წვდომის მენიუ

შპს „TV3”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 664 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 13:04

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2015

შპს „TV3”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/6529-15, 07.09.2015) თანდართული მასალით (შპს ,,TV3”-ის თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;  კომისიის 2015 წლის 17 აგვისტოს №05/1717-15 წერილის შპს ,,TV3”-სთვის  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,TV3”-ს  პერმანენტულად  არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, რომლითაც კომპანიას განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა შესაბამისი ინფორმაციის წარმოსადგენა, (წერილი №05/1717-15; 17.08.2015; ჩაბარება:18.08.2015), შპს ,,TV3”-ის მიერ  არ განხორციელებულა შესაბამისი ქმედება და კომპანიას წარმოსადგენი აქვს შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2015 წლის პირველი და მეორე კვარტლის ფორმა N1.5 (მაუწყებლობის ფინანსები); 2013 და 2014 წლების წლიური ფორმები N1.2 და N1.3; 2014 წლის კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურებები), ასევე 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე და 2015 წლის მარტიდან ფორმა 1.1.(შემოსავლები).

2015 წლის 5 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 5 ოქტომბრის  №შ-10/7431-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/7470-15, 5.10.2015) ეცნობა, რომ  შპს ,,TV3”-ს 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები კომისიაში არ წარმოუდგენია, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების (№შ-10/6529-15, 07.09.2015;  №შ-10/7470-15, 5.10.2015) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 23 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,TV3”-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 28 ოქტომბერს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,TV3”-ს  ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით (№03/2408-15; 23.10.2015; ჩაბარება: 27.10.2015; დათი ტაბუცაძე, ორგანიზაციის წარმომადგენელი) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „TV3”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას გაეგზვნა იმ მისამართზე, რომელი მისამართიც ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 27 ოქტომბერს, რაც დათო ტაბუცაძის ხელისმოწერით დასტურდება, შესაბამისად, კომისიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ 28 ოქტომბრის სხდომაზე საკითხის განხილვა გადადო 2015 წლის 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „TV3”-ს ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040030122242).

2015 წლის 5 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის დაზუსტებული (5.11.2015;N10/8504-15) და საფინანსო დეპარტამენტის (5.11.2015; N10/8501-15) სამსახურებრივი ბარათები, რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „TV3”-ს  2015 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2014 წლის ნოემბრიდან  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე კომპანიას კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში წარმოსადგენი აქვს შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები: ფორმა N1.1- 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით; 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით; 2015 წლის მარტიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით; ფორმა 1.2 -2010 წლიდან  -2014 წლის ჩათლით; ფორმა N1.3- 2013 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით; ფორმა N1.5 – 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით და ფორმა N1.6 – 2015 წლის პირველი კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „TV3”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №03/2470-15 შეტყობინება ჩაიბარა შპს „TV3”-ს წარმომადგენელმა ირაკლი ბარამიამ,  რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040030122242). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „TV3-“-ის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/6529-15, 07.09.2015);

2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/7470-15, 5.10.2015);

3. კომისიის 2015 წლის 17 აგვისტოს №05/1717-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,TV3”-თვის  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026754253; ჩაბარების თარიღი: 18.08.2015);

4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №შ-10/8501-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „TV3”-ს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით;

5. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №შ-10/8504-15  სამსახურებრივი ბარათი შპს „TV”-ს  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე;

6. შპს „TV3”-თვის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილი შეტყობინება (N03/2408-15) და ამ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (27.10.2015);

7. შპს „TV3”-თვის 2015 წლის 29 ოქტომბერს გაგზავნილი შეტყობინება (N03/2470-15) და ამ შეტყობინებიჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (29.10.2015);

8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,TV3”-ის  შესახებ მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,TV3”-ი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2010 წლის 25 იანვარი; ავტორიზებული საქმიანობა -  მაგისტრალურია საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშალებებით უზრუნველყოფა);

2. შპს ,,TV3”-ი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს   (ავტორიზაციის თარიღი: 2012  წლის 5 ივლისი;  მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: საკუთარ სტუდიაში საავტორო გადაცემებისა და დებატების, სარეკლამო და საიმიჯო რგოლების გადაღება, ყოველდღიური საინფორმაციო სიუჟეტების დამზადება და შემეცნებითი დოკუმენტების ვიდეო რგოლების დამზადება; მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: უფასო (თანამგზავრული(საქართველო), ინტერნეტი, სხვა); მაუწყებლობის ხანგძლივობა: 24 სთ);

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  2015 წლის 17 აგვისტოს,   კომისიამ წერილობით (№05/1717-15) მიმართა  შპს ,,TV3”-ს და მოსთხოვა  10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 18 აგვისტოს, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე: ქ.თბილისი, გორგასლის მე-3 შესახ. 15;   (გზავნილის კოდი: 040026754253);

5. შპს ,,TV3”-ს არც  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის, ისევე როგორც,  2015 წლის 5 ნოემბერს, არ ჰქონდა კომისიაში წარმოდგენილი შემდეგი სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმები: ფორმა N1.1- 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით; 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით; 2015 წლის მარტიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით; ფორმა 1.2 -2010 წლიდან  -2014 წლის ჩათლით; ფორმა N1.3- 2013 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით; ფორმა N1.5 – 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით და ფორმა N1.6 – 2015 წლის პირველი კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით;

6. შპს „TV3“-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებ, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება;

7.  შპს „TV3“-ს  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული  პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია:

1. შპს „TV3“-ი, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირის მიერ:

ა) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას;

ბ) რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას;

ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „TV3“-ს  სანქცირების საფუძველს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  რომლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.  გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „TV3“-ის  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „TV3“-ს  უნდა დაევალოს   შესაბამისი სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და რეგულირების საფასურის გადახდა.

2. შპს „TV3“-ს  , როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირის მიერ:

ა) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება; 

ბ) რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილება;

ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „TV3“-ის  სანქცირების საფუძველს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „TV3“-ის  მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს გაფრთხილება. ამავე დროს, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV3“-ს  უნდა დაევალოს  შესაბამისი სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და რეგულირების საფასურის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ)  ქვეპუნქტების,  43-ე მუხლის პირველი პუნქტის,  44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების,  მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2,  მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „TV3“-ს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს,  მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ)  ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „TV3“-ს, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს,  მიეცეს გაფრთხილება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა  და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

3. უზრუნველყოს შპს „TV3“-მა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში  ავტორიზებულმა პირმა,  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.  უზრუნველყოს შპს „TV3“-მა,  როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში ავტორიზებულმა პირმა,  რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV3“-სთვის  ჩაბარება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „TV3“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა  მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ  ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები