საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2015 17:34
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბერის №77 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბერის №77 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:
ა) შპს ”სათოჯანის” საავტორიზაციო განცხადების განხილვის შესახებ;
ბ) უცხოური საწარმოს ფილიალი ”ყატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)-ის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;
გ) შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;
დ) შპს ”ვიქტორია სექიურითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;
ე) შპს ”გრანდი 2012”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;
ვ) შპს „მაქრო ტურიზმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ;
ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 მაისის №227/22
გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბერის №77 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №77 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 29 ოქტომბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მაქრო ტურიზმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს ”გრანდი 2012”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- უცხოური საწარმოს ფილიალი ”ყატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)-ის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს ”ვიქტორია სექიურითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს ”სათოჯანის” საავტორიზაციო განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ივერია მოტორსის“ წინააღმდეგ სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს: თ.ჯოგიაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
- შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნოშრევან სამხარაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- სატენდერო კომისიის განაცხადის განხილვის თაობაზე (მომხს. გ.სულუხია - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 მაისის №227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
