შპს „სკაი სერვისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 15:38
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2015
შპს „სკაი სერვისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „სკაი სერვისს“ 2015 წლის 1 ივლისს გაეგზავნა N01/1216-15 კომისიის წერილი, რომლის შესაბამისადაც, კომპანიას განემარტა, რომ მის მიერ 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით წარმოდგენილია ცალკეული თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო 2013, 2014 და 2015 წლების გაანგარიშებები საერთოდ არ არის წარმოდგენილი. შპს „სკაი სერვისს“ განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფრომაციის წარმოდგენისათვის, თუმცა, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა შპს „სკაი სერვისის“ განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს N484/12) შპს „სკაი სერვისის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, შპს „სკაი სერვისის“ მიერ სხვადასხვა პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებებისა და შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა შპს „სკაი სერვისისათვის“ შეტყობინების გაგზავნა სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 14 სექტემბრის N10/6716-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ოქტომბრის N10/7503-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „სკაი სერვისს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2010, 2011, 2012 და 2015 წლების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: 2010 წლის ივნისიდან - 2012 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ფორმები: N3.1; N3.2 და N3.3; 2013 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით ფორმები: N5.3 და N5.4; დასაკორექტირებელი 2013 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ფორმა N1.1-ი (შემოსავლები);
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 14 სექტემბრის N10/6716-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 15 სექტემბრის N10/6747-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „სკაი სერვისს“ კომისიაში უკანასკნელი ერთ წლის მანძილზე არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური არ გადაუხდია.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (6.10.2015; N10/7503-15), კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (15.09.2015; N10/6747-15) და კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს N484/12 გადაწყვეტილების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 7 ოქტომბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაი სერვისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 15 ოქტომბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სკაი სერვისს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040030120374) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სკაი სერვისმა“ 2015 წლის 13 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა 2010, 2011 და 2012 წლების დაზუსტებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე 2013 წლიდან -2015 წლის სექტემბრის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის (ნულოვანი) გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის: 13.10.2015; N6/7701-15).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სკაი სერვისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალერი თუმანიშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევები და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით (15.10.2015) შპს „სკაი სერვისს“ კომისიის წინაშე წარმოსადგენი დარჩა რამდენიმე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა, კერძოდ: 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ფორმები: 3.1, 3.2 და 3.3; 2013 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ფორმა 5.3 და 5.4. ასევე, მან აღნიშნა, რომ კომპანიას დასაკორექტირებელი ჰქონდა 2013 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით ფორმა N1.1, რაც კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპატამენტის უფროსმა რ. სხირტლაძემ დაადასტურა. კომისიის სხდომაზე ვ. თუმანიშვილმა თხოვნით მიმართა კომისიას, კომპანიაში არსებული ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო, დარჩენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსებად და კომისიაში წარმოსადგენად შპს „სკაი სერვისისთვის“ მიეცა ერთ თვიანი ვადა.
შპს „სკაი სერვისის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიის მიერ სრულად იყო კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რომელთა შესაბამისად, შპს „სკაი სერვისს“ კომისიის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება - 303.92 ლარის ოდენობით. კომპანიის წარმომადგენელმა განაცახადა, რომ კომისიის სხდომამდე (15.10.2015) შპს „სკაი სერვისმა“ კომისიაში წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანების (304 ლარის) გადახდის დამდასტურებელი საბუთი, რაც კომისიის სხდომაზე დაადასტურა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტმა ნ. ჯანელიძემ.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს N484/12 გადაწყვეტილება შპს „სკაი სერვისის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 15 სექტემბრის N10/6747-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათი N10/7503-15;
- 2015 წლის 1 ივლისს შპს „სკაი სერვისისათვის“ გაგზავნილი წერილი N01/1216-15;
- შპს „სკაი სერვისის“ თაობაზე ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრებიდან;
- 2015 წლის 13 ოქტომბერს შპს „სკაი სერვისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2010-2012 წლების დაზუსტებული და 2013 წლიდან - 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის: N6/7701-15; 13.10.2015;);
- შპს „სკაი სერვისის“ მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის დავალიანების (304 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შპს „სკაი სერვისის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „სკაი სერვისი“ არის ავტორიზებული პირი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზაციის თარიღი 28.01.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; მონაცემთა გადაცემა და სხვა);
- შპს „სკაი სერვისი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „სკაი სერვისს“ 2015 წლის 1 ივლისს გაეგზავნა N01/1216-15 წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარმოდგენის წესის თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, აგრეთვე რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენის თაობაზე;
- კომისიამ შპს „სკაი სერვისს“ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი N01/1216-15; 01.07.2015), რომელიც შპს „სკაი სერვისს“ ჩაბარდა 2015 წლის 9 ივლისს);
- შპს „სკაი სერვისს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 7 ოქტომბერი) კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ცალკეული თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო 2013, 2014 და 2015 წლების გაანგარიშებები, კომპანიის მიერ საერთოდ არ იყო წარმოგენილი, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდგებოდა გააჩნდა თუ არა შპს „სკაი სერვისს“ რეგულირების საფასურის დავალიანება;
- შპს „სკაი სერვისმა“ 2015 წლის 13 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა 2010, 2011 და 2012 წლების დაზუსტებული, ასევე, 2013 წლიდან -2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რომელთა შესაბამისად დადგინა, რომ შპს „სკაი სერვისს“ კომისიის წინაშე ერიცხებოდა 303.92 ლარის ოდენობის რეგულირების საფასურის დავალიანება;
- შპს „სკაი სერვისმა“ 2015 წლის 15 ოქტომბერს კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების ყოველწიური საფასური 304 ლარის ოდენობით და კომისიაში წარმოადგინა აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, შპს „სკაი სერვისს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2010 წლის ივნისიდან - 2012 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: N3.1; N3.2 და N3.3; 2013 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით ფორმები: N5.3 და N5.4; დასაკორექტირებელი 2013 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა N1.1-ი (შემოსავლები);
- შპს „სკაი სერვისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამსიად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16) პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასური არის, ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და მაუწყებლების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
კომისია აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით , შპს „სკაი სერვისის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი, ხოლო სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობით კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სკაი სერვისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიაში შემოსული იყო შპს „სკაი სერვისის“ განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე, რომელიც კომისიამ 2015 წლის 13 აგვისტოს N484/12 გადაწყვეტილებით განუხილველად დატოვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიაში არსებული ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო კომპანიამ ითხოვა 1 თვის ვადა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში სრულად წარმოსადგენად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სკაი სერვისს“ უნდა განესაზღვროს 1 თვიანი ვადა შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსებად და კომისიაში წარმოსადგენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 95-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს გაფთხილება შპს „სკაი სერვისს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „სკაი სერვისმა“ სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ, ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სკაი სერვისისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,სკაი სერვისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში, შპს ,,სკაი სერვისისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სკაი სერვისისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
