„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N512/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2015 12:02
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2015
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N512/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N512/23 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება-დამატება:
ა) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 22 ოქტომბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31 საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ცნობის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
