შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 13:02
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2015
შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ 2015 წლის 1 ივლისს გაეგზავნა N01/1217-15 კომისიის წერილი, რომლის შესაბამისადაც, კომპანიას განემარტა, რომ მის მიერ 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით წარმოდგენილი იყო ცალკეული თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო 2006, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლების გაანგარიშებები საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი. შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“, ამავე წერილით განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად, თუმცა, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (2015 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება N483/12) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით პერიოდის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში არასრულად წარმოდგენისა და 2006, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლების გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ შეტყობინების გაგზავნა სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 14 სექტემბრის N10/6716-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ოქტომბრის N10/7503-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2010, 2011, 2012 (2012 წლის მარტის გარდა) და 2015 (ივლისი და აგვისტო) წლების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 14 სექტემბრის №შ-10/6716-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, რომელშიც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებების შესრულების შესახებ, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 15 სექტემბრის შ-10/6747-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასური.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (6.10.2015; N10/7503-15), კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (15.09.2015; N10/6747-15) და კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს N483/12 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 7 ოქტომბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 15 ოქტომბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040030120349) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ 2015 წლის 13 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა 2009 წლიდან - 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის N6/7700-15;13.10.2015;), ხოლო 2015 წლის 15 ოქტომბერს - 2007 წლის რეგულირების ყოველწლიური საფასურის (ნულოვანი) გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის: N6/7743-15;15.10.2015;).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი ვალერი თუმანიშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევები და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ კომისიის წინაშე აღარ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები. ვალერი თუმანიშვილმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილია 2007 წლის და 2009 წლიდან - 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის: 13.10.2015; N6/7700-15), მათ შორის, 2010 წლიდან ნულოვანი გაანგარიშებები, რაც კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რატი სხრიტლაძემ კომისიის სხდომაზე დაადასტურა. ვ. თუმანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის სხდომამდე შევსებულ და წარმოდგენილ იქნა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (ნულოვანი), რაც კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნ. ჯანელიძემ დაადასტურა.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს N483/12 გადაწყვეტილება შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 15 სექტემბრის N10/6747-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფომრაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათი N10/7503-15;
- 2015 წლის 1 ივლისს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ გაგზავნილი კომისიის წერილი N01/1217-15;
- 2007 წლის 25 იანვარს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2006 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება;
- 2015 წლის 13 ოქტომბერს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2009 - 2015 წლების სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის: 13.10.2015; N6/7700-15);
- 2015 წლის 15 ოქტომბერს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2007 წლის ცალკეული თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის: 15.10.2015; N6/7743-15);
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ თაობაზე ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრებიდან;
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე;
- კომისიის აპარატის ინფორმაციუულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ არის ავტორიზებული პირი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზაციის თარიღი 14.03.2006, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება);
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ 2015 წლის პირველი ივლისის N01/1217-15 წერილით განემარტა გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შესახებ. ამავე წერილით, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ განემარტა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებასა და კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილით შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. კომისიის 2015 წლის პირველი ივლისის N01/1217-15 წერილი შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ ჩაბარდა 2015 წლის 9 ივლისს;
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ 2006 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება კომისიაში წარმოადგინა 2007 წლის 25 იანვარს;
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (7.10.2015), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2007 წლის ნოემბრისა და დეკემბრის, 2009 წლის და 2010 წლის ცალკეული თვეების, 2011, 2012, 2013, 2014 წლების, 2015 წლის იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდის რეგულირების საფასურის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
- 2015 წლის 13 ოქტომბერს, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ კომისიაში წარმოადგინა 2009 წლის რეგულირების საფასურის დაზუსტებული გაანგარიშებები; 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და 2015 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7700-15; 13.10.2015), ხოლო 2015 წლის 15 ოქტომბერს, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ კომისიაში წარმოადგინა 2007 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7743-15; 15.10.2015); წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება;
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ კომისიაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის წარმოსადგენი ჰქონდა 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე (2012 წლის მარტის გარდა) პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა N1.1 (შემოსავლები) და 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეების შესაბამისი ფორმა N1.1 (შემოსავლები);
- შპს „კომუნიკაციების საკონსკულტაციო ჯგუფის“ მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს სრულად იქნა შევსებული და წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;
- შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამსიად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16) პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასური არის, ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების კომისიის მიერ მისთვის 10 სამუშაო დღის ვადაში შეუსრულებლობით, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო 2007 წლის და 2009-2015 წლების პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები; „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ასევე, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს გაფთხილება შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
