წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 611 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2015 17:22

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის №72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, და მე-14 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის  13 ოქტომბრის №72 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                 ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                               ე.ასანიძე

კომისიის წევრი                               კ.ბექაური

კომისიის წევრი                               გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                               მ.ქათამაძე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №72 სხდომის დღის წესრიგი

              ქ. თბილისი                                                                             2015  წლის 13 ოქტომბერი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „რადიო იმედის“ წინააღმდეგ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ (წარმოდგენილი შპს „ქედი სტუდიოს“ სახით) საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. კ.ქორიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  3. ააიპ „მედია კავშირი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ივერია მოტორსის“ წინააღმდეგ სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს: თ.ჯოგიაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).
  4. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე  (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები