წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 596 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 12:58

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2015

ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს  Nშ-10/6307-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიმართ 2015 წლის 6 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტი N10  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, შემოწმების დამსწრე პირის - მარლენ გრიგალაშვილის პირადობის მოწმობის ასლი). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს Nშ-10/6307-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2015 წლის 6 აგვისტოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  №10.  შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N4, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ ოფისში, კომპანიის დირექტორის მარლენ გრიგალაშვილის და კომპანიის ტექნიკური დირექტორის პაატა ციცქიშვილის თანდასწრებით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს Nშ-10/6307-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „პალიტრა TV“, „მაესტრო“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „GDS“, „TVS“, „საფერავი TV“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „რუსთავი 2“,  „არტარეა“, „კავკასია“, „Россия К“, „RTVi“, „Discovery“, „Шансон“, „Бестселер“, „Иллюзион +“, „Eurosport“, „Интер+“, „Mezzo“, „СТС“, „BBC World“, „Euronews“, „ОРТ“, „პულსი“, „РТР планета“, „Discovery science“, „Звезда“, „TV3“ (ქართული), „Fox“, „Баскетбол“, „Зоопарк“, „National Geographic“, „Домашный“, „Animal Planet“, „ТВЦ“,  „VH1“, „Discovery World“, „აჭარა“, „THT комеди“, „მარაო“, „МИР 24“, „НТВ“, „Пятница“, „თრიალეთი“, „ობიექტივი“, „НТВ Теннис“, „ბასტი ბუბუ“, „TV3“ (რუსული), „Eurosport 2“, „TV 11“, „Nicelodeon“, „Nat Geo Wild“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის  26 აგვისტოს Nშ-10/6307-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ 2015 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მაესტრო“, „GDS“, „საფერავი TV“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „Discovery“, „Бестселер“, „Eurosport“, „Mezzo“, „BBC World“, „Euronews“, „პულსი“, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic“, „Домашный“, „Animal Planet“, „ТВЦ“,  „VH1“, „Discovery World“, „THT комеди“, „მარაო“, „МИР 24“, „НТВ“, „НТВ Теннис“, „ბასტი ბუბუ“, „Eurosport 2“, „TV 11“, „Nicelodeon“ , „Nat Geo Wild“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს N10 შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების დამსწრე პაატა ციცქიშვილის მოთხოვნით გაკეთდა ახსნა-განმარტება. კერძოდ, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ ტექნიკურმა დირექტორმა  პაატა ციცქიშვილმა განაცხადა, რომ თანამგზავრზე ტარდება პროფილაკტიკური სამუშაოები, შესაბამისად, უხდებათ იმ სატელევიზიო პროგრამის (რომლებიც შეძენილი აქვთ)  პაკეტების დროებით სხვა პროგრამებით ჩანაცვლება, რათა შეინარჩუნონ აბონენტები (აღნიშნული ახსნა-განმარტების სიზუსტეს პაატა ციცქიშვილი  ადასტურებს ხელმოწერით).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის პირველ სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრვ დეპარტამენტს დამატებით გადმოეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 1 სექტემბრის Nშ-10/6410-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ კომისიაში 2015 წლის 27 აგვისტოს Nშ-6/6319-15 წერილით დამატებით წარმოდგენილ იქნა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დაკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს  Nშ-6/6319-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების  შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის 1 აგვსიტოს გაფორმდა ხელშეკრულება სატელევიზიო არხების („HTB Mир“ და „Бестселер“) ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ, რომლის მოქმედების ვადა ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შემოწმების მომეტისათვის (2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით) ჰქონდა მოპოვებული სამაუწყებლო არხ „Бестселер“-ის მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“  2015 წლის 27 აგვისტომდე (არხის პაკეტში ჩასმამდე) კომისიაში არ წარმოუდგენია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს Nშ-10/6307-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 10 სექტემბერს, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2015 წლის 24 სექტემბერს 16:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040026752352; თარიღი: 11.09.2015; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/1940-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომის თაობაზე,  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ ჩაბარდა 2015 წლის 11 სექტემბერს (გზავნილის კოდი: 040026752352; კურიერის ვიზიტის თარიღი: 11.09.2015 ; ჩაიბარა:   ნინო სუხიაშვილმა).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს 16 საათზე დანიშნული სხდომის დროის ცვლილების გამო, ინდ მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს განმეორებით გაეგზავნა შეტყობინება (გზავნილის კოდი:; თარიღი: 21.09.2015; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/2006-15). შეტყობინება კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომის ჩატარების დროის ცვლილების თაობაზე ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ ჩაბარდა 2015 წლის 22 სექტემბერს (გზავნილის კოდი: 040026751456; კურიერის ვიზიტის თარიღი: 22.09.2015 ; ჩაიბარა: ნინო სუხიაშვილმა).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7137-15 ; 23.09.2015) კომისიაში წარმოადგინა მისი შეფასებით - ადმინისტრაციულ წარმოებაში გასათვალისწინებელი დოკუმენტაცია (მტკიცებულებები) - 54 ფურც.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7138-15 წერილით კომისიაში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ ორგანიზაციის შემოწმებისას, საწარმოში მიმდინარეობადა პროფილაქტიკური სამუშაოები, სატელევიზიო არხების ახალი სოციალური პაკეტის შექმნის მიზნით.  აქტში მითითებული დარღვევების მიზეზი გახლდათ თანამგზავრზე ზოგიერთი სატელევიზიო არხების გადაადგილება და თბილისში მიმდინარე მიწისზედა DVBT2 სტანდარტზე გადასვლის პროცესი. ზემოაღნიშნული, წერილის შესაბამისად, მითითებულია შემოწმების აქტის სიტყვიერ განმარტებაში. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ Nშ-6/7138-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ არხებზე: „Mezzo“, „Звезда“, „Баскетбол“, „VH1“, „Discovery World“, „МИР 24“, „НТВ Теннис“, „Eurosport 2“, „Nicelodeon“, არ მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება, მათი ტრანზიტი შეწყვეტილია საკაბელო ტელევიზია ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ ქსელით. ასევე, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“  2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7138-15 წერილში აღნიშნულია, რომ არხებთან: „Fox“, „National Geographic“, „Animal Planet“, „Домашный“, „Nat Geo Wild“, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს წარმოადგენენ უახლოეს მომავალში.

კომისია  აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7139-15 წერილით ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ კომისიას მომართა შუამდგომლობით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7139-15 წერილში აღნიშნულია, რომ ითხოვენ საკითხის გადადებას 2015 წლის 15 დეკემბრამდე, ვინაიდან ინდ. მეწარმის „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ მოცემულ დროში ვერ მოხერხდა ხელშეკრულებების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს Nშ-6/7153-15წერილით ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს „სტუდია მაესტროს“ 2015 წლის 22 სექტემბრის სანებართვო წერილი არხების: „მაესტრო“ და „ტვ11“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ ინდ. მეწარმე მარლენ გრიგალაშვილი და ტექნიკური დირექტორი პაატა ციცქიშვილი.  პაატა ციცქიშვილმა განაცხადა, რომ აქამდე მსგავსი სახის დარღვევა კომპანიას არ ჩაუდენია და აღიარა, რომ ნამდვილად მათი ბრალია დარღვევის ფაქტი, ვინაიდან დროულად ვერ წარმოადგინეს კომისიაში სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ხოლო, რაც შეეხება შემოწმების აქტში ასახულს, პაატა ციცქიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც კომისიის წარმომადგენლები ატარებდნენ შემოწმებას (2015 წლის 6 აგვისტო), საწარმოში ხორციელდებოდა ტექნიკური გადაიარაღება და სიგნალის კონვერტაცია. განხორციელებული პროცედურების შედეგად განთავისუფლდა ტექნიკური ნაწილი და დარჩა თავისუფალი სიხშირეები, რაც დროებით შეავსეს რამოდენიმე არხით, რომელზეც მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დაკუმენტაცია მოპოვებული არ ჰქონიათ. პაარა ციცქიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შემოწმების შემდგომ პაკეტი დაკომპლექტდა და ის ხელშეკრულებები, რომლებიც კომისიაში არ ჰქონიათ აქამდე წარმოდგენილი და ასევე ახალი ხელშეკრულებები 2015 წლის 23 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის ნომრები: Nშ-6/7137-15 და Nშ-6/7153-15)  წარმოადგინეს, ხოლო, რაც შეეხება იმ არხებს რომელბზეც ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ არ აქვს მოპოვებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დღეის მდგომარეობით გამორთულია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე, პაატა ციცქიშვილმა დამატებით განმარტა მათი 2015 წლის 23 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი:Nშ-6/7139-15) წერილით კომისიაში წარმოდგენილი შუამდგომლობის შინაარსი, რომელიც ეხება საკითხის განხილვის გადადებას  2015 წლის 15 დეკემბრამდე. პაატა ციცქიშვილმა განაცხადა, რომ მათ სურდათ კომისიაში წარმოედგინათ ახალი ხელშეკრულებები, ვინაიდან სურთ ახალი პაკეტის შექმნა და სურთ, რომ აღნიშნული განახორციელონ ამ წარმოების ფარგლებში. პაატა ციცქიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან მათ შუამდგომლობაში მითითებული ვადა (2015 წლის 15 დეკემბერი) არაგონივრულია, ითხოვა კომისიამ თავად განსაზღვროს გონივრული ვადა საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ განიხილა  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. კომისია განმარტავს, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა ევალება ამ არხების პაკეტში ჩასმამდე. კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვლის“ არგუმენტაცია საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული კომისიის მიერ ვინაიდან, აღნიშნული კავშირში არაა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2015 წლის 10 სექტემბერს  დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან, ვინაიდან სამომავლოდ ჩასასმელ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კომისიაში, ამ წარმოების ფარგლებში წარმოდგენა, გავლენას ვერ მოახდენს წარმოების მსვლელობაზე და კომისიის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან არ შეიცავს საქმეში გასათვალისწინებელ ინფორმაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები - 54 ფურც. ვინაიდან, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დანიშნული იყო 2015 წლის 24 სექტემბვერს, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს აღნიშნული დოკუმენტაცია გადაეცა 2015 წლის 23 სექტემბერს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მისცემოდა დრო კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს და კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და წარმოდგენილი მასალის გაანალიზებისათვის, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2015 წლის პირველ ოქტომბერს 15:00 საათზე, რომლის შესახებაც ინდ. მეწამრე „მარლენ გრიგალაშვილი“  გაფრთხილდა სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 25 სექტემბერს გადმოეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარამენტის 2015 წლის 25 სექტემბერს Nშ-10/7208-15 სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N Nშ-6/7137-15; 23.09.2015) წარმოდგენილია რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შორის 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ გადასცემს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ სამაუწყებლო არხის „Eurosport“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებას. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარამენტის 2015 წლის 25 სექტემბერის Nშ-10/7208-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ არ აქვს მოპოვებული მესამე პირებზე ზემოაღნიშნული არხის გადაცემის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2015 წლის 28 სექტემბერს Nშ-10/7258-15  სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს და ითხოვა დამატებით შეესწავლა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს Nშ-6/7137-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დაკუმენტაცია და წარმოედგინა დასკვნა შემდეგ თემებთან დაკავშირებით: 1. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და  ЗАО „НТВ-ПЛЮС“ შორის 2003 წლის 12 თებერვალს გაფომებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აქვს თუ არა ЗАО „НТВ-ПЛЮС“-ს საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირებზე არხის „Discovery“-ის გადაცემის უფლება. იმ შემთხვევაში თუ ЗАО „НТВ-ПЛЮС“ არ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას, ვინ არის უფლებამოსილი პირი  არხ  „Discovery“-ის საქართელოს ტერიტორიაზე რეტრაცლირების უფლების გადაცემაზე; 2. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და SOCEMIE S.A.S შორის 2005 წლის 10 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აქვს თუ არა SOCEMIE S.A.S საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირებზე არხის „Euronews“-ის გადაცემის უფლება. იმ შემთხვევაში თუ SOCEMIE S.A.S არ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას, ვინ არის უფლებამოსილი პირი  არხ „Euronews“-ის  საქართელოს ტერიტორიაზე რეტრაცლირების უფელბის გადაცემაზე; 3.  კომისიია აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2015 წლის 25 სექტემბრის Nშ-10/7208-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, „საქართელოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ არ აქვს მოპოვებული მესამე პირებზე  არხის "Eurosport“-ის გადაცემის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა დამატებითი არგუმენტაცია და დოკუმენტაციის წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის 2015 წლის 28 სექტემბერის Nშ-10/7258-15  სამსახურებრივი ბარათის პასუხად,  გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 სექტემბრის Nშ-10/7324-15 სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ „საქართველოს საკაბელო ტელებიზიების კავშირს“ არ აქვს მოპოვებული მესამე პირებზე არხ "Eurosport“-ის გადაცემის უფლება, რაც  შპს „საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ 2015 წლის 30 სექტემბრის Nშ-6/7323-15 წერილით აცნობა კომისიას. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 სექტემბრის Nშ-10/7324-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლოის რეგულირების დეპარტამენტმა მიმართა არხ „Discovery“-ის წარმომადგენელს კირილ თურმანოვს და მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული სამაუწყებლო არხის მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების მქონე კომპანიების შესახებ, მათ შორის ფლობს თუ არა ინდ მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ არხ „Discovery“-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებას. სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ SOCEMIE S.A.S არის მფლობელი და გამავრცელებელი სამაუწყებლო არხ „Euronews“-ის 1993 წლის პირველი იანვრიდან დღემდე. შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და SOCEMIE S.A.S შორის გაფორმებული 2005 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების თანახმად კომპანია მართლზომიერად ახორციელებს არხ „Euronews“-ის რეტრანსლირებას.

კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ ინდ. მეწარმე მარლენ გრიგალაშვილი და ტექნიკური დირექტორი პაატა ციცქიშვილი. კომისიის სხდომაზე პაატა ციცქიშვილმა განაცხადა, რომ შემოწმების მომენტში არამართლზომიერად განთავსებული არხები უკვე ამოღებულია სამაუწყებლო ბადიდან, ხოლო, რაც შეეხება არხებს: „Discovery“-ს და "Eurosport“-ს, პაატა ციცქიშვილმა განაცხადა, რომ მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „Discovery“-ის და "Eurosport“-ის მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელსაც აქვს ავტომატური გაგრძელების პირობა. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებები მათ მიერ მიჩნეულია მოქმედად  და თვლიან, რომ მართლზომიერად ახდენენ რეტრანსლირებას.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს Nშ-10/6307-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები) (26.08.15; Nშ-10/6307-15);
  2. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ 2015 წლის 6 აგვისტოს  N10 შემოწმების აქტი;
  3. 2015 წლის 6 აგვისტოს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
  4. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შემოწმების დამსწრე პირის - მარლენ გრიგალაშვილის პირადობის მოწმობის ასლი;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003895908;
  6. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შესახებ;
  7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6410-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის 2015 წლის 27 აგვისტოს Nშ-6/6319-15 წერილი დანართით) – 8 ფურც.;
  8. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7137-15 წერილი თანდართული მასალით - 54 ფურცელი (რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
  9. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7138-15 წერილი (ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის წერილობითი ახსნა-განმარტება);
  10. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7139-15 წერილი (შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე);
  11. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7153-15 წერილი (შპს „სტუდია მაესტროს“ 2015 წლის 22 სექტემბრის სანებართვო წერილი არხების - „მაესტრო“ და „TV11“-ის უცვლელი სახით საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით);
  12. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ ტექნიკური დირექტორის პაატა ციცქიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე;
  13.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მ. აროშიძის 2015 წლის 25 სექტემბრის Nშ-10/7208-15 სამსახურებრივი ბარათი;
  14. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 28 სექტემბრის Nშ-10/7258-15 სამსახურებრივი ბარათი;
  15. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 სექტემბრის Nშ-10/7324-15 სამსახურებრივი ბარათი, თანდართული მასალით;
  16. შპს „საქართელოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2015 წლის 30 სექტემბრის Nშ-6/7323-15 წერილი;
  17. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ ტექნიკური დირექტორის პაატა ციცქიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის  სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 25.01.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2015 წლის 6 აგვისტოს, 11:30 საათზე განხორციელდა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N41; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N10. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე,  თავად ინდ. მეწარმე მარლენ გრიგალაშვილი და ტექნიკური დირექტორი პაატა ციცქიშვილი; შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ საკუთარი საკაბელო ქსელით  ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „პალიტრა TV“, „მაესტრო“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „GDS“, ”TVS”, „საფერავი TV“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “რუსთავი 2”,  „არტარეა“, „კავკასია“,“Россия К”, „RTVi”, “Discovery”, „Шансон“, „Бестселер“, „Иллюзион +“, “Eurosport”, “Интер+”, “Mezzo”, „СТС“, “BBC World”, “Euronews”, “ОРТ”, “პულსი”, “РТР планета”, “Discovery science”, „Звезда“, „TV3“ (ქართული), „Fox“, „Баскетбол“, „Зоопарк“, „National Geographic”, „Домашный“, ”Animal Planet”, „ТВЦ“,  „VH1“, “Discovery World”, „აჭარა“, “THT комеди”, „მარაო“, “МИР 24”, „НТВ“, „Пятница“, „თრიალეთი“, “ობიექტივი”, „НТВ Теннис“, „ბასტი ბუბუ“, „TV3“ (რუსული), “Eurosport 2”, “TV 11”, „Nicelodeon“, „ Nat Geo Wild”;
  3. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ 2015 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მაესტრო“, „GDS“, „საფერავი TV“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „Discovery“, „Бестселер“, „Eurosport“, „Mezzo“, „BBC World“, „Euronews“, „პულსი“, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic“, „Домашный“, „Animal Planet“, „ТВЦ“,  „VH1“, „Discovery World“, „THT комеди“, „მარაო“, „МИР 24“, „НТВ“, „НТВ Теннис“, „ბასტი ბუბუ“, „Eurosport 2“, „TV 11“, „Nicelodeon“ , „Nat Geo Wild“.
  4. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ 2015 წლის 27 აგვისტოს Nშ-6/6319-15 წერილით კომისიაში წარმოადგინა შპს „ნიუ კონტენტთან“ 2015 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების („HTB Mир“ და „Бестселер“) ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ, შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შემოწმების მომეტისათვის (2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით) ჰქონდა მოპოვებული სამაუწყებლო არხ „Бестселер“-ის მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ზემოაღნიშნული ხელშკრულება ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“  2015 წლის 27 აგვისტომდე (არხის პაკეტში ჩასმამდე) კომისიაში არ წარმოუდგენია;
  5. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ 2015 წლის 23 სექტემბერს Nშ-6/7137-15  და Nშ-6/7153-15 წერილებით კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 სექტემბრის Nშ-10/7208-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N Nშ-6/7137-15; 23.09.2015) წარმოდგენილია რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შორის 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ გადასცემს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ სამაუწყებლო არხის „Eurosport“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებას. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარამენტის 2015 წლის 25 სექტემბერის Nშ-10/7208-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ არ აქვს მოპოვებული მესამე პირებზე ზემოაღნიშნული არხის გადაცემის უფლება;
  7. შპს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შორის 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 7.2.3 პუნქტის შესაბამისად, კომპანია “Eurosport”-ის მიერ „დილერისთვის“  საქართველოს ტერიტორიაზე “Eurosport”-ის ტრანზიტის უფლების ჩამორთმევისას „დილერი“ ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს „ოპერატორს“;
  8. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“  2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/7137-15  წერილით კომისიაში წარმოდგენილი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ მართლზომიერად ახდენდა შემდეგი არხების რეტრანსლირებას: „მაესტრო“, „GDS“, „საფერავი TV“, „პულსი“, „ТВЦ“,  „THT комеди“, „Euronews“,  „BBC World“, თუმცა ინდ. „მეწარმე მარლენ გრიგალაშვილს“ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2015 წლის 23  სექტემბრამდე (არხების პაკეტში ჩასმამდე) კომისიაში არ წარმოუდგენია;
  9. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“, 2015 წლის 23 სექტემბერს Nშ-6/7137-15 და Nშ-6/7153-15 წერილებით ასევე კომისიაში წარმოადგინა შემოწმების შემდგომ პერიოდში მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „რუსთავი 2“, „მარაო“,  „ბასტი ბუბუ“, „TV 11“ ;
  10. SOCEMIE S.A.S არის მფლობელი და გამავრცელებელი სამაუწყებლო არხ „Euronews“-ის 1993 წლის პირველი იანვრიდან დღემდე. შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და SOCEMIE S.A.S შორის გაფორმებული 2005 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების თანახმად კომპანია მართლზომიერად ახორციელებს არხ „Euronews“-ის რეტრანსლირებას;
  11. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ შემოწმების მომენტისათვის (2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით) არამართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „იმედი“,“Mezzo”, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic”, „Домашный“, ”Animal Planet”, „VH1“, „Discovery World“, “МИР 24”, „НТВ“, „НТВ Теннис“, „Eurosport 2”, „Nicelodeon“, „ Nat Geo Wild“; „რუსთავი 2“, „მარაო“,  „ბასტი ბუბუ“, „TV 11“;
  12. გადაწვეტილების მიღების მომენტისათვის არხების: “Discovery” და “Eurosport”-ის არამართლზომიერი რეტრანსლირება  უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება;
  13. 2015 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით და ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, “Mezzo”, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic”, „Домашный“, ”Animal Planet”, „VH1“, „Discovery World“, “МИР 24”, „НТВ“, „НТВ Теннис“, „Eurosport 2”, „Nicelodeon“, „ Nat Geo Wild“;
  14. 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: 010003895908) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  15. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 6 აგვისტოს №10 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  16.  შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2015 წლის 6 აგვისტოს №10 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
  17. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პიველი პუნქტის თანხამად,კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
  7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო, ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  
  11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „იმედი“, “Mezzo”, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic”, „Домашный“, ”Animal Planet”, „VH1“, „Discovery World“, “МИР 24”, „НТВ“, „НТВ Теннис“, „Eurosport 2”, „Nicelodeon“, „ Nat Geo Wild“; „რუსთავი 2“, „მარაო“,  „ბასტი ბუბუ“, „TV 11“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ 2015 წლის 30 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7323-15; 30.09.2015) აღნიშნულია, რომ კომპანიას არხ "Eurosport“-ის მესამე პირებზე გადაცემის უფლება არ აქვს. თუმცა არ არის მითითებული აღნიშნულის თაობაზე აცნობა თუ არა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ რათა ამ უკანასკნელკს მოეხდინა შესაბამისი რეაგირება და შეეწყვიტა არხ "Eurosport“-ის  რეტრანსლირება. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შორის 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 7.2.3 პუნქტის შესაბამისად, კომპანია “Eurosport”-ის მიერ „დილერისთვის“  საქართველოს ტერიტორიაზე “Eurosport”-ის ტრანზიტის უფლების ჩამორთმევისას „დილერი“ ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს „ოპერატორს“ (იხ. შპს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ შორის 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 7.2.3 პუნქტი).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების (ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილსა“ და  ЗАО „НТВ-ПЛЮС“ შორის 2003 წლის 12 თებერვალს გაფომებულ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად  „НТВ-ПЛЮС“ -სი გადასცემს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ არხ “Discovery”-ს უცვლელი სახით გავრცელების უფლებას) ნამდვილობის დასადგენად კომისიამ მიმართა არხ „Discovery“-ის წარმომადგენელს კირილ თურმანოვს და მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული სამაუწყებლო არხის მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების მქონე კომპანიების შესახებ, მათ შორის ფლობს თუ არა ინდ მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ არხ „Discovery“-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებას. კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით კომისიას   არხ „Discovery“-ის წარმომადგენელ კირილ თურმანოვისგან პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, ინდ მეწამრე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ სამაუწყებლო არხის “Discovery”-ის არამართლზომიერი რეტრანსლირების საკითხი ვერ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით.

ზემოაღიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევისას და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, უტყუარი მტკიცებულებებით, ვერ დადასტურდა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ არხების “Discovery” და “Eurosport”-ის არამართლზომიერი რეტრანსლირება, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დგინდება შპს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“,  2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 7.2.3 პუნქტის შესაბამისად, აცნობა თუ არა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ „დილერისთვის“  საქართველოს ტერიტორიაზე “Eurosport”-ის ტრანზიტის უფლების ჩამორთმევის თაობაზე და არხ „Discovery“-ის წარმომადგენელმა კირილ თურმანოვმა   არ აცნობა კომისიას გამოთხოვილი ინფორმაცია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების: „მაესტრო“, „GDS“, „საფერავი TV“, „პულსი“, „ТВЦ“,  „THT комеди“, „Euronews“,  „BBC World“, „Бестселер“-ის,  სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“, მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს კომისიაში წარმოედგენილ Nშ-6/7137-15 წერილით გაირკვა,რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხებზე: „რუსთავი 2“, „მარაო“,  „ბასტი ბუბუ“, „TV 11“, მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, ინდ, მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ წარმოების პროცესში აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილ“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „იმედი“, “Mezzo”, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic”, „Домашный“, ”Animal Planet”, „VH1“, „Discovery World“, “МИР 24”, „НТВ“, „НТВ Теннис“, „Eurosport 2”, „Nicelodeon“, „ Nat Geo Wild“ -ის არამართლზომიერი გადაცემა, ასევე სამაუწყებლო არხ “Eurosport”-ის გადაცემა გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის’ ცნობილი გახდა, რომ  „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ არ აქვს მოპოვებული არხ “Eurosport”-ის მესამე პირებზე  გადაცემის უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
  2. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილმა“ უზრუნველყოს შემდეგი სამაუწყებლო არხების: „იმედი“, “Mezzo”, „Звезда“, „Fox“, „Баскетбол“, „National Geographic”, „Домашный“, ”Animal Planet”, „VH1“, „Discovery World“, “МИР 24”, „НТВ“, „НТВ Теннис“, „Eurosport 2”, „Nicelodeon“, „ Nat Geo Wild“, “Eurosport”-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-7  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს    (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                გიორგი ფრუიძე

 

      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები