNOMAX LLP” სახელით, მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პირობებით გააფორმონ ხელშეკრულება IPTV აბონენტებთან, უზრუნველყონ აბონენტებისაგან თანხის ამოღება, მოახდინონ აპარატურის ინსტალაცია;
- შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2015 წლის 24 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/7197-15) წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „TECHNOMAX LLP” კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე შესაბამისი ავტორიზაციის გავლამდე, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას აწვდიდა არა მხოლოდ აბონენტ უსუპ პეტირაშვილს ქ. თბილისში, არამედ აბონენტებს ქ. გორში.
- შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიმართ, 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის (ი. ბაღაშვილი) მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმი N000236, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის გამო;
- საქმის განხილვის სტატიაზე დადგინა, რომ შპს „ახალი ქსელები“, სხვა საკომუნიკაციო მომსახურებასთან ერთად, ეწევა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურბასაც და კომპანიას, ქ. თბილისში, დაახლოებით 100 აბონენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების თაობაზე. აღნიშნულ აბონენტბს შპს „ახალი ქსელები“ აწვდის მხოლოდ 37 სამაუწყებლო არხს, რომლებიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აქვთ მოპოვებული. აღნიშნული, შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში 2015 წლის 25 აგვისტოს და 11 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის:25.08.2015, N6/6262-15; 11.09.2015, N6/6646-15) წარმოდგენილი ხელშეკრულებითაც დასტურდება;
- შპს „ახალ ქსელებს“ საკუთარ ვებ გვერდზე არ აქვს გამოქვეყნებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რისი გამოქვეყნებაც მას ევალება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;
- შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამსიად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის და მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა - განმარტებების საფუძველზე კომისიას მიაჩნია, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მთელი რიგი სამაუწყებლო არხების გადაცემის გამო, შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან, ისევე როგორც შპს „ახალი ქსელების“, ასევე შპს „TECHNOMAX LLP” წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ 2015 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ჩატარებისას, აბონენტ უსუპ პეტრიაშვილთან, ტრანზიტის მომსახურებას, მთელ რიგ სამაუწყებლო არხებზე, ახორციელებდა სწორედ შპს „TECHNOMAX LLP” და არა შპს „ახალი ქსელები“. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიმართ უნდა დაიწყოს ახალი ადმინისტრაიაციული წარმოება, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო, ვინაიდან, საქმის განხილვის სტადიაზე, გამოვლიდნა, რომ შპს „ახალ ქსელებს“ როგორც მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელს, საკუთარ ვებ გვერდზე არ აქვს გამოქვეყნებული შესაბამისი ხელშეკრულება, რისი ვალდებულაც მას გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელების“ მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შპს „ახალი ქსელებისათვის“ შეტყობინების გაგზავნა მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისათვის“ გადაგზავნა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
