სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ანატოლი მატიაშისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 13:35
მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2015
სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
რადიომოყვარულ ანატოლი მატიაშისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა
და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/7365-15, 01.10.15) მიმართა მოქალაქე ანატოლი მატიაშმა (მცხ. ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, მე-3 მკრ-ნი, მე-11 კორპუსი, ბინა 8; პირადი №01003017926) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ანატოლი მატიაში არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 459/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L1MA. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მის ხელახლა მინიჭებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს რადიომოყვარულ ანატოლი მატიაშს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:
|
რეგისტრაციის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
NA-013 |
ანატოლი მატიაშ |
ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, მე-3 მკრ-ნი, მე-11 კორპუსი |
4L1MA |
„A“ |
2. რადიომოყვარული ანატოლი მატიაში, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ანატოლი მატიაშისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
