„შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს №514/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2015 12:24
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2015
„შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს №514/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 27 აგვისტოს მიიღო №514/23 გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2015 წლის 5 ნოემბერს 16.00 საათზე.
ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინისგან“ და შპს „მაგთიკომისგან“ კომისიის მიერ გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა მის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის Nშ-6/7220-15 და 2015 წლის 1 ოქტომბრის N შ-6/7358 წერილებით კომისიაში წარმოდგინილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. ასევე შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა მის მიერ 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 წერილით კომისიაში წარმოდგინილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N514/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N 514/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის 2015 წლის 12 ნოემბრისთის გადადება და ამ მიზნით ცვლილების შეტანა კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N 514/23 გადაწყვეტილებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N514/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 12 ნოემბერს 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18)“;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარის მერაბ ქათამაძე
მოვალეობის შემსრულებელი
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
