წვდომის მენიუ

შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 649 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2015 11:53

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015

შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ამავე პუნქტის გ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე  ფუნქციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 7 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/6527-15; 07.09.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „მომავლის რეკლამა“ პერიოდულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს (რისი წარმოდგენის ვალდებულებაც განსაზღვრულია კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით). კომისიამ, შპს „მომავლის რეკლამას“, 2015 წლის 17 აგვისტოს N05/1731-15 გამაფრთხილებელი წერილით განუსაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად.  აღნიშნული წერილი, შპს „მომავლის რეკლამას“ 2015 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა(გზავნილის კოდი:040026754075), თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება. 

2015 წლის 5 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი N10/7432-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის  ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათით დამატებით ეცნობა, რომ  შპს „მომავლის რეკლამამ“ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის ფორმა N1.5 (მაუწყებლის ფინანსები), ხოლო რაც შეეხება წინა წლებს, კომპანიას წარმოსადგენი აქვს შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2014 და 2013 წლების წლიური ფორმები N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის იანვრიდან კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურეობები, ნაწილობრივ).

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 5 ოქტომბრის  №10/7431-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „მომავლის რეკლამას“ 2015 წლის თებერვლის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბრის №შ-10/6527-15  მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის  19 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მომავლის რეკამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 22 ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „მომავლის რეკლამას“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040030121068), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „მომავლის რეკლამას“ ჩაბარდა 2015 წლის 19 ოქტომბერს (ჩაბარების თარიღი:19.10.2015; ჩაიბარა: ლიკა სიდამონიძე, მენეჯერი).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე   გამოცხადდა შპს „მომავლის რეკლამის“ დირექტორი ირაკლი დათაშიძე, რომელიც დაეთანხმა კომისიას და განმარტა, რომ კომპანიამ, სხდომის დაწყებამდე, კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების და  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიას ესაჭიროებოდა დრო შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესასწავლად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის 2015 წლის 29 ოქტომბრისათვის გადადების თაობაზე.

2015 წლის 29 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის N10/8317-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ შპს „მომავლის რეკლამას“ 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია. სამსახურებრივი ბარათიდან, აგრეთვე დგინდება, რომ კომპანიას დღეის მდგომარეობით არც სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება არ გააჩნია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე   გამოცხადდა შპს „მომავლის რეკლამის“ დირექტორი ირაკლი დათაშიძე, რომელიც დაეთანხმა კომისიას  და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიას წარმოსადგენი და შესავსები დარჩა მხოლოდ სტატისტიკური ანგარიშგების 2013 წლის შესაბამისი ფორმები.

კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა (რ. სხირტლაძე) განმარტა, რომ შპს „მომავლის რეკლამამ“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა  ნაწილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა, თუმცა კომპანიას კვლავ შესავსები დარჩა 2013 წლის წლიური ფორმები:N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის მეორე კვარტლიდან მეოთხე კვარტლის ჩათვლით ფორმა N1.6.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 07 სექტემბრის  №შ-10/6527-15  მოხსენებითი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის  N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათი;
  4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 29  ოქტომბრის  N10/8318-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის 2015 წლის 17 აგვისტოს, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე, N05/1731-15 შპს „მომავლის რეკლამისათვის“ მიწერილი გამაფრხილებელი წერილი და ამ წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (18.08.2015; N05/1731-15);
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მომავლის რეკლამის“ შესახებ მონაცემები;
  7. 2015 წლის 22 და 29 ოქტომბრის კომისიის სხდომებზე შპს „მომავლის რეკლამის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
  8. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს მიცემული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „მომავლის რეკლამა“ არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 28/07/2014; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: მუსიკალური, გასართობი ტელემაუწყებლობის განხორციელება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით; გავარცელების ტექნოლოგიები: ციფრული (N/A), თანამგზავრული (საქართველოს), ინტერნეტი (საქართველო), სხვა ტექნოლოგიები (საქართველო), ფასიანი (ციფრული), უფასო (თანამგზავრული), უფასო (სხვა ტექნოლოგია), მაუწყებლობის ენა: ქართული, ხანგძლივობა :12 საათი.);
  2. შპს „მომავლის რეკლამა“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის მფლობელს (ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზირებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა; მოქმედების ვადა:08.04.2025). NB76 ლიცენზიის, დანართი N2-ის გ) ქვეპუნქტის თანახმად, შპს „მომავლის რეკლამას“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
  3. შპს „მომავლის რეკლამას“ NB76 ლიცენზიის, დანართი N2-ის პ) ქვეპუნქტის თანახმად, სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
  4. შპს „მომავლის რეკლამა“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. შპს „მომავლის რეკლამას“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2015 წლის თებერვლის თვის შემდეგ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური არ ჰქონდა ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე;
  6. შპს „მომავლის რეკლამას“,  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ცალკეული ფორმები, კერძოდ: 2014 და 2013 წლების წლიური ფორმები  N1.2 და N1.3; 2014 წლის იანვრიდან კვარტალური ფორმა N1.6;
  7. შპს „მომავლის რეკლამას“ გადაწვეტილების მიღების დროს, 2015 წლის 29 ოქტომბრისათვის, არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ცალკეული ფორმები, კერძოდ: 2013 წლის წლიური ფორმები: 1.2 და 1.3; 2014 წლის მეორე კვარტლიდან მეოთხე კვარტლის ჩათვლით ფორმა N1.6;
  8. შპს „მომავლის რეკლამამ“ გადაწყვეტილების მიღების დროს, 2015 წლის 29 ოქტომბრისათვის,  კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, რომელთა შესაბამისად, კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია;
  9. შპს „მომავლის რეკლამას“  2014 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა N05/1731-13  გამაფრთხილებელი წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად და განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად (ჩაბარების თარიღი:18.08.2015);
  10. შპს „მომავლის რეკლამის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის,ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვისარასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობისშემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
  5. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, ან წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების  კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და პერიოდულობით შეუსრულებლობით, შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის  დანართი N2-ის მე-2 პუნქტის  პ) ქვეპუნქტი, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კანონით ამისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევით  წარმოდგენით, შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი, მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის  დანართი N2-ის მე-2 პუნქტის გ) და პ) ქვეპუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მომავლის რეკლამის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მომავლის რეკლამას“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მომავლის რეკლამას“ უნდა  დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის წევრის კახი ბექაურის განსხვავებული აზრი:

კახი ბექაურმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ იგი, როგორც ერთი კომისიის წევრი, წინააღმდეგია შპს „მომავლის რეკლამის“ სანქცირებისა, ვინაიდან  უნდა იყოს განსხვავება იმ პირებს შორის რომლებიც წლების განმავლობაში არღვევენ კანონს და არ არსრულებენ მათზე, როგორც ავტორიზებულ პირებზე დაკისრებულ ვალდებულებებს და იმ პირებს შორის, რომლებიც არიან კანონმორჩილნი, მაგრამ საქმიანობის რაღაც ეტაპზე გამორჩენილი აქვთ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგები ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა, თუმცა შემდგომში ნებაყოფლობით აქვთ აღმოფხვრილი დარღვევები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის  დანართი N2-ის გ) და პ) პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, კომისიის წევრები: ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: კახი ბექაური)

გადაწყვიტა:

  1. შპს „მომავლის რეკლამას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა, მაუწყებლობის NB76 ლიცენზიის დანართი N2-ის გ) და პ) პუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს შპს „მომავლის რეკლამამ“  10 სამუშაო დღის ვადაში  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2013 წლის ფორმები N1.2 და N1.3, ასევე 2014 წლის მეორე კვარტლიდან მეოთხე კვარტლის ჩათვლით ფორმა N1.6 შევსება;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „მომავლის რეკლამისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მომავლის რეკლამისათვის“  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-7 და მე-8  პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                         მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები