ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 13:09
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2015
ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 17 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 სექტემბრის №შ-10/6817-15 მოხსენებითი ბარათი საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილების (ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) მე-3 პუნქტის კონტროლი დაევალა კომისიია აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენის ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას. აღნიშნული გადაწყვეტილება ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს ჩაბარდა 2015 წლის 8 სექტემბერს, თუმცა კომპანიას არ განუხორციელებია შესაბამისი ქმედება და კომისიაში არ წარმოუდგენია 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა არ განუხორციელებია.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს 2015 წლის 28 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი N10/7268-15, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის თანახმად, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალა კონტროლი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, რაც გულისხმობს ავტორიზებული პირის ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებულ 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობას. აღნიშნული გადაწვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 8 სექტემბერს, თუმცა ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA” არ განუხორციელებია შესაბამისი ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 28 სექტემბრის №შ-10/7268-15 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 სექტემბრის №შ-10/6817-15 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 23 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის ნომერი:03/2410-15), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს ჩაბარდა 2015 წლის 26 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040030121856).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას გაეგზვნა იმ მისამართზე, რომელი მისამართიც ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 26 ოქტომბერს, რაც ნინო ბერიკაშვილის ხელმოწერით დასტურდება. შესაბამისად, კომისიის მიერ დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ 28 ოქტომბრის სხდომაზე საკითხის განხილვა გადადო 2015 წლის 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს ეცნობა შეტყობინებით (N03/2471-15; 29.10.2015).
2015 წლის 5 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური (5.11.2015;N10/8504-15) და საფინანსო დეპარტამენტების (5.11.2015; N10/8501-15) სამსახურებრივი ბარათები, რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიან „POLYTRON GEORGIA“ 2015 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2014 წლის იანვრის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე ავტორიზაციის გავლიდან დღემდე სტატისტიკური ანგარიშგების ყველა ფორმა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიან „POLYTRON GEORGIA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №03/2471-15 განმეორებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაიბარა ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს წარმომადგენელმა (კანცელარია) ნ. ბერიკაშვილმა, რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040030122271). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 სექტემბრის №შ-10/6817-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 28 სექტემბრის №შ-10/7268-15 მოხსენებითი ბარათი;
- ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს მიერ 2011 წლის 17 ნოემბრიდან (ავტორიზაციის დღიდან) 23 ოქტომბრის პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარმოდგენის სტატისტიკა კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს შესახებ მონაცემები.
- კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილება ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA” -თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 28 ოქტომბრის N10/8278-15 სამსახურებრივი ბარათი კომპანიის 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0.5% თაობაზე;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №შ-10/8501-15 სამსახურებრივი ბარათი ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №შ-10/8504-15 სამსახურებრივი ბარათი ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 17.11.2011; ავტორიზებული საქმიანობის საახები: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება);
- ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილებით, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს მიეცა გაფრთხილება და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა 10 სამუშაო დღის ვადაში 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპანიას დაევალა სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 8 სექტემბერს.
- ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიან „POLYTRON GEORGIA”-ს ავტორიზაციის დღიდან (17.11.2011) გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (2015 წლის 5 ნოემბერი) კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი და შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების არც ერთი ფორმა;
- ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (5.11.2015) არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის თებერვლის თვიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს მიმართ გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმა - გაფრთხილება, კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილებით ავტორიზებული პირის მიმართ გამოყენებული იქნა გაფრთხილება, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ან არის მაუწყებელი, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების ავტორიზაციის დღიდან დღემდე (2015 წლის 5 ნოემბერი) შეუსრულებლობით, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობით, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი და კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს მიმართ გამოყენებული იყო გაფრთხილება, იდენტური დარღვევისათვის, კერძოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, სახეზეა დენადი ხასიათის დარღვევა, რომელიც არ იქნა აღმოფხვრილი ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს მიერ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში და გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას 2014 წლის თებერვლიდან კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 28 ოქტომბრის N10/8278-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შეუძლებელია ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის, შესაბამისად კი მისი 0.5% დადგენა, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიან „POLYTRON GEORGIA“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;
კომისიას ასევე მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA”-ს უნდა დაევალოს ავტორიზაციის დღიდან (17.11.2011) შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში უნდა დაევალოს 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების და კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს N506/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში ავტორიზაციის დღიდან (17.11.2011) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
- უზრუნველყოს ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
- უზრუნველყოს ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251 და გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 5 დღის ვადაში წარმოდგენა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-თვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „POLYTRON GEORGIA“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
