საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 ივლისის №415/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2015 12:08
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 ივლისის №415/22
გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და
ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 21 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N415/22 შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.
კომისიამ 2015 წლის 21 ივლისს მიღებულ N415/22 გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი - 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე და მთლიანად 2300-2400 მჰც დიაპაზონი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების ITU-ს რადიო რეგულაციების მიხედვით ITU-ს სამივე რეგიონისათვის ე.წ. co-primary (სხვა მომსახურებებთან ერთობლივად პირველადი გამოყენების) საფუძველზე უკვე განაწილებულია IMT (International Mobile Telecommunications) მომსახურებისათვის. ევროკავშირის ფარგლებში 2300-2400 მჰც დიაპაზონის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი უსადენო მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროკომისიამ CEPT-ს გადასცა მანდატი 2.3 გჰც დიაპაზონში უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შემუშავების მოთხოვნით. CEPT -ის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილ იქნა ანგარიშები №55 და №58, ხოლო CEPT -ის ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტმა (ECC) 2014 წლის 27 ივნისს მიიღო ECC/DEC/(14)02 გადაწყვეტილება „2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების შესახებ“. ევროკომისიაში დაწყებულია საჯარო კონსულტაციები ზემოხსენებულ საკითხზე და უახლოეს მომავალში პროცედურის თანახმად, ევროკომისიამ უნდა გამოსცეს გადაწყვეტილება 2.3 გჰც დიაპაზონის უსადენო-ფართოზოლოვანი სისტემებისათვის ჰარმონიზაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2015 წლის 21 ივლისის N415/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში
ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 6 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვრა 3 თვიანი ვადა. კომისიის 2015 წლის 21 ივლისის N415/22 გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მიზნად ისახავდა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანასა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენას.
კომისია აღნიშნავს რომ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა დაიწყო 2015 წლის 6 ოქტომბერს და გაგრძელდა 22 ოქტომბერს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით. ამავე კანონის 472 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად, გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიაში ამ საკითხზე საჯარო კონსულტაციები გაგრძელდა და „2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების შესახებ“ ევროკომისიას პროცედურით გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, კომისიას მიაჩნია რომ ამ ეტაპზე, ევროკომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორცელოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანა 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების ჰარმონიზაციის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ვინაიდან, 2015 წლის 21 ივლისის N415/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა იწურება 2015 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს კომისიის 2015 წლის 21 ივლისის №415/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით რომ ევროკომისიაში გრძელდება საჯარო კონსულტაციები 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით და შესაძლებელია უახლოეს პერიოდში ევროკომისიის მიერ მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება, კომისიას მიაჩნია რომ უნდა დაიწყოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 47-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს კომისიის 2015 წლის 21 ივლისის N415/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 5 იანვარს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის (ს. შავგულიძე) და სტრატეგიული განვითარების (თ. ტყეშელაშვილი) დეპარტამენტებს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
