შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 13:12
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2015
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/6530-15; 07.09.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „რადიო კომპანი პირველი რადიო“ პერიოდულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს (რისი წარმოდგენის ვალდებულებაც განსაზღვრულია კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით). კომისიამ, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2015 წლის 17 აგვისტოს N05/1732-15 წერილით განუსაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად. აღნიშნული წერილი, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2015 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
2015 წლის 5 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი N10/7432-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათით დამატებით ეცნობა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ კომისიაში წარმოსადგენი აქვს შემდეგი წლების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2014 წლის მეოთხე კვარტლის და 2015 წლის პირველი და მეორე კვარტლის ფორმა N1.5; 2013 და 2014 წლების ფორმები: N1.2 და N1.3; 2014 წლის იანვრიდან - ფორმა N1.6.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 5 ოქტომბრის №10/7431-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და მთლიანობაში გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 84.66 ლარი (მიმდინარე თვის 75.57 ლარი და ივლისის თვის დარჩენილი - 9.09 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბრის №შ-10/6530-15 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 19 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 22 ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040030121054), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ჩაბარდა 2015 წლის 19 ოქტომბერს (ჩაბარების თარიღი:19.10.2015; ჩაიბარა: გიორგი აფციაური, მენეჯერი).
2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტმა (ნ. ჯანელიძე) განაცხადა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ სხდომის დაწყების წინ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის სექტემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (კომისიაში რეგისტრაციის: 22.10.2015; N6/8106-15), რის გამოც ვერ მოესწრო შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ რეგულირების საფასურის ზუსტი დავალიანების გამოანგარიშება 22 ოქტომბრის მდგომარეობით; კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რეგულირების საფასურის დავალიანების გარდა კომპანიას ასევე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 13,403.25 ლარის ოდენობით.
კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას გაეგზვნა იმ მისამართზე, რომელი მისამართიც ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 19 ოქტომბერს, რაც გიორგი აფციაურის ხელმოწერით დასტურდება.
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2015 წლის 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე გადაეტანა, დაინტერესებული პირის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, რის თაობაზეც შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ეცნობა N03/2438-15 შეტყობინებით და მას დამატებით გადაეგზავნა, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის N10/8152-15 სამსახურებრივი ბარათი სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების თაობაზე.
2015 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 20 ოქტომბრის N10/7930-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით N10/8059-15 ეცნობა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ წარმოსადგენი აქვს 2014 წლის მეოთხე კვარტალის და 2015 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლის ფორმა N1.5; 2013 და 2014 წლების ფორმა N1.2 და N1.3; 2014 წლის აპრილიდან - ფორმა N1.6.
2015 წლის 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი 20 ოქტომბრის N10/7931-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის N10/8152-15 დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით და 2015 წლის 23 ოქტომბრის N10/8154-15 მოხსენებითი ბარათით ეცნობა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და კომპანიას მთლიანობაში ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 84.66 ლარი, ასევე შპს „რადიო კომპანია პირველ რედიოს“ ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება NB45 და NB79 ლიცენზიებზე, კერძოდ NB45 ლიცენზიის დავალიანება შეადგენს 4, 189.50 ლარს, ხოლო NB79 ლიცენზიის დავალიანებაა 9,21375 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა (ელექტრონული ფოსტით) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შუამდგომლობა 29 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომის გადადების თაობაზე, კომპანიის წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო.
2015 წლის 29 ოქტომბერს კომისიამ დააკმაყოფილა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შუამდგომლობა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების შესახებ და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ეცნობა შეტყობინებით (N03/2517-15; 02.11.2015).
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 5 ნოემბერს დამატებით გადაეცა, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის N10/8500-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 5 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და დაფარული აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება. სამსახურებრივი ბარათიდან აგრეთვე ირკვევა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 5 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება სალიცნეზიო გადასახდელის დავალიანება 13,403.25 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან ტაბიძე, რომელმაც აღიარა დარღვევბი და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხულია რეგულირების საფასურის დავალიანება და წამოდგენილია 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ხოლო რაც შეეხება სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, კომპანიის მიერ უმოკლეს პერიოდში მოხდება მათი შევსება და კომისიაში წარმოდგენა.
ლევან ტაბიძემ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე დასძინა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს რეკლამა, კომპანიაში შექმნილია ფინანსური პრობლემები, ვინაიდან გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო რადიოში. სწორედ ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ ვერ განახორციელა გრაფიკით გაწერილი ყოველთვიური სალიცენზიო გადასახადის გადახდა. აქედან გამომდინარე, მან თხოვნით მიმართა კომისიას, რომ თუ არის შესაძლებელი, დავალიანების ნაწილი (30%) კომპანიამ გადაიხადოს ა.წ. 31 დეკემბრამდე, დანარჩენის გადახდა კი მოახდინოს ახალი შეთანხმებული გრაფიკით;
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 07 სექტემბრის №შ-10/6531-15 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის N10/8059-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის N10/8151-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2015 წლის 17 აგვისტოს N05/1732-15 წერილი, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე, გაგზავნილი შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ და ამ წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (18.08.2015; N05/1732-15);
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის N10/8154-15 მოხსენებითი ბარათი შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ სალიცენზიო გადასახადელის დავალიანების თაობაზე;
- 2015 წლის 22 ოქტომბრის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2015 წლის სექტემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება (კომისიაში რეგისტრაციის:22.10.2015; N6/8106-15);
- 2015 წლის 5 ნოემბრის კომისიის აპარატის საფინანსო დეპარატემენტის სამსახურებრივი ბარათი N10/8500-15 შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ კომისიაში განხორციელებული რეგულირების საფასურის დავალიანების ჩარიცხვისა და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების თაობაზე;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები;
- 2015 წლის 22 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტის ნ. ჯანელიძეს მიერ მიეცემული ახსნა-განმარტება;
- 2015 წლის 5 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან ტაბიძეს მიერ მიეცემული ახნსა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB79, NB46 და NB45 ლიცენზიების მფლობელს (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; მოქმედების ვადა: 21.01.2025; 20.04.2024; 03.08.2024).
- მაუწყებლობის NB79, NB46 და NB45 ლიცენზიების N2 დანართების დ) ქვეპუნქტების თანახმად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
- მაუწყებლობის NB79, NB46 და NB45 ლიცენზიების N2 დანართების ჟ) ქვეპუნქტების თანახმად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
- მაუწყებლობის NB79 ლიცენზიის დანართი N3-ის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ განესაზღვრა სალიცნზიო გადასახდელის - 36,855.00 ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე დანართში მოცემული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 2015 წლის 16 თებერვლიდან - 2018 წლის16 იანვრის ჩათვლით, თვეში 1,023.75 ლარის ოდენობის ჩარიცხვა;
- მაუწყებლობის NB45 ლიცენზიის დანართი N3-ის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ განესაზღვრა სალიცნზიო გადასახდელის - 10692.00 ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე დანართში მოცემული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 2014 წლის 3 სექტემბრიდან - 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით, თვეში 891.00 ლარის ოდენობის ჩარიცხვა;
- შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), კომისიის ანგარიშზე ერიცხებოდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება 84.66 ლარი, რაც მის მიერ 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებით დგინდება;
- შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (5.11.2015) კომისიაში წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და განახორციელა რეგულირების საფასურის დავალიანების კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;
- შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ერიცხება სალიცნეზიო გადასახდელის დავალიანება - 13,403.25 ლარის ოდენობით, კერძოდ: NB45 ლიცენზიისათვის - 4,189.50 ლარი, ხოლო NB79 ლიცენზიისათვის - 9,213.75 ლარი;
13. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), ასევე გადაწყვეტილების მიღების დროს არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ცალკეული ფორმები, კერძოდ: 2014 წლის მეოთხე კვარტლის და 2015 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლის ფორმა N1.5; 2013 და 2014 წლების ფორმები: N1.2 და N1.3; 2014 წლის აპრილიდან ფორმა N1.6;
14. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2014 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა კომისიის N05/1732-13 წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად და განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად (ჩაბარების თარიღი: 18.08.2015);
15. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობისშემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიას, ან წარმოადგენს მაუწყებელს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობით, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტები და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მოთხოვნები, ხოლო რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანარიშებების და შესაბამისად რეგულრების საფასურის დავალიანების, კომისიისათვის ამისათვის განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობით, ასევე სალიცენზიო გადასახელის დავალიანების გადაუხდელობით, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი, ასევე, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის NB79, NB46 და NB45 ლიცენზიებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ უნდა დაევალოს შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშეგბის ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, აგრეთვე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 13.403.25 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, მაუწყებლობის NB79, NB46 და NB45 ლიცენზიების დანართი N2-ის დ) და ჟ) ქვეპუნქტების, ასევე NB79 და NB45 ლიცენზიების დანართი N3-ის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების და მაუწყებლობის NB79, NB46 და NB45 ლიცენზიების დანართი N2-ის დ) და ჟ) ქვეპუნქტებით და NB79 და NB45 ლიცენზიების დანართი N3-ით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2.უზრუნველყოს შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ 10 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2014 წლის მეოთხე კვარტლის და 2015 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლის ფორმა N1.5-ს, 2013 და 2014 წლების N1.2 და N1.3 ფორმების, 2014 წლის აპრილიდან - ფორმა N1.6-ის შევსება;
3. უზურუნველყოს შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიოს“ 10 სამუშაო დღის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 13,403.25 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
4. დაევალოს შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მე-3 პუნქტში აღნიშნული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა;
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
