შპს „ICT Solutions“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 12:56
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2015
შპს „ICT Solutions“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 5 ოქტომბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის Nშ_10/7443-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. გაფრთხილების წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „ICT Solutions“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (წერილი N05/1526-15; 20.07.2015), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბერის Nშ-10/7809-15 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისგან, კერძოდ: 1. რა პერიოდიდან არ წარმოადგენს შპს „ICT Solutions“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და კონკრეტულად რომელ ფორმებს. ასევე გამოთხოვილ იქნა შპს „ICT Solutions“-ისთვის გაგზავნილი კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 შეტყობინება.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 16 ოქტომრის Nშ-10/7809-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად წარმოდგენილი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დაპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბერს Nშ-10/8031-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ICT Solutions“, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს: 1. 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 1.1 -ი (შემოსავლები); 2. 2013 და 2014 წლების (წლიური) ფორმა 1.2 და 1.3; 3. ასევე წარმოსადგენი აქვს 4.1, 4.2 და 5.4 ფორმები. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დაპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბერის Nშ-10/8031-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წლის იანვრიდან ურთიერთჩართვა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ ფიქსირდება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბრის Nშ-10/7810-15 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტისგან ინფორმაცია, კერძოდ: ავტორიზაციის დღიდან - 2012 წლის 28 მარტიდან დღემდე შპს „ICT Solutions“-ს წარმოდგენილი აქვს თუ არა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმები და ამავე პერიოდზე გააჩნია თუ არა რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 16 ოქტომბრის Nშ-10/7810-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის Nშ-10/7948-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ICT Solutions“ 2012 წლის აპრილიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დაპარტამენტის მიერ 2015 წლის 23 ოქტომბერის Nშ-10/ -15 სამსახურებრივი ბარათით დამატებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ: შპს „ICT Solutions“-ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით აქვს თუ არა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმები და ამავე პერიოდზე გააჩნია თუ არა რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/8153-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ICT Solutions“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და ამ პერიოდზე ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 შეტყობინებით შპს „ICT Solutions“-ს, მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „ICT Solutions“-ი კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 შეტყობინებით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის Nშ-10/7443-15 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/8153-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 28 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ICT Solutions“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „ICT Solutions“-ს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა 2015 წლის 28 ოქტომბრის N03/2456-15 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „ICT Solutions“-ს ჩაბარდა 2015 წლის 29 ოქტომბერს. (გზავნილის კოდი: 040030122136; ჩაბარების თარიღი: 29.10.2015; ჩაიბარა: მ. იასაშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ოქტომბრის Nშ-10/8243-15 სამსახურებრივი ბარათით კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა მიმართა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს და მოითხოვა დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენა შპს „ICT Solutians“-ის მიერ კომისიაში წარმოსადგენ სატატისტიკური ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 ნოემბრის Nშ-10/8448-15 სამსახურებრივ ბარათში, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 30 ოქტომბრის Nშ-10/8243-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, აღნიშნულია, რომ შპს „ICT Solutions“-ს სტატისტიკურ ბაზაში წარმოსადგენი აქვს: ფორმა 1.1 (შემოსავლები) 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით; ფორმა 1.2 (თანამშრომლები) 2013 და 2014 წლების; ფორმა 1.3 (ინვესტიციები) 2013 და 2014 წლების; ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით; ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი -აბონენტები კვარტალში) 2013 წლის მესამე კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით; ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ICT Solutions“-ის დირექტორი დავით მაისურაძე. კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაძე დავით მაისურაძემ განაცხადა, რომ კომპანია ავტორიზებულ საქმიანობას არ ეწევა.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის Nშ10/7443-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 4 ფურც. (შპს „ICT Solutions“-ის შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შპს „ICT Solutions“-ის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან);
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 16 ოქტომბრის Nშ-10/7809-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8031-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 შეტყობინება;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 16 ოქტომბრის Nშ-10/7810-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის Nშ-10/7948-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/8124-15 სამახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ10/8153-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 30 ოქტომბრის Nშ-10/8343-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 ნოემბრის Nშ-10/8448-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული შპს „ICT Solutions“-ის დირექტორის დავით მაისურაძის ახსნა-განმარტება.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ICT Solutions“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 28.03.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.T3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:WiFi );
2. 2015 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ICT Solutions“, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში არ წარმოუდგენია: 1. 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 1.1 -ი (შემოსავლები); 2. 2013 და 2014 წლების ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და 1.3 (ინვესტიციები); 3. ასევე წარმოსადგენი აქვს 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 4.1(მონაცემთა გადაცემა /ინტერნეტი), 2013 წლის მესამე კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) და 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა). კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დაპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბერის Nშ-10/8031-15 სამსახურებრივ ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2013 წლის იანვრიდან ურთიერთჩართვა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ ფიქსირდება;
3. შპს „ICT Solutions“-ს, კომისიაში 2015 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომლის წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. ასევე კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 წერილით შპს „ICT Solutions“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „ICT Solutions“-ი კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1526-15 წერილი შპს „ICT Solutions“-ს ჩაბარდა 2015 წლის 14 სექტემბერს (გზავნილის კოდი: 040026752227; გაგზავნის თარიღი: 11.09.2015; გზავნილის ჩაბარების თარიღი: 14.09.2015; ჩაიბარა: მ. იასაშვილმა);
4. შპს „ICT Solutions“ 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების ჩათვლით კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, ამავე პერიოდზე ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო.
5. შპს „ICT Solutions“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ICT Solutions“-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ICT Solutions“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ICT Solutions“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება და ასევე, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (2013 წლის აგვისტოდან ფორმა 1.1 -ი (შემოსავლები); 2. 2013 და 2014 წლების ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და 1.3 (ინვესტიციები); 3. 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 4.1(მონაცემთა გადაცემა /ინტერნეტი), 2013 წლის მესამე კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) და 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, 2015 წლის აგვისტო და სექტემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და შესაბამისად კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება შპს „ICT Solutions“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ICT Solutions“-მა, 10 სამუშაო დღის ვადაში, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 1.1 -ის (შემოსავლები); 2. 2013 და 2014 წლების ფორმა 1.2-ის (თანამშრომლები) და 1.3-ის (ინვესტიციები); 3. 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 4.1-ის (მონაცემთა გადაცემა /ინტერნეტი), 2013 წლის მესამე კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით ფორმა 4.2-ის (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) და 2013 წლის აგვისტოდან ფორმა 5.4-ის (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
3. უზრუნველყოს შპს „ICT Solutions“-მა, 10 სამუშაო დღის ვადაში, 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების ჩათვლით პერიოდების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ICT Solutions“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „ICT Solutions“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6) შპს „ICT Solutions“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ICT Solutions“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
