წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 66 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2015 20:04

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ                 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-14/3447, 13.01.2015) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის MARIUPOL – 88.0 MHz მინიჭებული სიხშირის კოორდინაციის შესახებ (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია).

                წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურის ფუნქციონირება არ წარმოქმნის მავნე რადიოხელშეშლებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რადიოსადგურებისთვის და რეგიონალური შეთანხმება Geneva 84–ის მე–4 თავის შესაბამისად (რომელიც მოიცავს სიხშირეთა კოორდინაციის პროცედურებს),  MARIUPOL – 88.0 MHz შეიძლება ჩაითვალოს კოორდინირებულად.

                “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                   მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის MARIUPOL – 88.0 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (№ 11.3-14/3447, 13.01.2015) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;

2.                   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;

3.                   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.                   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები