წვდომის მენიუ

შპს “ზარის“ 100% წილის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 620 / 11

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2015 10:51

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2015

შპს “ზარის“ 100% წილის  შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 17 სექტემბერს წერილით მიმართა შპს “ზარმა“  (კომისიაში რეგისტრაციის №6/6857-15 17.09.2015), შპს “ზარის“  პარტნიორის ზურაბ მამუკელაშვილის წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ზარი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

          კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ზარის“ მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6857-15 17.09.2015) წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი, რომელსაც იგი ახორციელებს 2015 წლის სექტემბრის თვიდან. აბონენტების რაოდენობა შეადგენს 209 აბონენტს. შპს “ზარის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ზურაბ მამუკელაშვილი, რომელსაც განზრახული აქვს აღნიშნული წილის  სრულად გასხვისება შპს „სუპერ ტვ“-ზე. შპს „ზარის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შპს „ზარი“, ასევე შპს  „ზარის“ პარტნიორი ზურაბ მამუკელაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს.

 

 

 

 

 

 

 

შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 14 სექტემბრის №253 წერილის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №6/6703-15, 14.09.2015წ.) შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს ეი)“, რომლის პარტნიორები არიან: ზურაბ ჩიგოგიძე - (პ/ნ 01008004061) - წილის 90%-ის მფლობელი, გივი ხორხელი  (პ/ნ 01027008770) - წილის 5%-ის მფლობელი; არჩილ თაბაგარი - წილის 5%-ის მფლობელი. ზურაბ ჩიგოგიძე ასევე არის: ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) 10% წილის მფლობელი; ავტორიზებული პირი - შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70% წილის მფლობელი; ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100% წილის მფლობელი. ფიზიკური პირები გივი ხორხელი და არჩილ თაბაგარი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 25 სექტემბრის №10/7201-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  შპს “სუპერ ტვ“-ის დირექტორია ლაშა სილაგაძე. შპს „სუპერ ტვ“-ს 100%-იანი წილის მფლობელია  კომპანია „Super TV S.A.“(სუპერ ტვ ეს. ეი). შპს „“სუპერ ტვ“ არის შპს „სტუდია ტივის“ და შპს „დიდგორი-2“-ს 100%-იანი წილის მფლობელი. აღნიშნული ფიზიკური პირისა და კომპანიების აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

            კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივლისის №10/7256-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “სუპერ ტვ“-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგინა 9,114,419 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 56,473 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სუპერ ტვ“-ის შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა - 17,89 %-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სუპერ ტვ“-ის აბონენტთა ხვედრითმა წილმა 2015  წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა - 20,4%. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივლისის №10/7256-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სუპერ ტვ“-სთან აფილირებულ ავტორიზებულ პირებს, შპს „დიდგორი-2“-ს და შპს „სტუდია ტვ“-ს 2014 წლის დეკემბრის თვიდან აბონენტები და შესაბამისად შემოსავლები არ უფიქსირდებათ.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ზარის“   წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ზარის“ წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 1. მიეცეს თანხმობა შპს “ზარს“, შპს “ზარის“  წილის 100%-ის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი). 

 

 

          კომისიის თავმჯდომარე                        ვახტანგ აბაშიძე

 

         კომისიის წევრი                                       ელისო ასანიძე

         კომისიის წევრი                                       კახი ბექაური       

         კომისიის წევრი                                       გიორგი ფრუიძე

          კომისიის წევრი                                        მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები