წვდომის მენიუ

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების შესახებ

ნომერი: 625 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2015 17:44

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2015

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.09.2015 №07/947) მიმართა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა” საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) – 116006 (ძალადობის მსხვეპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” ეს ნომერი ესაჭიროება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურებისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) გაიცემა კომისიის მიერ, მინიჭების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) -116006 ციფრების კომბინაციით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების მიზნით დაინტერესებულმა პირმა კომისიას უნდა მიმართოს განცხადებით, სადაც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდების ასლი და იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიმართულების აღწერა (მისია);

ბ) საზოგადოებრივი მომსახურების იმ სფეროში საქმიანობის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია,  რომელ სფეროშიც ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭებას ითხოვს;

გ) დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2015 წლის 17 სექტემბრის N563/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება     საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მინიჭების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2015 წლის 20 ოქტომბერს 15:00 საათზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია საქმიანობის ძირითადი მიმართულებები (მისია), რომლის შესაბამისადაც, სსიპ  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მიზნებია:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვეპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა;

ე) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია და დახმარება.

როგორც კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ უკვე საქმიანობს ზემოაღნიშნული მიმართულებით ქ. თბილისის ფიქსირებული სატელეფონო ნომრის 322309903 გამოყენებით, რასაც თავის მხრივ ადასტურებს ფონდის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით.

 წარმოდგენილი დოკუმენტაციით ფონდის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად,  სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ გამოყოფილია 6,6 მლნ ლარი, რაც მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვეპლთათვის განკუთვნილი სერვისების (მ. შ. ცხელი ხაზის მომსახურების) ხარჯებს.

 განცხადებას ასევე თანდართული აქვს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N146 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დებულება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 9 ივლისის N01/50716 წერილი.

კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 20 ოქტომბერს 15:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბერიკაშვილი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სხვა მოთხოვნა ამ რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე არ შემოსულა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ წარმოდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  მოთხოვნებს, შესაბამისად,  სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) გამოყენებით, მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით;  თუ  საზოგადოებრივი სამსახურების მომსახურება (დაკარგულ ბავშვთა ცხელი ხაზის - 116 000-ის გარდა) ხელმისაწვდომი არ არის 24 საათის განმავლობაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყველაზე მარტივი და შესაბამისი ფორმით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მომსახურების ხელმისაწვდომობის დროის შესახებ, რაც არ უნდა იყოს დღე-ღამის განმავლობაში 8 საათზე ნაკლები;

ბ) მომსახურება ბოლო მომხმარებლისთვის უნდა იყოს უფასო;

გ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

დ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა კომისიას წარმოუდგინოს გაწეული მომსახურების ანგარიში;

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 და მე-12 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

  1. მიენიჭოს სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი);
  2. სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის გამოყენოს  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით; თუ  საზოგადოებრივი სამსახურების მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის 24 საათის განმავლობაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყველაზე მარტივი და შესაბამისი ფორმით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მომსახურების ხელმისაწვდომობის დროის შესახებ, რაც არ უნდა იყოს დღე-ღამის განმავლობაში 8 საათზე ნაკლები;

ბ) მომსახურება ბოლო მომხმარებლისთვის უნდა იყოს უფასო;

გ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

დ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა კომისიას წარმოუდგინოს გაწეული მომსახურების ანგარიში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის“ ჩაბარებისთანავე;   

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).                                                                                                      

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                                      ელისო ასანიძე

                                                                        გიორგი ფრუიძე                                                                                                                                               

                                                                        მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

          

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები