წვდომის მენიუ

ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 648 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2015 11:56

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015

ააიპ  „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ამავე პუნქტის გ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 7 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/6531-15; 07.09.2015), საიდანაც ირკვევა, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ პერიოდულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს (რისი წარმოდგენის ვალდებულებაც განსაზღვრულია კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით). კომისიამ, ააიპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ 2015 წლის 17 აგვისტოს N05/1739-15 გამაფრთხილებელი წერილით განუსაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად. აღნიშნული წერილი, კომპანიას 2015 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.

2015 წლის 5 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი N10/7432-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის  ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათით დამატებით ეცნობა, რომ  ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის ფორმა N1.5 (მაუწყებლის ფინანსები), ხოლო წარმოსადგენი აქვს  2014 და 2013 წლების წლიური ფორმები N1.2 და N1.3, ასევე, 2014 წლის იანვრიდან კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურებები ნაწილობრივ).

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 5 ოქტომბრის  №10/7431-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“  2013 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბრის №შ-10/6531-15  მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის  19 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 22 ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე ააიპ „მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040030121098), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარდა 2015 წლის 19 ოქტომბერს (ჩაბარების თარიღი:19.10.2015; ჩაიბარა: ლიკა სიდამონიძე, მენეჯერი).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე   გამოცხადდა  ააიპ „მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დირექტორი ირაკლი დათაშიძე, რომელიც დაეთანხმა კომისიას და განმარტა, რომ კომპანიამ, სხდომის დაწყებამდე, კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების და  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიას ესაჭიროებოდა დრო  ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესასწავლად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის 2015 წლის 29 ოქტომბრისათვის გადადების თაობაზე.

2015 წლის 29 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის N10/8318-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ  ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია. სამსახურებრივი ბარათიდან, აგრეთვე დგინდება, რომ კომპანიას დღეის მდგომარეობით არც სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება არ გააჩნია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე   გამოცხადდა  ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დირექტორი ირაკლი დათაშიძე, რომელიც დაეთანხმა კომისიის არგუმენტაციას  და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიას წარმოსადგენი და შესავსები დარჩა მხოლოდ სტატისტიკური ანგარიშგების 2013 წლის შესაბამისი ფორმები.

კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა (რ. სხირტლაძე) განმარტა, რომ  ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა  ნაწილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა, თუმცა კომპანიას კვლავ შესავსები დარჩა 2013 წლის წლიური ფორმები:N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის მეორე კვარტლიდან მეოთხე კვარტლის ჩათვლით ფორმა N1.6.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 07 სექტემბრის  №შ-10/6531-15  მოხსენებითი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათი;
  4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის  29 ოქტომბრის  N10/8318-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის 2015 წლის 17 აგვისტოს, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის თაობაზე, N05/1739-15 ააიპ „მედია ცენტრისათვის „ღია აფხაზეთისათვის“ მიწერილი  წერილი და ამ წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (18.08.2015; N05/1739-15);
  6. ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“  კუთვნილი კერძო NB96, NB93 და  NB102 რადიომაუწყებლობის  ლიცენზიები (მოქმედების ვადა:28.12.2017; 17.09.2017; 25.07.2018);
  7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ააიპ „მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ შესახებ მონაცემები;
  8. 2015 წლის 22 და 29 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე ააიპ „მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
  9. 2015 წლის 29 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ. სხირტლაძე) მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი: ციფრული (ღია აფზახეთისათვის მულტიპლექსი, თანამგზავრული (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო), სხვა ტექნოლოგია; ფასიანი (ციფრული), უფასო (ინტერნეტი, თანამგზავრული); საქმიანობის მოკლე აღწერილობა: მხატრული ფილმები, მუსიკლაური კლიპები, საინფორმაციო ყოველდღიური და პოლიტიკური თოქშოუს გამოშვება კვირაში ორჯერ; ავტორიზაციის თარიღი: 15/07/2015);
  2. ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის NB96, NB93 და NB102  ლიცენზიების მფლობელს (მოქმედების ვადა:28.12.2017; 17.09.2017; 25.07.2018). აღნიშნული ლიცენზიების დანართი N2-ის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
  3. ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ NB96, NB93, NB102 ლიცენზიების დანართით N2-ის „ა“ პუნქტის თანახმად, განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
  4. ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2013 წლის მარტის თვის შემდეგ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური არ ჰქონდა ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე;
  6. ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“,  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ცალკეული ფორმები, კერძოდ: 2014 და 2013 წლების წლიური ფორმები N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის იანვრიდან კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურეობები, ნაწილობრივ);
  7. ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“,  გადაწყვეტილების მიღების დღეს, 2015 წლის 29 ოქტომბერს, არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ცალკეული ფორმები, კერძოდ: 2013 წლის წლიური ფორმები N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის მეორე კვარტლიდან მეოთხეს ჩათვლით კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურეობები, ნაწილობრივ);
  8. ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“,  2015 წლის 22 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რომელთა შესაბამისად დგინდება, რომ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია;
  9. ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ 2014 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა N05/1739-13  გამაფრხილებელი წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად და განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად (ჩაბარების თარიღი: 18.08.2015);
  10. ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“,   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისათვის არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის,ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვისარასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, ან წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
  6. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების  კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და პერიოდულობით შეუსრულებლობით ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“   მიერ დარღვეულ იქნა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტები, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კანონით ამისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევით  წარმოდგენით, ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“,   მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი,  მაუწყებლობის ლიცენზიების (NB96, NB93 და NB102) დანართი N2-ის ა) და დ) პუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და   კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის წევრის კახი ბექაურის განსხვავებული აზრი:

კახი ბექაურმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ იგი, როგორც ერთი კომისიის წევრი, წინააღმდეგია შპს „მომავლის რეკლამის“ სანქცირებისა, ვინაიდან  უნდა იყოს განსხვავება იმ პირებს შორის რომლებიც წლების განმავლობაში არღვევენ კანონს და არ არსრულებენ მათზე, როგორც ავტორიზებულ პირებზე დაკისრებულ ვალდებულებებს და იმ პირებს შორის, რომლებიც არიან კანონმორჩილნი, მაგრამ საქმიანობის რაღაც ეტაპზე გამორჩენილი აქვთ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგები ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა, თუმცა შემდგომში ნებაყოფლობით აქვთ აღმოფხვრილი დარღვევები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5  პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,  95-ე, 98-ე და 99-ე  მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების,  მაუწყებლობის NB96 ლიცენზიის დანართი N2-ის ა) და დ) პუქნტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, კომისიის წევრები: ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: კახი ბექაური)

გადაწყვიტა:

  1. ააიპ „მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5  პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა, მაუწყებლობის ლიცენზიების (NB96, NB93, NB102) დანართის N2-ის ა) და დ) პუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს ააიპ „მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ 10 სამუშაო დღის ვადაში  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2013 წლის ფორმები N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის მეორე კვარტლიდან მეოთხე კვარტლის ჩათვლით ფორმა N1.6 შევსება;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების  ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  ააიპ „მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-7 მე-8 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები