შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 15:43
მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2015
შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა“ (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 18 მაისის №12/4-10 დადგენილებით), კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსვლის №შ-7/4528-15, 06.07.15) ქ.ქუთაისში, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ სტუდიიდან (ფალიაშვილის ქ.№2) მის კუთვნილ ციფრულ სატელევიზიო გადამცემამდე (ქუთაისის სატელევიზიო ანძა) ციფრული მაუწყებლობის და მობილური ჩართვების სატელევიზიო სიგნალების მისაწოდებლად, კომისიის მიერ 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით №347/13 შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების ახალი ვადითა და ორი დამატებითი სიხშირის 1 წლის ვადით მინიჭების მოთხოვნით.
შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 14.07.15) და მის მიერ გაწეული მომსახურების სახეა (A.T.1) - ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები:
1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის სატელევიზიო გადამცემამდე მიტანის უზრუნველსაყოფად:
1005 მჰც±14მჰც - სტუდიიდან (ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის ქ.№2)
სატელევიზიო ანძამდე.
2. მობილური სარეპორტაჟო ქსელის მონაკვეთების უზრუნველსაყოფად:
ა) 1378 მჰც±14მჰც - მობილური სადგურიდან სატელევიზიო ანძამდე;
ბ) 4282 მჰც±14მჰც - სატელევიზიო ანძიდან სტუდიამდე (ქ.ქუთაისი,
ფალიაშვილის ქ.№2);
გ) 4870 მჰც±14მჰც - სტუდიიდან (ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის ქ.№2)
სატელევიზიო ანძამდე.
შეთანხმების მიზნით, რადიოსიხშირეების ზემოაღნიშნული ჩამონათვალი შპს ტელერადიოკომპანია „რიონს“ კომისიამ აცნობა 2015 წლის 27 აგვისტოს წერილით №06/1838-15. თანხმობა შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა“ კომისიას დაუდასტურა წერილით №83/15, 17.09.15 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6891-15, 18.09.15).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის:
ა) შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ბ) სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით“.
ვინაიდან, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ არის მოქმედი ტელემაუწყებელი, ავტორიზებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფაზე, ფლობს ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემს (მულტიპლექს პლატფორმა) და ქ.ქუთაისში ახორციელებს მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობას, კომისიას მართლზომიერად მიაჩნია, შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება, საკუთარ გადამცემამდე მაუწყებლობის და მობილური ჩართვების სატელევიზიო სიგნალების მისატანად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია „რიონს“ რადიოსარელეო სიხშირე 1005 მჰც±14 მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, სტუდიიდან (ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის ქ.№2) სატელევიზიო ანძამდე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის სატელევიზიო გადამცემამდე მიტანის უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, მულტიპლექსში განთავსების ვადით, უსასყიდლოდ;
- მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია „რიონს“ რადიოსარელეო სიხშირეები მობილური სარეპორტაჟო ქსელის მონაკვეთების უზრუნველსაყოფად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, 1 წლის ვადით, (ვადა - 08.10.16-მდე) უსასყიდლოდ:
ა) 1378 მჰც ± 4 მჰც - გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 2.0 ვატისა; მობილური სადგურიდან სატელევიზიო ანძამდე;
ბ) 4282 მჰც ± 14 მჰც - გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, სატელევიზიო ანძიდან სტუდიამდე (ქ.ქუთაისი,ფალიაშვილის ქ.№2);
გ) 4870 მჰც ± 14 მჰც - გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, სტუდიიდან (ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის ქ.№2) სატელევიზიო ანძამდე;
3. აღირიცხოს შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მ.ქათამაძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
