წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 მაისის № 275/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 629 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2015 18:12

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015  წლის 28  მაისის  №275/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის სასამართლოს მიერ, რეგ. №2/4-563; ს.კ. №201948063)) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7228-15, 25.09.15) ქ. თბილისში მინიჭებული 407.175 მჰც და 412.525  მჰც  სიხშირეების  მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015  წლის 28  მაისის  N 275/7 გადაწყვეტილებით შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას”  მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1052  ნებართვა და მიენიჭა 407.175  მჰც და 412.525 მჰც სიხშირეები  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის” ქ. თბილისში  მინიჭებული 407.175  მჰც და 412.525 მჰც სიხშირეებით  სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. ქობულეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 28 მაისის  N 275/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის
F 1052  ნებართვა და მიენიჭოს 407.175  მჰც და 412.525 მჰც სიხშირეები  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და ქ. ქობულეთში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის”   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები